A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

გიორგი კეკელიძე - ARTAREA.TV
 
 
 


გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე
"ლიტარეა" #2 - ანა კორძაია-სამადაშვილი
გიორგი კეკელიძე განაგრძობს პრემია "საბას" ლაურეატებთან საუბარს. ამჯერად "ლიტარეას" სტუმარია ანა კორძაია-სამადაშვილი.     
"ლიტარეა" #3 - დათო ტურაშვილი
გიორგი კეკელიძე და დათო ტურაშვილი საუბრობენ ეროვნულ სტადიონზე ფეხბურთის, როგორც კულტურული მოვლენის, გარშემო.   "ლიტარეა" #3-ის გადაღებას, არტარეას მოწვევით, შოთა და არჩილ არველაძეებიც ესწრებოდნენ.   დათო ტურაშვილი >> "საბა" ელექტრონული წიგნების სახლი    
"ლიტარეა" #4 - ბესიკ ხარანაული
გიორგი კეკელიძე მწერალ ბესიკ ხარანაულს ეწვია სტუმრად.   

საუბარი სოფელი სხლოვანში, ვაჟა ფშაველას დედის ნასახლარზე ჩაიწერა.

 

 
"ლიტარეა" #6 - შოთა იათაშვილი
შოთა იათაშვილი და მაია სარიშვილი გიორგი კეკელიძის ვიდეობლოგში "ლიტარეა". დიალოგი არაკლასიკური სახით - ო.ჰენრის მოთხრობების სათაურისა და ამონარიდების მიხედვით.  
"ლიტარეა" #7 - ლევან ბრეგაძე
"ვეფხისტყაოსნის" საბჭოთა იუბილეს მასალები: ჟურნალ "ნიანგის" კარიკატურები, საჭადრაკო ამოცანები, საფოსტო მარკები და სხვა ნიმუშები, რასაც პირველად ნახავთ ვიდეობლოგში "ლიტარეა". 
 
გიორგი კეკელიძის სტუმარია ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი, ლიტერატურული პრემია "საბას" სამგზის გამარჯვებული ლევან ბრეგაძე. 
  ლევან ბრეგაძე >>> "საბა" ელექტრონული წიგნების სახლი  
 
 
"ლიტარეა" #8
საინტერესო დეტალები ქართველი მწერლისა და მთარგმნელის ივანე მაჩაბლის ცხოვრებიდან.    
კაცი ცხვირზე ლურჯი ძარღვით (ციკლიდან - ,,გურული დღიურები’’)
  ისეთი დღეა, რომანის წერას დაიწყებდა ადამიანი. ნოემბრის 18 - ღრუბლიანი და ცივი - ღამეგამოყოლილი. რომ არ თენდება და იცი, არც გათენდება. სამი წლის წინ ერთმა მოხუცმა, რომელიც სურებში ცხოვრობდა და ალბათ პოეზია უყვარდა, ახლა რომ ამინდია, ამდაგვრაზე ასეთი რამ მითხრა: ,,ცა ჰგავს ნაომარ ავადმყოფს, ღრუბელი მარლას და მზე კიდევ შიგნიდან შემხმარი სისხლივით აჩნია. სუნი სპირტის და იოდის დგას''. ეგ კი არა და ეს ინტერნეტიც ვითომ მოგბეზრდა. ტელევიზორი არ გაქვს. რომანის წერა კიდევ ლექსის საერთოდ არ ჰგავს, ბევრი დრო უნდა ფი
''ლიტარეა" #9 - ზურაბ კიკნაძე
გიორგი კეკელიძის სტუმარია ქართველი ფოლკლორისტი და ისტორიკოსი ზურაბ კიკნაძე.     
როკვა # 1
 
 
მზე ამოვიდა. რადგან ღამე იდგა ირიბი -
მზემ დასავლეთის ღრუბლებიდან ამოაბიჯა
და ჩახუთული, უბოლოო სიზმრის გვირაბი
ამოვიფერთხეთ მოგონების სველ გვირაბიდან.
სექსი და სიყვარული გურიაში (ციკლიდან ,,გურული დღიურები’’)

  დეკემბრის თხუთმეaტია. დილა ეთქმის. თოვს.   არ ვიცი, რატომ - ალბათ ჩემი ღრმა და არმოსატანი კომპლექსების ბრალია - სულ მიკვირდა (აქ შეიძლება ეწეროს - არ მიყვარდა) ადამიანების, ვინც დილით ჩაის და კარაქიან პურს მიირთმევდა. სად შემიძლია მე ეგეთი სიმშვიდე, რაც ამ პროცესს ახლავს - მიუწვდომელი საქმეა. ალბათ ახლაც უსაუზმოდ უნდა გადავატარო. არასამუშაო დღეა, ვითარცა უხმობენ - უიქენდი. უიქენდი და ვაი ქენდი შენ - ბებიაჩემი ჩასახლდა ჩემში და მალევე ამოსახლდა - წერა უნდა დავიწყო.  

