A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

ზურა ჯიშკარიანი - ARTAREA.TV
 
 
 


ზურა ჯიშკარიანი
ზურა ჯიშკარიანი
"სუპრემატიზმი და ვებ-დიზაინი"
"არსებობს ხალხი, რომელიც გვიჩვენებს დაფარულ სამყაროს და ამ სამყაროს რეალობად აქცევს. რჩება მხოლოდ გახსნილი ამოხსნილი რეალობის საიდუმლო და ყველა რეალობა მრავალმხრივი და მრავალფეროვანია” - ამბობდა მალევიჩი. ასეთი ხალხი მათ შორის ვებ დიზაინერებიც არიან.  
საქართველოს სიურეალისტური რესპუბლიკა

    პატარა ვარ, პიანინოს გაკვეთილებზე დავდივარ, ძალიან მომწონს ამ ინსტრუმენტის ხმა, კლავიატურის ფერები და წყობა, სწორი ხაზები,ნოტებისა და რითმის აღმნიშვნელი იეროგლიფები დაფლეთილ წიგნებში..
მგონია, რომ რაღაც საიდუმლოს ვსწავლობ, სამყაროსავით ძველს, ოდესღაც დიდი იმპერიის სტამბებში გამოცემული სახელმძღვანელოების გაყვითლებულ და დახეულ ფურცლებზე - ნოტები საიდუმლო შიფრს გავს, უხმო გზავნილს ხალხისგან რომელიც შენამდე იყო აქ, შენს დაბადებამდე ხედავდა ცას, სუნთქავდა ჰაერს. ნოტებ

ალან ტიურინგი -- 100
    გუშინ, 23 ივნისს, შესრულდა 100 წელი ალან ტიურინგის დაბადებიდან, ეს მოკლე ჩანაწერი მის ხსოვნას ეძღვნება.   თავის წიგნში “ქაოსი და კიბერკულტურა” - “ამერიკის ნომერ პირველი მტერი” [თუ არ ვცდები ნიქსონის განცხადებით], ფსიქოდელური ეპოქის კოგნიტიური ტერორისტი და კიბერ-ფილოსოფოსი ტიმოთი ლირი წერს ასეთ ფრაზას – “ყოველ თაობას ჩემში რაღაც ახალი შემოაქვს. მე მარადიული ღმერთი ვარ, ატომებისა და თესლის მატარებელი, ყოველ თაობაში მე ვბრუნდები აქ ახალი სხეულით, რომელიც ხვდება ახალ სცენაზე ახალი დეკორაციებით.
ჰაკიმ ბეის ონტოლოგიური ანარქიზმი [თარგმანები] - ნაწილი I
 

    ჰაკიმ ბეი ერთდროულად მოლოტოვის კოქტეილი და ჰაშიშის ბოლით გავსებული ჩილიმია, ის ინდურ, ოქროს სამკაულებით მორთულ სპილოზე ამხედრებული ლევ ტროცკია, რომელიც ჰორიზონტის დასაპყრობად მიმართავს ფეხშიშველ სოციალისტებად გადაქცეული ინდოელი მონარქებისა და ქურდბაცაცა მაიმუნების გაერთიანებულ არმიას, ცალ ხელში კი კოსმოსური სატელიტის ნამტვრევები უჭირავს, როგორც პერმანენტული რევოლუციის სიმბოლო. ის უილიამ ბეროუზის იარაღებით აღჭურვილი ველური ბავშვების ხროვაა, რომლებიც ღვთაებრივ ორ

ჰაკიმ ბეის ონტოლოგიური ანარქიზმი [თარგმანები] - ნაწილი II
 

    სპარსეთში მე ვნახე, რომ ლექსები მუსიკის თანხლებით უნდა იკითხო და ლექსები უნდა იმღერო, და არა უბრალოდ, წაიკითხო -- ერთი უბრალო მიზეზის გამო -- ისინი ზემოქმედებას ახდენენ.   სახე-ხატისა და ბგერის სწორი შეხამება აუდიტორიას ძირავს ჰალში (რაღაც საშუალო მდგომარეობა ემოციონალურ\\ესთეტიკურ განწყობასა და ტრანსს ან ზეცნობიერებას შორის), ცრემლებამდე მიჰყავს ან აიძულებს აამღეროს აუდიტორია _ ანუ ეს შეხამება ახდენს ხელოვნებაზე – შესაბამისი ფიზიკური რეაქციის დემონსტრირებას. ჩვენთვის კი კ

