A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

ალექს ჩიღვინაძე - ARTAREA.TV
 
 
 


ალექს ჩიღვინაძე
ალექს ჩიღვინაძე
იპოვნე სხვები
აღიარე, რომ შენ მათ არ ჰგავხარ. ახლოსაც კი ვერ მიხვალ. შეიძლება მათსავით შეიმოსო, იგივე იდიოტურ და უაზრო ტელე-შოუებს უყურო. იგივე სწრაფი კვების ობიექტებში (სახინკლეებში) ჭამო, მაგრამ რაც უფრო ცდილობ  შეეგუო, მით უფრო მძაფრად გრძნობ საკუთარ აუთსაიდერობას, როცა უყურებ “ნორმალური ადამიანების” ავტომატურ არსებობს.
„პრაროკი“
    1.
თაზო ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასტუმროში მუშაობს. ამბობს, რომ ერთხელაც ისლამით დაინტერესდა და სასტუმროში ყველას უქადაგებდა. სასტუმროს მმართველმა დაიბარა და ჰკითხა, მართლა აპირებდა თუ არა ისლამის მიღებას. ამანაც დაუდასტურა, მაგრამ მერე დავიკიდეო. ყველაფერი არეულია ჩემს ცხოვრებაში. ის, რასაც ერთ დღეს დავცინი, მეორე დღეს მომწონს და პირიქითო. როცა მარტო ვარ თავში იმდენი ფიქრი მიტრიალებს, რომ მგონია გავგიჟდებიო. ერთადერთი სექსის მერე ვგრძნობო თავს მშვიდად. ისიც ნახევარი საათი, მერე ისევ მოდი
„საავტორო კინოს რობინ ჰუდი“
 

  კშიშტოფ ზანუსის უამრავი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი აქვს მიღებული. მათ შორის ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმა“ საუკეთესო რეჟისურისთვის, ვენეციის „ოქროს ლომი“ და ასე შემდეგ. რამდენიმე დღის წინ ის საქართველოში ჩამოვიდა და თიბისი გალერეაში ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის მასტერკლასიც ჩაატარა --  მშრალი ფაქტები, არც თუ ისე საინტერესო დასაწყისია. თუმცა უხერხული დუმილი უკვე დაირღვა.   კშიშტოფი ამბობს, რომ ზან

