გაგა ლომიძე
გაგა ლომიძე
სიყვარული დერიდულად
ჩემს ძველ ბლოკნოტებს ვქექავდი, ჩანაწერებს ვათვალიერებდი და ძენ-ბუდიზმის იაპონელი მკლევარის, დაისეცუ სუძუკის სტატიიდან ამონარიდებს მივაგენი.
ნარცისული ხელშეკრულება საკუთარ თავთან და კლერამბოს სინდრომის ნაკვალევი გალაკტიონთან
  „შენ ვერ გამიგებ.“ - ეუბნება ოდრი ტატუს პერსონაჟი – ანჟელიკი თავის მეგობარ ლეტიციას  ფილმში “ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ”, როდესაც მის ამოჩემებულ ლოიკ ლე გარეკთან წარმოსახულ ურთიერთობაზე ელაპარაკება და ამით წერტილს სვამს, რომ მეტი შეკითხვა აღარ გაჩნდეს – თითქოს თავს იზღვევს და ბოლომდე თავის ილუზიაში ეშვება. ფილმს ეპიგრაფად უძღვის კლერამბოს სინდრომით, ანუ ეროტომანიით შეპყრობილი პაციენტის ჩანაწერი: „მართალია ჩემი სიყვარული გიჟურია, მაგრამ გონება გულის მძაფრ ტკივილს მიამებს და მოლოდინით და სამუ
შეგრძნების ხუთი (?) უნარი
    ნეტავი დაბადებისას შეგრძნების უნარებიდან პირველად რომელი აქტიურდება? ან იქნებ ყველა ერთად იწყებს მოქმედებას? და ეს ხუთი ტიპის შეგრძნებაა თუ არა, რომლებზეც არისტოტელე თხზულებაში “ცის შესახებ” საუბრობდა და თან შეგრძნების ორგანოებს სხვადასხვა ელემენტს უფარდებდა?   მზერა, რომელიც ცეცხლიდან მომდინარეობს და აქედან გამომდინარე, მზესთან კავშირშია, რისი ნაკვალევიც თვითონ სიტყვა “მზერაშიც” ამოიკითხება; და თუკი პლატონსა და ნეოპლატონიკოსე
მეხსიერება
  ჩვენი ცხოვრება ძირითადად მეხსიერებაში დალექილი მოგონებებისგან შედგება - მოვლენებისგან, რომელთაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენზე, ქმედებებისგან, ემოციებისგან, გემოს თუ სურნელებისგან და ა.შ. ამგვარი მოგონებები ერთგვარი flashback-ის გზით, დროდადრო ჩვენს გონებაში ამონათდება ხოლმე. ეს ჩვენი პერსონალური გამოცდილებაა, რაც, კაცმა არ იცის, უკეთეს თუ უარეს შემთხვევაში, ჩვენი სიცოცხლის შემდეგ შეიძლება მხოლოდ ენერგეტიკულ დონეზე აგრძელებდეს არსებობას. მაგრამ მარადიული არსებობა აქ სულაც არ
კიოლნი - პარფიუმერიის და წვიმის ქალაქი
    კიოლნში მატარებლით ჩავედით. ცენტრალურ სადგურიდანვე დიდი წარწერა დაგვხვდა: Kölnisch Wasser - თითქოს მიგვანიშნებდა, რომ პარფიუმერიის ქალაქში მოვხვდით.