"SpacePunk" #2 - ქართული კოსმოსი (part 1)
1999 წლის 23 ივლისს ორბიტაზე გავიდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი -- რეფლექტორი. ეს იყო საქართველოს პირველი დიდი მიღწევა კოსმოსში, თუმცა მას შემდგ პროცესი თითქოს შეფერხდა. გაუქმდა საქართველოს კოსმოსური სააგენტო, არ ჩაშვებულა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ნომერ მეორე კოსმ.ობიექტი. რატომ მოხდა ასე? რა ხდება ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ რისთვის არის საჭირო კოსმოსის ათვისება?    
ἔνθεος
    რამდენიმე თვის წინ ძველი ღმერთებით დავინტერესდი. არ ვიცი რატომ. შემდეგ ძველბერძნული  და რომაული დრამებითა და ავტორებით. შემდეგ ინიციაციის ფსიქოდელური მისტერიებით.  ამის შემდეგ ძველი ცეკვებითა და მუსიკით...
 
ჩვენთვის ნაცნობი მუსიკა,მას შემდეგ რაც მის ჩაწერას ვახერხებთ – მეტნაკლებად დალაგებულია ჟანრებად, მიმდინარეობებად. იცი რომელ ათწლეულში რომელი სინთეზატორის თუ გიტარის ხ
ზეზვა და მზია წითელ პლანეტაზე
     

1. მარსი


ყველა ჩვენთვის ცნობილ ცივილიზაციას თუ ჩვენთვის უცნობ ადამიანს ამ ცივილიზაციის ქალაქებსა თუ საზღვრებზე ახსოვს წითლად მოციმციმე უცხო პლანეტა ღამის ცაზე. მარსი – უძველესი ოცნებაა. მას იცნობდნენ ძველ ეგვიპტეში, აღმერთებდნენ ძველ საბერძნეთში, მარსზე გასამგზავრებელ ექსპედიციებს ამზადებდნენ ამერიკა და საბჭოთა კავშირი, ათასობით სიტყვაა დაწერილი ამ პლანეტაზე “მომავლის აგენტების” მიერ მათ ოქმებ

სხვა ისტორია
  ჩვენი მსოფლიო ისტორია,იმ სახით როგორც მას ვიცნობთ  – “სხვების” განადგურების ისტორიაა. დაწერილი გამარჯვებულების მიერ. გამარჯვებულები კი ყოველთვის "აპრავებენ" საკუთარ სისასტიკეს.  ამ ისტორიაში “ჩვენები” ყოველთვის ყველაზე კეთილშობილები, ყველაზე კარგები გამოდიან. თუ იმდენად კარგები არ არიან, რომ მათ კეთილშობილებას ვუმღეროთ, მაშინ ყურადღებას ვამახვილებთ მათ საქციელებზე და ვამბობთ რომ ის, რაც მათ გააკეთეს აუცილებელი იყო, სხვა შემთხვევაში – ჩვენ არ ვიარსებებდით.   მაგრამ არსებობს სხ
Cv
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში", 2008 წლის შემოდგომის ნომერში Cv 22 წლის. ვნახე 3 ომი და 3 ბანანური რევოლუცია. ვიზრდებოდი 3 ქვეყნის 7 ქალაქის 11 ბინაში (აქედან მხოლოდ ერთი იყო ჩემი). ორჯერ ვკვდებოდი. ვხედავდი როგორ კვდებოდნენ სხვები. სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვყავი, შესვენებაზე წებოს ვსუნთქავდი. არასდროს წამიკითხავს რობინზონ კრუზო, სამაგიეროდ შემიძლია მოვყვე, როგორ ეცემოდა ბომბები მეზობელ კორპუსს.
ვიკტორ პელევინი - “სამყაროს [მირის] კოდი”
 
 
 
თარგმანი: ზურა ჯიშკარიანი
 
ადამიანი ნახევრად ის არის – რაც არის, და ნახევრად – ის, რაც სურს რომ იყოს, თქვა ოსკარ უაილდმა. თუ ეს ასეა, მაშინ 60-70-იანი წლების საბჭოთა ბავშვები ნახევრად კოსმონავტები იყვნენ. მე ეს ზუსტად ვიცი, რამდენადაც 7-8 წლის ასაკში მეც ასეთივე ნახევრადკოსმონავტი ვიყავი. საოცარია, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, მე უკვ
DIY [vol.1: EduPunks]

 

ბევრს პანკ როკი მარტო მუსიკა ჰგონია, ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ პანკ როკი როგორც მუსიკა არაფერია პანკ როკის ფილოსოფიის გარეშე. ეს ფილოსოფია,რომელიც მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში ჩამოყალიბდა – წინა ათწლეულების ანტი და კონტრკულტურების ნაზავით გაკეთებული მოლოტოვის კოქტეილია. პანკში არის დადაიზმის ანტიკულტურა და ესთაბლიშმენტის აბსოლუტური უარყოფა, ბიტნიკური აგრესია ორგანიზებული და მუმიფიცირებული კულტურის მიმართ, ან

