A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

ლეო ნაფტა - ARTAREA.TV
 
 
 


ლეო ნაფტა
ლეო ნაფტა
"მე იაპონია"
ალბათ, ამასვე გრძნობდა იქ სადღაც, კავკასიაში, რუსეთის მახლობლად მწოლიარე  პატარა ქვეყნის გემზე შეხიზნული და გაქცეული ის ადამიანი, რომელსაც თავისი ძაღლი გამოეკიდა. არ მოერიდა არც ავტომატების კაკანს და არც საშინელ ხმაურს. ასე მომსდევდა ალბათ ჩემი ჩერიც, მე კი სემს მივყვებოდი.
"პეპ"

 
არსებობს რაღაცები, რასაც ზრდასრული ადამიანი ვეღარ შეიყვარებ, რაც ბავშვობიდან, თითქოს გაუცნობიერებლად დაგყვება და შემდეგ მთელი ცხოვრება, ხან წამიერ კადრებად, ხან დეტალურად, ხანაც კი ცხადად, თითქოს დღეს ხდებაო - გაგიელვებს თავში და ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ ბავშვი ხარ, ბავშვი, რომელსაც გაზრდას აძალებენ, მაგრამ უფროსების ჯინაზე აღარ იზრდება. დროებით ინაცვლებ რომელიღაც ფილმში და თავად არქმევ სახელებს ყველაფერს, სათაურებსაც შენ ირჩევ და ემოციებსაც ისე გამოხატავ, რომ არაფრის გრცხვენია - ტირი, იცინი, ბრაზო

დაგვიანებული წერილი იაპონიას

    ეს ტექსტი, შეიძლება ითქვას, ლეო ნაფტას “მე იაპონიას” დაგვიანებული პასუხივითაა, რომლის სათაურმაც რატომღაც კალატოზოვის ფილმის სახელწოდება გამახსენა - “მე კუბა”; სათაურმა, სადაც ორ სიტყვას შორის ყველანაირი პოზიტიური მნიშვნელობა თუ ცნება შეიძლება ვიგულისხმოთ - “მე იაპონია” - სიყვარული, იგივეობა, მონატრება...
მახსოვს, იაპონიის მიწისძვრამდე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, expedia.com-ზე ტოკიოს ბილეთების ფასებს ვდარაჯობდი, ციფრების ქაუნთდაუნთან ერთად, თვალწინ მიტრიალე

Erin Belieu
 

   
ძრავა - რომელიც სხეულებს მართავდა, ძველი პოეტების გაგებით სწორედ სული იყო, მაშინ ღმერთებიც სხვანაირები იყვნენ - უფრო მიმტევებლები, უფრო მოსიყვარულეები, ალბათ უფრო ახალგაზრდებიც. მაგრამ - ,,ალბათ ღმერთებიც დაბერდნენ, ადამიანმა თვითონ უნდა ააწყოს საკუთარი სული, ძრავა შეაკეთოს და იცხოვროს ისე, თითქოს ძველ ოლიმპოზე ძველებური ღმერთები და ახალ მანქანებზე ახლებური რობოტები - არც არასდროს არსებულან” - ეს სიტყვები 47 წლის ამერიკელ პოეტს, ფემინისტს და უბრალოდ პანკ პროფესორს, ერინ ბელუს ეკუთვნი

ჩემი თეთრი სახლი
 

 

 

1.


ჩემი კორპუსის წინ ჩემ კორპუსზე მახინჯი და თეთრი ფერის შენობა დგას. გარედან ისე შეუღებავთ თავის დროზე, რომ ყველა გამვლელს ასე ეფიქრა: ამ შენობაში მცხოვრები ადამიანები ბედნიერები და არანამუსგარეცხილები არიანო - ერთნაირად ბედნიერები, ერთნაირად ულხინთ და ერთნაირად განიცდიან, სიყვარულიც კი ერთნაირი იციან და სექსის დროსაც ზუსტად ერთნაირ პოზებში ჟიმავენ ერთმანეთსო. არ ვიცი, რატომ ააშენა და დააპროექტა ვიღაც ტვინნაღრძობმა ეს

"იმპოტენტი ჯორჯი და ფრიგიდული თაინა” - ქართული "დადა” ბატაის სცენასთან
    ,,ძირს ესთეტიზმი!”- თაინა მოქმედება პირველი.   ***   პიესა, რომელიც არასდროს არსად არ დაიდგმება. ან დაიდგმება, ოღონდ ჩუმად - სადმე სარდაფში, ტოქსიკური ნივთიერებებით შეწამლულ ძველისძველ ნანგრევებში ან პახმელიის სუნით გაჟღენთილ ნამძინარევ ოთახში. პიესა, რომელსაც მხოლოდ 5 მოქმედი გმირი ჰყავს - აქედან ერთი მაყურებელია, მეორე ბებერი სტრიპტიზიორი ქალი, მესამე სარტრის სული და დანარჩენი ორი იმპოტენტი ჯორჯი და ფრიგიდული თაინაა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს უკანასკნელი ორი
სკოლა
 

    დღეს ვიმგზავრე გაგრილებული სამარშუტო ტაქსით და მართლა სიგრილე იყო იქ - ისეთი სიგრილე, გულს რომ გიმძიმებს, ვოცნებობდი: სასწრაფოდ დავეშვათ იქ, სადაც მივდივართ. მაგრამ არ აპირებდა ეს ,,მარშუტკა” მარშუტის შეცვლას.   სადღაც გააჩერა და ვიღაც მომიჯდა გვერდით.  