აახენი, 28, 2012
  აახენი ჯერ კიდევ რომაელების დროს იყო ცნობილი, როგორც სამკურნალო წყაროების ადგილი. თუმცა ევროპის რუკაზე ამ ქალაქს ადგილი პირველად კარლოს დიდმა მიუჩინა. 794 წელს მან აახენი ფრანკთა იმპერიის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ დედაქალაქად გამოაცხადა. აქაურ სამკურნალო წყლებზე დღესაც დიდი მოთხოვნაა, მაგრამ აახენის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მაინც მისი ტაძარია, რომელშიც კარლოს დიდის სამლოცველოცაა მოქცეული. აახენის ტაძარი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის პირველი ტაძარია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგ
ფრანკფურტი, MTV EMA 2012, 11 ნოემბერი, კვირა
  ევროპული ემთივის მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. წელს მასპინძელი ქალაქი ფრანკფურტია. 2012 წლის 11 ნოემბერს, კვირას, ფესტჰალეში გაიმართება მუსიკალური ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი. უკვე ცნობილია მისი წამყვანის ვინაობა - ეს იქნება გერმანელი სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი. მონაწილეების ვინაობა ზუსტდება. დღეისთვის ცნობილია, რომ ცერემონიალს დაესწრებიან: თეილორ სვიფტი, ჯგუფები Muse და No Doubt, ალიშა ქისი, პიტბული, ჯგუფი the Killers. ქალაქში უკვე გამოჩნდა ცერემონიალი
MTV EMA 2012-ის პრეს-ბრიფინგი
  ფრანკფურტი ბანკების, ცათამბჯენების, მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობის და ტექნო მუსიკის ქალაქია. მაგრამ წელს ევროპული ემთივის მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალმა ეს ქალაქი სულ რამდენიმე დღით არამარტო ტექნოს, არამედ, ზოგადად, ყველა ჟანრის მუსიკის დედაქალაქად აქცია; იმიტომ, რომ კომერციალიზაციის მიუხედავად, ემთივი მაინც დღემდე რჩება ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ არხად, რომელზეც სხვადასხვა დროს ისეთი მუსიკოსების ვიდეოების პრემიერა შედგა, როგორებიცაა დევიდ ბოუი, U2 თუ მადონა. ჯერ მარტო სულ პირველი ვიდეო “Video kille
MTV EMA 2012
ვიდეო: ალფრედო მანინო // MTV Networks Europe მონტაჟი: ალფრედო მანინო
ტექსტი: გიგა ნანობაშვილი
გახმოვანება: გაგა ლომიძე
მუსიკა: SundLy -- Horizon // Nikolai von Sallwitz, Sound Architecture  
ანტვერპენი - იკაროსის ქალაქი
  ანტვერპენის დათვალიერებისას ისეთი განწყობა მრჩება, თითქოს  მე-15-მე-16 საუკუნეების ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქალაქი ისევ იბრუნებს პირველობას; საპორტო ქალაქი, სადაც ცხოვრება დუღდა და შელდის ნაპირებს უამრავი ვაჭარი აკითხავდა მთელი მსოფლიოდან. არის რაღაც მსგავსება საპორტო ქალაქებს შორის, თუმცა ანტვერპენი მაინც სულ სხვაა. შეიძლება იმიტომ, რომ შემორჩენილია იმ ადამიანების ენერგეტიკა, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ ქალაქში ცხოვრობდნენ.
გენტი - წარმართული და ქრისტიანული
  ფლამანდელები მას გენტს ეძახიან, ფრანგები - განდს. გენტი ბრიუსელის, ბრიუგეს და ანტვერპენის შემდეგ ბელგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია, თავისი შუასაუკუნეობრივი არქიტექტურით და ულამაზესი არხებით. შუასაუკუნეების ევროპაში გენტი პარიზის შემდეგ მეორე უდიდესი ქალაქი იყო, სადაც წარჩინებული ფლამადნელები დასვენებას ამჯობინებდნენ. მათივე აგებულია პირქუში ციხესიმაგრე - გრავენსტეენი (Het Gravensteen).
Un saut à Bruxelles
ვიდეო და მონტაჟი: ალფრედო მანინო
მონაწილეობს: საბა ქავთარაძე
კოორდინატორი: გიგა ნანობაშვილი
მუსიკა: Kyle Cox - Company
ადგილმდებარეობა: ბრიუსელი   
ბრიუგე - ჩრდილოეთის ვენეცია
  ბრიუსელიდან ბრიუგემდე დაახლოებით ერთი საათის გზაა, მაგრამ მათ თითქოს საუკუნეები აშორებს. აქ მთავრდება დღევანდელობა და იწყება ისტორია - როდესაც ინგლისის განდევნილი მონარქი რიჩარდ III ბრიუგეში აფარებდა თავს; ბრიუგეს ისტორია ან ისტორიის სივრცობრივი სიმულაცია. ქალაქი, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს ილუსტრირებული წიგნების რეპროდუქციებში. იან ვან ეიკის, ჰანს მემლინგის, ბოსხის ბრიუგე. ყველგან მეორედ მოსვლის წინათგრძნობა თუ შიშნარევი მოლოდინი - კულტურის ერთ-ერთი საფუძველი, რომ სამყაროში შეძლებისდაგვარი წესრიგი დამყარ
ლიეჟი
  ზოგადად, კიბის ყველა საფეხური განსხვავებულია, მაგრამ კიბის მთლიანობას თვითონ კიბის იდეა ქმნის და აერთიანებს. ამის წყალობით საფეხურების ერთიანობა კიბედ, როგორც ასეთად, იქცევა. ასე იტყოდა პლატონი... მაგრამ ჩვენ ახლა ანტიკურ სამყაროში არ ვცხოვრობთ. მით უმეტეს, არც საბერძნეთში ვართ, ახლა ბელგიაში - ქალაქ ლიეჟში ვართ. სწორედ ლიეჟის გულისგულში, ძველ უბანში, მე-19 საუკუნეში აგებული 374 საფეხურიანი კონსტრუქცია გადმოჰყურებს ქალაქს ბუერენის მთიდან. ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათს კიბის საფეხურებს 15 000 სანთლით რთავენ.