მკვდრების დღე (ნაწილი პირველი)
  * * *
ერთხელ ქრისტემ უთხრა ალაჰს: დიდია ირანი და შენ გაქვს მასზე ძალა, მაგრამ ტიფლისში ჩვენ ორივეს გვადიდებენ. და არ ხამს, როცა ორი ღმერთის ქალაქში ამდენ ცოდვას გაუდგია ფესვები.
და უპასუხა ალაჰმა: შევზღუდოთ შაითანი და მივუჩინოთ მას ერთი ადგილი.
ასე შეთანხმდნენ ისინი და შეიქმნა წითელი უბანი.
შემოდგომის იისფერ საღამოს, ყურბან ბაირამის წმინდა დღესასწაულზე, როცა ტიფლისის ქუჩების ბინძურ მდინარეებად გადამქცევი წვიმები ჯერ კიდევ შორს არიან, ხოლო ზაფხული ჯერ კიდევ ცაშია, ყველაზე ცუდი ადამიანები წითელ უბანშ
მკვდრების დღე (ნაწილი მეორე)
  * * *

წითელ უბანში ყურბან ბაირამი სულ სხვანაირად აღინიშნებოდა, ვიდრე მთელ ტიფლისში. თუ მთელი ვაკე ცხოველების ღრიალითა და სისხლით ივსებოდა, ხოლო ავლაბრის რეზიდენციასთან მორჩილი ქრისტიანები ისასა და ალაჰის შერიგებას აღნიშნავდნენ მდუმარე მსვლელობით – წითელ უბანში დამოუკიდებელი ქალბატონი ხალიფის, [ავტონომიური მერის] მხარდაჭერით წარმოუდგენელი მასშტაბების მულტიმედიური შოუ ეწყობოდა. მზის ჩასვლისთანავე ქალაქი ყველა რელიგიისა და მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებისა თუ მითების ჰოლოგრამებით ივსებოდა. ციდან ჩა
არალეგალური კოსმონავტიკის ზოგადი საფუძვლები (ანბანი)
  უზარმაზარი, პოსტ-ინდუსტრიული და პატარა, ანონიმური ქალაქების, ცარიელი ბინების, თვითნაკეთი ლაბორატორიების, გამოუვალი გეტოების და საბჭოური ელექტროფიკაციის ანდერგრაუნდის მკვიდრნო. საცდელი ნარკოტიკების სინთეზატორებო, დამწყებო სტრიპტიზიორო მწერლებო, ფემინისტო გეებო, სამგზის დატაბლეტებულო ლესბოსელებო, სასოწარკვეთილო დიასახლისებო, სასიცოცხლო მნიშვნელობის წვრილმანების ქურდებო, ნორჩო უფულო ქიმიკოსებო, მძინარეთა მეზობლებად გადაცმულო უცხოპლანეტელებო, ყველა ქს
“არაჩვეულებრიობის სპონტანური გამოვლინება სამყაროს პირდაპირ ეთერში” - თქვა მანქანამ
 
ხშირად ვფიქრობ სოფტზე, რომელშიც შევძლებდი მთელი ჩემი ქვეცნობიერის, ცოდნის, ფიზიკური თუ მენტალური ტენდენციების მოთავსებას, იმ მიზნით რომ სოფტმა შემდეგ ჩემს ნაცვლად გააგრძელოს წერა. ასეთი დინამიური სოფტი დროთა განმავლობაში გაუმჯობესდებოდა კიდეც, დაწერდა თუნდაც ამ ტექსტს.. რატომაც არა? რამდენია იმის შანსი, რომ სიტყვათა იმ მარაგიდან რაც მისწავლია ცხოვრებაში, მაინცდამაინც ასეთი ტექსტი ავაწყო ან არ ავაწყო? რამდენია იმის შანსი
მოციმციმე პატრულის, ცისკრის ვარსკვლავის და სხვათა
 
დაახლოებით 4 წლის წინ ჩვენ და მიშა ბახსოლიანი [დაგუგლეთ ეს სახელი და გვარი,დზნ კაი მოთხრობებს გადააწყდებით] პატარა ზღვისპირა ქალაქში ვისვენებდით ერთად, ზაფხული ძალიან მომთენთავი და საამური იყო, მაგრამ უეცრად არვიცი მზის გამო, არვიცი წყლის გამო, რაღაც საოცარი ცვლილება მოხდა ჩვენს ტვინებში.. ჩვენ  "საგნების ჭვრეტა" დავიწყეთ, [ასე დაე
WWDW
დაარეგისტრირეთ თქვენი სიზმრები საიტზე wwdw.org და ორ კვირაში ერთხელ იხილეთ ისინი "სიზმრების დაიჯესტში".    


A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0