ცოტა ხნის წინ, ჟურნალ "ი-ფლაქსში" გამოქვეყნებული, ზომებით უკიდეგანო ინტერვიუ გამოჩნდა, სათაურით „გასაუბრება ჟულიან ასანჟთან, ნაწილი პირველი", რომელიც, თავისი სიღრმით ნამდვილად ყველასგან გამოირჩეოდა.
გერმანელი არტისტის - ჰანს პიტერ ფელდმანის ორგანიზებულ ინტერვიუში დიდი ინფორმაცია ჩაიდო სხვადასხვა ტიპისა და იდეოლოგიის მატარებელ სახელმწიფო და ანდერგრაუნდ სტრუქტურებზე, რომლებიც მსოფლიოს ინფორმაციის ნაკადებს, მათ გადანაწილებასა და კონტროლს უზრუნველყოფენ.
საზღვაო ვაგზალს გამოვცდი თუ არა ქალაქი-ფანტომი გაქრა და ჩემს წინ წარსდგა ისეთი ბათუმი, როგორიც მახსოვდა ასლანას ეპოქაში - ბნელი, პირქუში და ოდნავ სახიფათო. ავათვალიერე ბაზართან ჩამწკრივებული ტაქსების რიგი და რატომღაც მათკენ გულმა არ გამიწია. მატარებლის გასვლას ჯერ კიდევ საკმაო დრო უკლდა, რის გამოც დავდექი და პორტში მიმდგარ განათებულ გემებს დავუწყე თვალიერება. ამ საქმით ვიყავი გართული, როცა ჩემ ცხვირწინ გაჩერდა ცარიელი მარშუტკა წარწერით „ბათუმი-ქობულეთი“ და ნავსადგურის ხედი დამიბლოკა. ჩავთვალე, რო
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ შუაღამე იწვის დნება კი არა და უკვე მეორე დღის შუადღეა. კიდევ კარგი ლეპტოპი დავტენე და ამიტომ შემიძლია მარშუტკაშიც ვბეჭდო, სანამ ჩვენ სამტრედიას ვუახლოვდებით.
როკ–ჯგუფი, რომელსაც მე ბედის განგებით ვმენეჯერობ დასავლეთ საქართველოს ტურზე, კარგი ხალხი აღმოჩნდა (მთელი ეს დღეები მარწმუნებდნენ აღმოსავლეთ საქართველო საოცრად ჰგავსო კალიფორნიას! ბოლოს დავუჯერე), მაგრამ ბულვარში ბოლო კონცერტის შემდეგ, ცოტა განმუხტვა მინდოდა და მეთქი კვარიათში და
ვიდეობლოგი ერთმანეთთან აკავშირებს სიმაღლის შიშსა და ინტროვერტულ ხელოვნებას. კულტუროლოგი ანატოლი ულიანოვი დღევანდელ სოციალურობასა და თვითპრომოუშენზე დამყარებული წარმატების ფორმულებისა და მეინსტრიმის მიღმა, მომავლის არტის ფორმების განჭვრეტას ცდილობს: "თითოეულმა ჩვენგანმა დღეს, საკუთარი თავი ნგრევადი მსოფლიოს კონტექსტში უნდა გაიაზროს და ზედაპირულის ნაცვლად, შეხებაში შინაგანთან მოვიდეს, იმის მიუხედავად, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი წარმავალი ეპოქის ჭრილში."
ჩუვაკ, მივიღე ყველაფერი, არ ინერვიულო.
პირველ რიგში, შენს წერილში ვერ გავიგე რაღაც სიტყვა - ”Pirveli heroini da bichebtan sexia” – ვისთან სექსი, ეგეინ?
როგორც მიხვდი, შიგადაშიგ ვმძიმდები ხოლმე, სამ პანიმაეშ, მაგრამ როგორც წესი დიდხანს არ გრძელდება.. ზოგჯერ რო ვზივარ და არც ჩვენთან ნაკრძალში ხდება რამე საინტერესო და არც გარეთ სადმე, მაშინ ვდგები ეგეთ ხასიათზე.
პარასკევს, ბესოს გავუარე, სტუდიაში ვარო, პლეხანოვზე. რა ადგილასაა იცი ზალიკოს სტუდია, აი შენს ძეგლს რო გაცდები, მარჯვნივ ეგრევე ჩასახვევი,
პარლამენტის შენობა დღემდე შემორჩენილი სახით დამოუკიდებლობამდეც, თითქმის 40 წელი გადმოჰყურებდა რუსთაველის გამზირს, მაგრამ უმაღლესი საბჭოს ფიქტიური ხასიათის გათვალისწინებით, რეალური ფუნქცია მან სწორედ ოთხმოციანების ბოლოს შეიძინა, საიდანაც დაიწყო კიდეც შენობის ისტორიულად ყველაზე ინტენსიური ეტაპი. თაღებიანი მონოლითი იყო ის ეპიცენტრი, სადაც განვითარდა ბოლო 25 წლის ყველაზე დრამატული პოლიტიკური რიტუალები.