ბრიუსელი - ფერების ქალაქი
  ბრიუსელი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მულტიკულტურული ქალაქია მსოფლიოში. თუმცა არა მარტო მულტიკულტურული, მრავალწახნაგოვანიც. ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ ყველა კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, თავიანთ აგურს დებენ ამ ქალაქის მშენებლობის საქმეში. ბრიუსელში, ისევე როგორც ბევრ დიდ ქალაქში, ცოტ-ცოტას ყველაფერს იპოვი - ცოტა პარიზსაც, ცოტა - ლონდონსაც, ცოტაც - ამსტერდამს და სულ ცოტა - ნიუ იორკს, რომელს დამსგავსებასაც თითქოს დაჟინებით ცდილობს ეს ქალაქი. მაგრამ ბუნებრივიცაა, დიდ ქალაქებში, რასაც, ზოგადად, city-ს უწ
ბრიუსელის კედლის მხატვრობის კვალდაკვალ

    კატა ბილი (არტისტი: სტეფან ქოლმენი და სთივენ დესბერგი)   ქვაფენილზე მორბენალი ყვითელ და შავზოლიანი კატა, როგორც პერსონაჟი, პირველად 1981 წელს კომიქსების ჟურნალში გამოჩნდა. კომიქსი მოგვითხრობს კატაზე, რომლისთვისაც ქუჩის ცხოვრება იოლი როდია, მაგრამ ბილის მტრებთან ერთად, ბევრი მეგობარიც ჰყავს.
B74 Selected Goods
  ვინთიჯ ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზია B74, ერთსა და იმავე დროს, ისტორიაცაა, სტილიც და ფასეულობაც. ფრანკფურტში, ბერლინერშტრასეზე რომ გაიაროთ, იქნებ ვერც შენიშნოთ გარედან, მაგრამ საკმარისია შეიხედოთ მის ეზოში, რომ თქვენს თვალს მიიპყრობს გამორჩეული მაღაზია. თან ეზოში შესვლისთანავე დაინახავთ ძველ სპორტულ BMW-ს, უნიკალურს, საკოლექციოს, რომელიც აქ, ამ ეზოში მხოლოდ დეკორაციის ფუნქციას ასრულებს. თვითონ მაღაზიაშიც, მის ინტერიერს, გემოვნებიანი და, სავარაუდოდ, გამოცდილი კოლექციონერი მფლობელის ინიციატივით, ასევე
ფრანკფურტი დიზაინის მოყვარულებისთვის
  ფრანკფურტის ყველაზე კრეატიული, ბრიუკენშტრასეს უბანი ადგილობრივი ინოვაციური დიზაინერების და არტისტების მექაა. აქ ყველაზე კრეატიული მაღაზიები დილის 11 საათიდან შუაღამემდე მუშაობს და შეგიძლიათ ფორმების და დიზაინის, ფერების და განათებების ზღაპრულ სამყაროში იმოგზაუროთ.
ხელოვნების ნიმუშები ბრიუსელის მეტროში
    1) მონარქები ივ ბოსკე. დედოფალ ელისაბედის ცხოვრება. 1985 ტერაკოტით დამზადებული სკულპტურული ჯგუფები. ერთ-ერთზე გამოსახულია დედოფალი ელისაბედი, რომელმაც სიცოცხლის ბოლო პერიოდი სტაივენბერგის კოშკში გაატარა. აქ, ასევე, წარმოდგენილია დედოფალ ელისაბედის ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთი, შვილებთან და შვილიშვილებთან თუ ისეთ სახელგანთქმულ მეგობრებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ალბერტ აინშტაინი და ემილ ვერჰარნი.
მაასტრიხტი, World Press Photo 2012-ის გამოფენა, Centre Céramique
  რამდენად მძიმე შეიძლება იყოს დედამიწის რომელიმე წერტილში მცხოვრები ადამიანის ხვედრი... რამდენად რთულ პირობებში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ტოტალიტარული ან მასთან მიახლოებული სისტემის ფარგლებში ცხოვრობს... პირველად ზუსტად ეს აზრი გამიჩნდა, როდესაც მაასტრიხტში, Centre Céramique-ში World Press Photo 2012-ის საუკეთესო ფოტოების მცირე გამოფენას ვათვალიერებდი. წლის საუკეთესო ფოტოჟურნალისტური ნამუშევრების გამოფენას ამჯერად მაასტრიხტი მასპინძლობდა, სადაც თავმოყრილი იყო ფოტოები - ჰაიტ