კარის მეზობელი პოეტი
    პანთეონის მკვიდრი, ცას აბმული პოეტები ჩვეულებრივმა, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა ტიპებმა ისე ჩაანაცვლეს, როგორც პორნოგრაფიულ ინდუსტრიაში პორნოვარსკვლავები, რომელთა მსგავსი სხეულიც ეკრანს მიღმა იშვიათად თუ ენახა ვინმეს, ჩაანაცვლეს ასევე არაფრით გამორჩეულმა, პატარა გოგოებმა  (The Girl Next Door), რომელიც შეიძლება შენი კარის მეზობელია, შენთან ერთად მუშაობს, რომელიც ყოველდღე გხვდება ქუჩაში... რითმა ისე ჩაანაცვლა სასაუბრო ლექსიკამ, როგორც სილიკონით გაბერილი, ხელოვნური მეგა-ძუძუები ჩვეულებრივმა მკერდმ
მონტაჟი სცენაზე
    კინო დაუპატიჟებელი სტუმარივით შევიდა თეატრში - გერმანელი რეჟისორის, სცენარისტის, დრამატურგის და მსახიობის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა „კატცელმახერი“ სამეფო უბნის თეატრში მიშა ჩარკვიანმა დადგა, ზუსტად ფასბინდერისავე სტილში. პრემიერა 20 ივნისს გაიმართა. ჩემი აზრით, ეს ფილმი უფროა, ვიდრე სპექტაკლი. დეკორაცია სცენაზე ერთი გრძელი თეთრი კედელია (მხატვარი ლევან ოჩხიკიძე), მასში გამოჭრილი რამდენიმე კარით, საიდანაც გამოდიან ხოლმე მსახიობები და რომლის წინაც სხვადასხვა ეპიზოდები თამაშდება. ყოველ კართ
შესაფერისი სინამდვილე (ეპიზოდები)
    მოქმედი პირი: მე მოქმედების ადგილი: ოთახი   მე: რას იტყვიან ჩემზე ეს სკამები, საწოლი ასე უძრავად რომ ვარ მთელი დღე.   ჩუმად ეშვება ფარდა.   *** აკვირდები ე.ი არსებობ გაგკვირდებიან მითუმეტეს არსებობ არადა ხომ მიატოვე ეს ყველაფერი ერთხელ გამთენიისას როცა ხეები იხრებოდნენ ერთმანეთისკენ ქარის დაძახილზე
„მარტოობის გაკვეთილები“
    პიესას ვწერდი, მაგრამ გავიჭედე. თემა მოცემული მქონდა - ძალადობა ოჯახში. რა არ გავისხსენე, რა ისტორია არ დავიხვიე ხელზე, მაგრამ საბოლოოდ ყველა პერსონაჟი მარტო რჩებოდა და არაფრის დიდებით არ შედიოდა სხვასთან კონტაქტში. ვერავინ ავალაპარაკე, ვერ გამოვტეხე. არ მქონდა კულმინაცია. გაყინულ გონებაში გაჩენილი ბზარები მომენტალურად კრავდნენ პირს და აზრის ნებისმიერ გაფაჩუნებას შიგ იყოლებდნენ.   ერთ საღამოს სახლში ვბრუნდებოდი. ქუჩის ორივე მხარეს ჩამორიგებული ბებერი ხეები
აგვისტოს ქალაქის ბავშვები
  ზაფხულის ქალაქი სევდიანი სიმღერის უძველეს ჩანაწერს ჰგავს, შორეული, იდუმალი შხრიალით. ჩვენ კი ბავშვებს ვგავართ აგვისტოს ქალაქში დარჩენილებს და გზას აცდენილებს, გართულებს ახალ-ახალი გასართობების გამოგონებაში.   "რამდენიმე ადამიანი, ამბობდა დე გოლი, აუჯანყდა თანამედროვე საზოგადოებას, მომხმარებლურ საზოგადოებას, ტექნოლოგიურ საზოგადოებას, როგორც კომუნისტურს, ასევე კაპიტალისტურს”. ეს სიმართლე იყო. თუმცა მას არ აუხსნია, თუ როგორ მოახერხა ამ რამდენიმე ადამიანმა მისი ხელისუფლებისთვის მოეღო ბოლო...
მეკობრული მებაღეობა
    “აქ მთებში ვარ. მთების შუაში, სადღაც მათ შორის გუშინ ორი საათი ვიარეთ, სულ აღმართი და შივას ტაძარს მივადექით, რომელსაც ჩანჩქერი ესხმებოდა ზემოდან. აქ ვიმღერეთ მათი მანტრა, შივას მანტრა: შრი, ჯაია რამ, ჯაია ჯაია რამ.   აქ ისეთი ადგილია, სადაც ყველაფერი კარგი გახსენდება, ყველაფერი ძველი და ახალი. აქ  თავიდან გინდება სიცოცხლის დაწყება. აქ ხარ, მაგრამ ისევ აქ გინდა დაბრუნება. მერე ჩვენებური ვუმღერეთ და შივაიათი ბერები გაოცდნენ. გვთხოვეს დარჩითო, მაგრამ ვერ დავრჩით. მერე კიდევ ჩამოდითო.   აქ ერთდ
„სიყვარული ძაღლია ჯოჯოხეთიდან“
    ა) როცა ზაფხულის ქალაქში მიდიხარ, გგონია რომ არსად არაფერი არ ხდება. ან რა უნდა მოხდეს,  როცა შეიძლება ჰაერიც კი გახმეს და ფილტვებში ჩაგემსხვრეს. სიცხე სულს გიხუთავს და გონივრული რეკომენდაცია - სადმე გრილი ადგილის პოვნა, თავის შეყოფა და არ გამოყოფა შუაღამემდე... უნდა დაჯდე ბართან, დაიდგა ყინულებით გაძეძგილი ჭიქა და მიმტანის მოხდენილ უკანალს მიაშტერდე.   ეს დღეც ზუსტად შეესაბამებოდა ამ აღწერას, რომ არა ერთი ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შემთხვევა. გამოვიდა ჩარლზ ბუკოვსკის ლექსების კრებული, რომელშიც ჩ
დრო - ხვლიკია მზეზე
  ჩარლზ სიმიკი - ამერიკელი პოეტია, წარმოშობით სერბი. 1938 წლის ბელგრადში დაიბადა.  შემდეგ კი ამერიკაში გადასახლდა. აშშ-ს პოეტი-ლაურეატი და პულიცერის პრემიის მფლობელია. ისეთი ტიპია, როგორებიც იყვნენ ის ძენის ოსტატები, დჰარმის მაწანწალები,  მჭვრეტელები, იუმორით შემკულნი და ყოველდღიურობიდან მარგალიტების მომპარავნი. ესეც მისი რამდენიმე ლექსის თავისუფალი თარგმანია:  
ზამთრის ფრაგმენტები
  1875 წლის შობა დილას მარკ ტვენის სამი წლის გოგონამ, სუზიმ, თვალები გაახილა, გაიზმორა - თითქოს პატარა ხელებით მთელი ოთახის ჰაერის ჩახუტებას ცდილობსო, შემდეგ რაღაც გაახსენდა და სასწრაფოდ ბალიშის ქვეშ შეძვრა, სადაც ჯადოსნური წერილი დახვდა. თავიდან არ იცოდა, რომ წერილი ჯადოსნური იყო, თუმცა პატარა გული რაღაც მსგავსს უგრძნობდა.
ყველას ეცოდება ნაპოლეონი
  უკიდეგანო კოსმოსში დაფრინავს ასტეროდი, სახელად - მიროსლავ ჰოლუბი. ამ სახელის პატრონი თუ პირიქით ადამიანი, ვისაც ეს სახელი დაეპატრონა, გახლდათ ჩეხი პოეტი და მეცნიერი - იმუნოლოგი. თხუმეტიოე წლის წინ გარდაიცვალა. არავინ იცის იმუნოლოგი უკეთესი იყო ის თუ პოეტი.  ფაქტი ერთია, რომ მეცნიერება და პოეზია ერთი მონეტის ორი მხარე იყო ყოველთვის. და თუ ასე არა, მაშინ მონეტა იყო ყალბი.


A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0