"ძნელია იმის თქმა, გახდა თუ არა საბჭოთა ხაზის რადიოქსელი ორუელის შთაგონების წყარო, თუმცა მის ცნობილ ნოველა "1984"-ში სწორედ ისეთი ხელსაწყოა მოხსენიებული, რომელიც ანტიუტოპიური რეჟიმის გმირებს ყველაზე განმარტოებულ სივრცეებშიც კი თან სდევს. წიგნში ასახული, ინდივიდუალური ხაზებით სახლებში შეყვანილი პირადი პროპაგანდისა და თვალთვალის აპარატები იმის დასტური იყო, რომ ორუელის 1949 წელს დაწერილი წიგნის სიუჟეტი ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში უკვე განხორციელდა."
2004 წლის შემოდგომა ტუსოვკის მხრივ თბილისში საოცრად დატვირთული გამოდგა. პირველ რიგში, ეს ალბათ ნარკოტიკების სიმრავლეს უნდა მივაწეროთ, რომელიც მაშინ (რბილად რომ ვთქვათ) იგრძნობოდა საქართველოს დედაქალაქში.
დაწყებული სეზონური თუ შემოტანილი მოსაწევით, ტაბლეტების გავლით, ჰეროინით და მეტადონით დასრულებული, თბილისი, 36 წლის ნიმფომანივით, თავის გავლით ენთუზიასტურად ატარებდა ნებისმიერი სახის მეინსტრიმ აკრძალულ სუბსტანციებს, რომლის მოკრძალებული და ბაზრისთვის საჭირო (ლიბერტარიანულად
ნებისმიერი გაზეთის ფურცელზე დაბეჭდილი თვითდახმარების წიგნი რომ გადაშალო, შიგნით წააწყდები კარგი ცხოვრების მარტივ რეცეპტს: ესაა მხოლოდ იმის კეთება, რაც სიამოვნებას განიჭებს. თუმცა ცხოვრებაში ასე ძალიან ცოტა იქცევა.
ვაჟაზე მანქანით მოძრაობა მიყვარს დღის ნებისმიერ მონაკვეთში - გამიელვა დღეს, როცა ვაჟაზე შემოვუხვიე, და მერე ვიფიქრე შესაძლებელი იქნებოდა თუ არა სიტყვებით გადმომეცა ის, თუ რატოა ეს ასე.
პირველ რიგში, პეკინის მერე, ვაჟა მძღოლისთვის ნამდვილი სამოთხეა. ორჯერ მეტი ზოლი, შუქნიშნები შორიშორს, უკეთესი ასფალტი, დახაზვა და განათება. მაგრამ ყველაზე მთავარი, ვაჟას შეგრძნებებში არის რაღაც პირქუში და ანტიუტოპიური, რაც მას ფონად სულ თან მიჰყვება. გასარკვევია, ეს საბჭოური კორპ
"მშობლების მხრიდან, ბავშვობაში, გამორჩეულობის მუდმივი კულტივირების შემდეგ, ნარცისისთვის განსაკუთრებით მძიმეა თავისი ჩვეულებრიობის გათავისება, რაც ცხოვრებით მუდმივად დაუკმაყოფილებლობაში გადაიზრდება ხოლმე.
ამის თავიდან ასაცილებლად, ბავშვების რეალიზებულ ადამიანებად ჩამოყალიბება უნდა ემყარებოდეს არა ცრუ შექების ხარჯზე აგებულ თვითშეფასებას, არამედ ისეთი ჩვევების გამომუშავებას, როგორებიცაა შეუპოვრობა, დამოუკიდებლობა და რეალობის შეფასების უნარი."
@ გიგი გულედანი
იპოდრომი-ვერეს გვირაბი, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაიხსნა, ჯადოსნურ თვისებებს ატარებს - მასში შესვლიდან გამოსვლამდე მოკლე მონაკვეთში, 20 წამით მიშისტი ვხდები ხოლმე. ამაში ცუდი არაფერია, მითუმეტეს, რომ გვირაბიდან გამოსვლამდე ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც სახლიდან გამოსვლისას ვიყავი, და კარგია, რომ გვირაბი მოკლეა, სულ რაღაც 20-წამიანი, თუმცა, მახსოვს რიკოთის გვირაბშიც მიშისტი გავხდი ბოლო გავლაზე, თუმცა ის ჩინელებმა გაარემონტეს, თუ არ მეშლება.
