პაატა შამუგია
პაატა შამუგია
რიგი
    ანგელოზმა ჭუჭყიან პალტოში შეჩურთული ფრთა აათამაშა და მრავლისმეტყველად იკითხა: 
- იცით, მე რა გამოვიგონე?
- რა?
- რიგი!
- მმმ… რა რიგი?!
- ჩვეულებრივი რიგი. ადამიანები თავიდან ქაოსურად იდგნენ, მერე მე ავდექი და რიგი გამოვიგონე.   ეს მიახლოებით აღდგენილი დიალოგი ფილმ “მაიკლიდანაა”, სადაც ჯონ ტრავოლტა ძალიან შებერტყილი ანგელოზის როლს თამაშობს. შარლატანი
ანგელოზი კი არაა, ნამდვილია - ღვთაებრივი, ძლიერი, ჰოლივუდური ღიმილით და ჩეჩენი მაჩოს რეპუტაციით - ჩხუბობს, ეწ
პაატა შამუგია - დაუჯდომელი (ნაწილი პირველი)
   
სვიმონ კანანელის კონდაკი 1   ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა პირველი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც გარკვეულ ხანს იცოცხლა და ბოლოს ყოვლად ქრესტომათიული სიკვდილით მოკვდა და სამი დღის მერე (კინოშიც ნახავდით) ფეხზე წამოდგა, გაიარ–გამოიარა, თვალი ჭერს ჰკიდა, ღიმილი ზარბაზანივით გადმოჰკიდა ტუჩებიდან და ლექსი დაწერა,
პაატა შამუგია - დაუჯდომელი (ნაწილი მეორე)
    მათეს იკოსი 7   ეს კრიზისია, მეგობრებო, ხელოვნების და ცხოვრების დიდი კრიზისი, ადამიანებს მნიშვნელობები გაეპარნენ, და რა უნდა ვქნათ ჩვენ ისედაც უმნიშვნელოებმა?! ესღა გვინდოდა?
კორპორატიული პლატონი
    „კორპორატიული პლატონი“ დეტექტიური პოემაა. უფრო მართალი რომ ვიყო, ეს არის დეტექტიური ესე პოემის შესახებ, რომელიც ვერაფრით დავწერე. როგორც იცით, წაუკითხავ წიგნებს და დაუწერელ ტექსტებს შურისძიება შეუძლიათ, ამიტომაც, მე როგორც მშიშარა ადამიანმა, ვერ მივატოვე შუა გზაში ეს პოემა და მასზე დავწერე ეს ნახევრადირონიული ტექსტი, რომლის ჟანრის გარკვევა თქვენთვის მომინდვია.