A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

შოთას სხვენი - ARTAREA.TV
 
 
 


შოთას სხვენი
შოთას სხვენი
კეთილი იყოს შენი მობრძანება შოთას სხვენზე
      პირველი ბლოგი გაცნობითი ხასიათისა უნდა იყოს, ამიტომ ორიოდ სიტყვას ვიტყვი. არა, ჩემზე არა – მხოლოდ ბლოგზე, რადგან მგონია, რომ თუკი ვინმეს (მით უმეტეს საკუთარი თავის) აღწერა ორიოდ სიტყვაში შეგიძლია ან შენ ხარ ჩეხოვი, ან ვისაც აღწერ ისაა ფარჩაკი. მე ჩეხოვი არ ვარ, მაგრამ თავსაც არ გავიფარჩაკებ.   მიხვდებოდი, ჩემებრ ლამაზი თვალების, ბასრი გონების და მოქნილი ენის მქონე ახოვანი მამაკაცი „შოთას სხვენს“ ტყუილად არ დაარქმევდა საკუთარ ბლოგს. არ შემცდარხარ.   სხვენი არის ადგილი, სადაც ათ
ჰოლოგრამა: ტყუილი რომელშიც უნდა ვიცხოვროთ
 

  ადამიანს ორი თვალი ყოველთვის ეცოტავებოდა. ამ დანაკლისის განცდა ის იშვიათი ემოციური კონსენსუნსია, რომელსაც რელიგიური და მეცნიერული ქურუმები აღწევენ. ცალსახაა, ჩვენ გვინდა გრძნობის ორგანო (რა მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიური თუ ტექნოლოგიური), პირობითად, მესამე თვალი, რომელიც ხილული სამყაროს მიღმა, ან ხილული სამყაროს უსიერ სიღრმეს გვაჭვრეტინებდა.     სწორედ ცნობისმოყვარეობა, „არა სიცოცხლის, არა სიკვდილის, არამედ რაღაც სხვის“ შეცნობის სურვილია კაცობრიობის ათვლის წერტილი და მი

ჩემი წიგნი
  სულ მეცინება იმ ადამიანებზე, წიგნთან ურთიერთობის რომანტიზაციას რომ ცდილობენ. რომ აღწერენ უცნაურ მეტამორფოზებს: სპეციფიკური არომატის, უფრო სწორად, მტვრის შეყნოსვით მოგვრილ თრობას; ნაზ, ხაოიან ფაქტურაზე ხელის გადავლებით მიღებულ სიამოვნებას. მგონია, წიგნს იმიტომ კითხულობენ, რომ ფული არ ჰყოფნით კოკაინის ასაღებად ან ბორდელში წასასვლელად.   ჩემს შემთხვევაში სხვაგვარადაა – აქეთ მე ვარ, იქით მხატვრული ტექსტი. წიგნი კი საუკეთესო შემთხვევაში უბრალო მედიუმია, ხოლო უარეს შემთხვევაში – აბეზარი თანამგზავრი
პოეზიით მორჩენილი ბუასილი

  დარწმუნებული ვარ - საბეჭდი აპარატის, მედიის, ინტერნეტის გამოგონების შემდეგ, მკაფიო სოციალური ფუნქციის გარეშე დარჩენილი პოეზია რეკლამამ გახედნა და მოათვინიერა. დღეს რეკლამა არის პოეზიის მთავარი, ყველაზე რეიტინგული და მომგებიანი სარბიელი. რა თქმა უნდა, რჩება ძველი პოეზიაც - პოეზია, როგორც ლიტერატურული ტრადიცია, მაგრამ ეს მხოლოდ უცნაური გოგონებისთვის და იმ ბიჭუნებისთვის, რომლებსაც უცნაურ გოგონებზე მეტად, გათლილი კარტოფილისმაგვარი მთვარე აუშლის ხოლმე ხვაშიადს.   მიუხედავად პოეზიის, ერთ

შიში და სიძულვილი ლას ვეგასში: ველური რბოლა ამერიკული ოცნების შუაგულისკენ
 

         @ შოთას სხვენი   გადავწყვიტე ქართულენოვანი მკითხველისთვის გამეცნო ამერიკის სასიქადულო მწერალი, გონზო-ჟურნალისტიკის იაკობგოგებაშვილი ჰანტერ ს. ტომპსონი. ამ რომანს საქართველოში ძირითადად ტერი გილიამის მიერ გადაღებული ეკრანიზაციით იცნობენ, რომელშიც ჯონი დეპი ასრულებს პროტაგონისტის, ანუ თავად ჰანტერის როლს.   რომანს ვთარგმნი ექსკლუზიურად არტარეასთვის და პრინციპულად არ ვაძლევ არც ერთ გამომცემლობას. ასე რომ, ძვირფასო სამ

დედა, ენა!
    ჰაიდეგერი ამბობდა, რომ ენა ყოფიერების სახლია. თუმცა, მისი რწმენით, ენა გაცვეთილია სიტყვების ხშირი ხმარების გამო და იგი არ გამოგვადგება ყოფის (Sein) სიღრმისეული შესწავლისთვის. მაგალითისთვის, Sein – თვით სიტყვა „ყოფა“– იმდენი  მნიშვნელობითაა გაჯერებული, რომ იმის აზრზეც ვერ მოხვალ, ამ სიტყვის ხსენებისას რაზე საუბრობ.   ფრივოლური განმარტების უფლებას მივცემ თავს და ვიტყვი, რომ სიტყვები შენი აზრის ტანისამოსია. თუ შენ გევასება შენი ბოტასი და ამ ბოტასს იცვამ ხშირად, ყველა სიტუაციაში – ერთ დღეს
რა ვუყოთ ამდენ ნაგავს
  (თანამოსასმენი)
ცხოვრების დაულაგებელი რეჟიმის, უწყვეტი უაზრო თავყრილობებისა და სიზარმაცის გამო, ჩემი სახლი ერთ დიდ ნაგვის ურნას დაემსგავსა. ოღონდ ისეთს არა, დემოკრატიულ ქვეყნებში რომ უდგათ, სამნახვრეტიანი - ერთში პლასტიკს რომ ყრი, მეორეში მეტალს, მესამეში საჭმლის ნარჩენებს, რათა მერე ეს ყველაფერი გადამუშავდეს, გადასაყრელი გადაიყაროს, სასარგებლო კი ავითვისოთ... ჩემი სახლი მამაპაპური, საბჭოთა ურნაა, სადაც ყველაფერი ერთმანეთში აზელილა და რომც გადაყარო, სიმყრალე მაინც დარჩება, და


A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0