ცოტა ხნის წინ, მაგრამ იმის მერე, რაც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, მე, ნინა, ეკა, მაგდა და გიორგი წავედით დიღომში, ბელიაშვილზე მდებარე რესტორან “ლუდის მოედანზე”, სადაც ხინკალი უნდა გვეჭამა.
“ლუდის მოედანი” საკმაოდ უცნაური, დაწესებულებაა და მას ორი, ჩვენთვის საგრძნობი მინუსი აქვს. ერთია ოფიციანტების ქცევის კოდი, რომელიც გულისხმობს მთელი ტრაპეზის მანძილზე შენ გარშემო მოფუსფუსე უცხო ადამიანს, რომელიც შიგადაშიგ გიცვლის თეფშს, გაცლის მაგიდაზე დადებულ ხელსახოცებს და დავალ
""Timeline"-ის საახალწლო გამოშვება "12 ვიდეობიტი" წარმოადგენს 2012 წელს ფეისბუკით გავრცელებული ვიდეოების მონტაჟს MTV Pop Up Video-ს ფორმატზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს, თვეების მიხედვით, ვიდეონაწყვეტებისა და მუსიკის ისე განლაგებას, რომ მათგან შეიქმნას ერთი მთლიანობა, რომელიც მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს გასული წელს, ქსელებში გაცვლილ ლოკალურ პოლიტიკურ, სოციალურ და, რაც მთავარია, პირად ვნებებს."
მოკლედ ორი დღის წინ “ელექტრონავტების” დაჯილდოვებაზე რომ მივედი, ისევ კოლიზეუმის ვიდზე მდგარ რკინიგზელებში, გამახსენდა, რო ძალიან დიდი ხანია (ანუ, წინა დაჯილდოებისას რო მოგწერე) არ გამხსენებიხარ, რაც ალბათ ისედაც შეამჩნიე, ჩემგან არცერთი იმეილის მიღების (თუ არმიღების შემდეგ), და გადავწყვიტე გამომესყიდა დანაშაული, როგორც იტყვიან, და აგერ გწერ კიდეც:
მახსოვს ბებიაჩემი როცა წარსულთან დაკავშირებულ ფაქტებს ურევდა ხოლმე მეცინებოდა, რადგან ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება დაგავიწყდეს რამე წარსულიდან, როგორ შეიძლება ვერ გაიხსენო ადამიანის სახელი, ვისთანაც რამდენიმე თვე ერთ ოთახში გაქვს გატარებული ან თავიდან ზუსტად ვერ იხსენებდე რაღაც მოვლენა “უმაღლესში ჩაბარებამდე” მოხდა, თუ ათი წლის შემდეგ, როცა უკვე დაოჯახებული იყავი.
1959 წლის 1 თებერვალს, ლაშქრობის მეხუთე დღეს, გაფუჭებულ ამინდსა და ყინვაში, 9 ტურისტმა ურალის პოლიტექნიკურის კლუბიდან, კარავი ტყის სიახლოვეს, დამრეც ტრიალ მინდორზე დასცა.
მეორე დღეს ისინი ოტორტენის მთის დალაშქვრას აპირებდნენ. თუმცა, დაბანაკებიდან რამდენიმე საათში, ცხრავე მათგანი სიცოცხლეს საშინელი, უცნაური და დღემდე ამოუხსნელი სიკვდილით დაასრულებს.
სახელდახელო და დილეტანტური გამოკითხვების მიხედვით, ქალების უმრავლესობასთან შედარებით, მამაკაცების უმრავლესობას მეტი სენტიმენტი ახასიათებს ძველი ფეხსაცმელების მიმართ. სიტყვაზე, ბევრ გოგოს ჩემს გარშემო არ ესმის, როგორ შეიძლება დავდიოდე ათი წელი ერთი და იგივე, ოთხმოციანების ყაიდის ყავისფერ “სალამანდრებში”, რომელიც “ვარდების რევოლუციიდან” (ანუ ახალი წელთაღრიცხვით) პირველ თვეში, წერეთლის მეტროსთან, ერთ-ერთ ინკოგნიტო მეორადების საბითუმო საწყობში 12 ლარად შევიძინე.
"მაინც რას ეუბნება ბილ მიურეი ცრემლმორეულ სკარლეტს?" - ეს კითხვა მოსდევს სოფია კოპოლას ცნობილი ფილმის დასასრულს, ხოლო დისკუსიები ამ თემაზე "ამოუხსნელი კინო შეკითხვების" ჰიტებში ფიგურირებს. სწორედ აქ, კიბერ-რეალობაში იბადება ვერსია, რომელიც თითქოს ყველაფერს თავ-თავის ადგილს მიუჩენს, იმის მიუხედავად, რომ მას არასდროს უწერია არც უარყოფა და არც დადასტურება.