როკვა # 2

  (ღალატი)

კუს.

როცა დავბრუნდი, დღეს დამფრთხალი ეცვა ხალათი -
უსულო ნისლი, ჭიქა წვიმა და დიდი ოდა.
და პირში მედგა მოტკბო გემო უცხო ღალატის,
და სხვისი სუნი ალაგ-ალაგ ისევ მეწვოდა,
და შემოვედი, დავიფერთხე უცნობი მიწა
და იმ ოთახში, ვუმზადებდით რომელსაც შვილებს
კვლავაც ისეთი ულმობელი სიჩუმე იწვა -
ყური მეტკინა სიჩუმისგან და დავიყვირე.
"ლიტარეა" #10 - საახალწლო ლიტერატურა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები წარმოგვიდგენენ წიგნებს, რომლებიც დაკავშირებულია ახალ წელთან.    
"ლიტარეა" #11 - გივი ალხაზიშვილი
გიორგი კეკელიძის სტუმარია "საბას" გამარჯვებული და არაერთი სხვა პრემიის ლაურეატი, გივი ალხაზიშვილი, რომელიც საუბრობს არა მხოლოდ პოეზიაზე, არამედ სხვა ჟანრებზეც, რომელშიც მას უცდია კალამი. საუბარი ასევე გაიმართა ქართული ლიტერატურული ცხოვრების წარსულსა და აწმყოზე.
 
"ლიტარეას" მასპინძლობს ახლად გახსნილი ლიტერატურული კაფე "წიგნის სახლი ბახტრიონზე".
 
 
კუს. სიყვარულის თოკი სტამბოლიდან

  ვზივარ. მოწმეა მოგზაურთა შემწე ალაჰი,
რომ ისევ ვზივარ, უმიზეზო მაწუხებს სიცხე,
თოვლი ნათხოვარ კაბასავით აცვია ქალაქს,
ქარი უწეწავს და ქალაქი ხანდახან ირცხვენს.
სადამდე წვდება სიყვარული დაწნული თოკი,
უფრთხის თუ არა მთებს და ხევებს, ზღვათა მანძილებს -
გწერ, გეკითხები, მოგზაურთა მოშურნე დრო კი,
ამაოდ ცდილობს სხვა ძაფები ქსოვოს საძილედ.
"ლიტარეა" #12 - ქართული რეკლამის ისტორია
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების ექსკურსია ქართული რეკლამის ისტორიაში - მე-19 საუკუნის ჟურნალ-გაზეთებიდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე.  
Ambiente
DISPICTURES.
Film:'AMBIENTE'
Poems:Giorgi Kekelidze.
Dir:Ana Sanaia.
Music:vincent volt.
ART drector:Ana Partsvania.
Actresses:Ana Charkviani,Natia Kevlishvili,Ana Rethviashvili,Veko Buchukuri,Ana Sanaia,Ana Partsvania,Liko Tavshavadze,Tiko Yirimlishvili,Nini Simonishvili.  
Game over ანუ დენდიანობა უშუქობის ჟამს


  გადმოყვანილი დენი გამაძლიერებელით. მეზობლის სახლში ოდნავ მბჟუტავი ნათურა ინთებოდა, მწიფე კარალიოკს უფრო გავდა, ვიდრე საკუთარ თავს. იქ გადასვლა მთელი რიტუალი იყო. გზა - ვირტუალური გეგმების მოსაფიქრებლად. მერე რიგი და დაჯდომა.   გამოგიტყდებით, ტექსტით თერაპიას ძნელად ვახერხებ. ერთადერთი, რაც მშველის ხოლმე, ერთი შეხედვით გაცვეთილი ფრაზაა - ,,არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ'' და არა იმიტომ, რომ ძველი სიბრძნეა, გალების და ა.შ. - არამედ ერთხელ, ,,კონტრას’’ ერთ-ერთი ტურისას ,,მომკლეს’’

9 აპრილის ჩემეული საქმე
  9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელევიზორისგან ზურგით. ათში ჩემი დაბადების დღეა. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა.   
გვიან დავფიქრდი - როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი - ზურგით თუ პირდაპირ. ამაზე სხვა დროს. ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ - გარეთ მზიანი ამინდი იდგა. გაზაფხულის ამინდი. პატარა ვიყავი. საბავშვო ბაღს ვამთავრდები. იქ ერთი გოგო მიყვარდა - მგონი მთელ ჯგუფს - ქრი


A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0