ელუარის ბარი
  ,,ისეთი სინათლეა, წაქცევა შეიძლება გამიშვი ხელი, დედა” უ. ბლეიკი     სამი წლის წინ, ბათუმის ბულვართან ახლოს, ზღვის პირას პატარა ბუნგალო აღმოვაჩინე. თითქოს ყველასგან გარიყული, მიტოვებული და ჩამოსანგრევად გამზადებული, ძალიან ჩუმად და უხმაუროდ იდგა. იქიდან არც თურქული თუ ქართული ამაზრზენი ჰანგები ისმოდა და არც არავინ ხმაურობდა.   სულზე მისწრება იყო ჩემთვის. როცა ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა, პლაჟზე ფეხის დასადგამი არ არის
პეპლების სასაფლაო
  შენ დატოვე სასაფლაოები და მაშინ, როცა სისველის გარდა, სიკვდილის შიში დამეწყო - დაბრუნდი. რომელი სიკვდილია სწორი? ან მართალი? ან როგორი შეიძლება იყოს დახეთქება სინათლის შუქით დაბრმავებულის? ყველაფერი შეიძლება და ჩემი სიკვდილიც ნამდვილი იყო - როცა ყოველ დღე საკუთარი ფეხებით ვთელავ მომაკვდავ პეპლებს და უკვე მკვდარ კოღოებს -   მაწუხებენ მკვდრები. ძილის დროს, რომელსაც ძილი არ ქვია და ყოველი გათენება ნაწვიმარი მზის შუქივით მადგას თავზე. სიბერის შიშის დროს, რომელსაც სიბერე არ ქვია.
"მეთორმეტე სექტორი" #3
სანდრო ნავერიანის და ლეო ნაფტას სტუმარია არჩილ არველაძე.    
ქვეყანა - ევთანეზია
                                                                                                     ფოტო: ნატა სოფრომაძე   თითქოს სავსეა ირგვლივ ყველაფერი. ჰაერიც ისე აღარ არის დამძიმებული, რომ სუნთქვა გიჭირდეს. ალბათ ძალიან მალე  ხეებსაც გაძვრებათ შემოდგომის უკანასკნელი ფოთლები. ამ სითბოს, რომელიც სასიამოვნოდ გვივლის სხეულში, სიცივე შეცვლის. ამ წელს სხვა წელი ჩაენაცვლება, საათის ისრებს და წამებს მიყუდებული, მაჩანჩალა სხეულები ისევ გაიღვიძებენ, ისაუ
მუსიკის ბინძური კლასიკოსი
  სისხლის გადასხმა ყველაზე ეფექტური გზაა საკუთარი სხეულიდან თავის დაღწევის - ტკივილებისგან და შიზოფრენიისგან გათავისუფლების - ალბათ, ეს ერთგვარად ფიზიკური აქტია, რომელიც იმ პოეზიის განუყოფელი ნაწილი იყო, ბრიტანელი პიტ დოჰერტი 11 წლის ასაკიდან აქტიურად რომ ისხამდა, როცა მას პირველად მკაცრმა და სამაგალითო მეოჯახე, კათოლიკე მამამ, პიტერ ჯონ დოჰერტიმ, გიტარა აჩუქა.
Happy dreamer
  ერთადერთ მეცნიერებას ვცნობ - საძილე აბების და ფსიქოდელიური ფხვნილების მეცნიერებას. სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე დახურულ ლაბორატორიაში და ძილის წამლების, ფსიქოტროპული ნაერთების და მცენარეების უამრავ სახეობას დავამზადებდი.
"მეთორმეტე სექტორი" #1
სანდრო ნავერიანის და ლეო ნაფტას სტუმარია საქართველოს 17 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი.    
საბჭოთა ბიუსტის მზერიდან
    *** 30 წლის წინ, ჩემ დაბადებამდე 2 წლით ადრე ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი გარდაცვლილა - მბრძანებელი სრულიად საბჭოთა ხალხისა და ქვეყნისა, მუშათა და გლეხთა, გლახაკთა და უპოვართა (რომლებიც მაშინ თურმე არ არსებობდნენ, მაგრამ იყოს ასე - როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა, უფრო მაღალფარდოვანია - ,,გლახაკთა და უპოვართა”).
 
ბავშვი

    დაანონსებული მიწისძვრების და აპოკალიფსების მშვიდად და წყნარად (შეიძლება ითქვას არაფხიზლად) გადაგორების შემდეგ როცა პირველად გამოვფხიზლდი და ორგანიზმი ჯერ კიდევ ძალიან დაღლილი იყო, ვერც ორდღიანმა გადაბმულმა ძილმა უშველა და ვერც მინერალურმა წყლებმა - ფანჯრები გავაღე და ყინვამ სახე ამიწვა - ვიფიქრე, ამ ოთახს დედაჩემი უჩემოდ გაანიავებს როცა სახლიდან გავალ-მეთქი.
უმანკოების მუზეუმი
    სანამ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ე.წ. პარლამენტში ბუსუსებიანი პრეზერვატივების ავკარგიანობაზე, აზარტული თამაშების აკრძალვებზე, ჩოხებზე და ჩიხტიკოპებზე მსჯელობენ, სანამ ანაფორიანი ყაჩაღები და მათი ფონდების ბიზნესტვინა ხელმძღვანელები ახალ ,,საქველმოქმედო“ აქციებზე ფიქრით იკლავენ თავს, სანამ ფილოსოფიის ლექტორი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი ერთმანეთს პირდაპირ დიდი ქართველის, ერის სურლიერი მამისა და ლიბერალ - წმინდანის, ილია მართლის ცოდნის ტაძარში ერთმანეთს თავ-პირს


A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0