გიორგი ნებიერიძე
გიორგი ნებიერიძე
MORRISSEY LIVE IN ISTANBUL
    შთაბეჭდილებები   უიმედოდ ვიყავი, ვიცოდი ვერ შევიპარებოდი და თვალსაც ვერ მოვკრავდი. ბილეთები კარგა ხნის გაყიდული იყო, მაგრამ ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი, რომ მე და მოზი ერთ დღეს, ერთ ქალაქში როგორმე არ შევხვედროდით ერთმანეთს.   სტამბულის მე-19 ჯაზ ფესტივალის კულმინაციური დახურვაა, ამფითეატრი ჩემი სასტუმროდან რამდენიმე ნაბიჯზეა, სადაც საუნდჩეკი უკვე დამთავრებულია, ბევრი გამჭირვალე სათვალიანი და არამეინსთრიმ მაისურიანი ახალგაზრდა თუ ხანში შესული ადამიანია