ერეკლე დეისაძე
ერეკლე დეისაძე
,,წინსაფრის ჯიბეში, ასანთის ღერებით...’’

    სარა ქირში ქუთაისში აღმოვაჩინე, გერმანულ ბიბლიოთეკაში. თეთრყდიანი გამოცემა იყო, გარეკანს ავტორის ფოტო ამშვენებდა. სათაური კი ასე ჟღერდა (Bodenlos: Gedichte). წიგნს არ მატანდნენ, უნდა გაწევრიანდე, ისე არ შეიძლებაო. ბოლოს შევთანხმდით, რომ პირადობას დავუტოვებდი და გამომატანეს.   ჩემი მოკლე ჭკუით ნებისმიერ ტექსტს, შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევა უნდა. არსებობს ტექსტები, რომელიც ყველაზე კარგად მეტროში იკითხება. არსებობს ისეთი ტექსტებიც, რომლებსაც მხოლოდ ძილის წინ უნდა გადახედო, რათა უფრო მალე და

ედუარდო პალომო – ჩემი ბავშობის ვირტუალური მეგობარი
   
ბავშვობაში სერიოზულად მქონდა ეჭვი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ტელევიზორიდან ადამიანები გადმოვიდოდნენ და ჩვენი რეალობის ტრანსფორმირებას მოახდენდნენ. ეს დიდ სიხარულს მგვრიდა. ძილის წინ წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემი სახლის მისაღებში როგორ იჯდა ტელევიზორიდან გადმოსული ჟან კლოდ ვანდამი და ედუარდო პალომო. ვინც ედუარდო პალომოს შესახებ არ იცით, გეტყვით, რომ ის მსახიობია. ღრმა ბავშვობაში ტელენოველა გადიოდა, სახელწოდებით ,,ველური გული’’ რომელსაც დიდი მონდომებით ვუყურე
თანამედროვე ქართველი მწერლები (პროფესიონალური რჩევა დამწყები კალმოსნებისთვის)
 

  ენდი უორჰოლისგან განსხვავებით სარკე ძალიან მიყვარს. მაგრამ ჩემი სარკე იმდენად ვიწროა, რომ დისნეის პერსონაჟივით მხოლოდ თვალები მიჩანს. 2 დღის წინ სოფლიდან 15 წლის ნათესავი ბიჭი ჩამომივიდა სტუმრად, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამომიტყდა, რომ მწერლობაზე ოცნებობს. ის ახლა ჩემს გვერდით დგას და ცდილობს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია დამტყუოს და გადადგას ისეთი მკვეთრი ნაბიჯი, რომლის შედეგსაც სხვები ნახევარი ცხოვრების მანძილზეც ვერ აღწევენ. სარკეში ვიყურები და ვცდილობ ყველა

მეოთხე თბილისი (ფიქრები შაურმის რიგში)
  წელიწადში თორმეტი თვეა. რაც იმას ნიშნავს რომ ყოველწლიურად თბილისი თორმეტჯერ იცვლის სახეს. ამ ქალაქში შემთხვევით არაფერი ხდება. არც ის გახლავთ შემთხვევითობა, რომ თბილისი და ივლისი ერთმანეთს კარგად ერითმება. ჩემი ნება რომ იყოს თბილისს, პოეზიის მექად გამოვაცხადებდი, ერთმილიონიან ქალაქში თითო მოსახლეზე თითო პოეტი მოდის. თუმცა აქვე ისიც საგულისხმოა, რომ არსებობს სამი სახის პოეზია კარგი, ცუდი და საშუალო, თბილისი რაღაც მეოთხეა.    
ტოლსტოიმ რა დააშავა?!

                                                                                                                          ოთხი წლის წინ, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ძალიან მალე ომი დაიწყებოდა. მახსოვს, ზაფხულის სიცხეს ქუთაისთან ახლოს, სოფელში ვემალებოდი, მერე ომი დაიწყო... რვა აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში მეძინა. წინა დღეების ღამენათევი არავის გავუღვიძებივარ.  გაღვიძებისთანავე კი მეგონა, რომ ომ

ქართული მე(ნ)ტალი
    ქართული მეტალი ბოლო საუკუნეების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კულტურაში. მის წარმომავლობაზე მუსიკის კრიტიკოსები ძალიან ბევრს დავობენ, უამრავი მოსაზრების მუხედავად, ჩემი სუბიექტური აზრით, ქართული მეტალის ფესვებს ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, კერძოდ კენტავრებთან მივყავართ. არსებობს ასეთი თქმულება: ობლად დარჩენილი კენტავრი, ტყეში სეირნობისას, სიბრძნის წყაროს მიადგა, წყარო მუხის ფესვებიდან მოედინებოდა, ხოლო ხის სიგრძე წარმოუდგენლად მაღალი იყო, ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ კენწერო ღრუბლებს წვდებოდაო
ერთი დღე ბათუმის ლიტერატურულ კაფეში
 
,,ორი ამბავი მაქვს ერთი ცუდი, ერთი კარგი’’
დათო ტურაშვილი
 
1.
გაგიკვირდებათ და..
ბათუმის ლიტერატურულ კაფეში ხინკალს ვერ ნახავთ. სამაგიეროდ ნახავთ ზღვიდან ახლადამოსულ ნახევრადგაზაგრულ ვიზიტორებს, თეთრი  ფლოსტებითა და გამჭვირვალე მაისურებით. ასევე ნაკლებადცნობილ ადგილობრივ პოეტს და დაბოლილ ნინო ქათამაძეს, რომელიც თავისი შემოქმედებისგან განსხვავებით თავს ყოველთვის მხიარულად გრძნობს. ბათუმის ლიტერატუ
ფუსი რაიოთ ფორევერ!

                                                                      Emil Kozak : emilkozak.com/studio/free-pussy-riot   არც ისე დიდი ხნის წინათ, როდესაც იაპონიის ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, შოკირებულთა რიგებში, რა თქმა უნდა, ნებით თუ უნებლიეთ  ქართველებიც აღმოჩდნენ. ერთი შეხედვით, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ განსაკუთრებულობის მთავარი მიზეზი სხვა რამეა, კერძოდ ის ადამიანები, რომლებისთვისაც იაპონია მხოლოდ მანქანების მწარმოებელ ფირმებთან (მიცუბიშ

ცუდი სუნი
 
არჩევნების მოახლოება ყველაზე მეტად აშიშვლებს ადამიანს. ამ დროს კრიზისი იმატებს. მღელვარება ბუნებრივი მდგომარეობის ნაწილი ხდება. მეგობრები ხვდებიან ერთმანეთს, შეყვარებულები სეირნობენ ქუჩებში, ბილბორდებიდან კი გაღიმებული კანდიდატები დაგვცქერიან. ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულებრივადაა, მაგრამ ქუჩებში მაინც განავლის სუნი დგას. ეს სურნელი, საარჩევნო ბილბორდებიდან მოდის და პირადად მე ძალიან ცუდ გემოს მიტოვებს. ადამიანი ყოველდღიური რიტმიდან მოულოდნელად წყდება და პარარელულრ რეალობაში გადადი
აღმწერი
  ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, მაგრამ ერთი მოსმენით შეყვარება ხშირად ყოფილა, შორს რომ არ წავიდე, ამის დასტურად რეზო ღლონტის მუსიკაც გამოდგება. რეზო ბათუმში გავიცანი, მისი მუსიკა თბილისში, მაგრამ მოსმენის დროს ისევ ბათუმში აღმოვჩნდი. ამ ტრეკებს ზღვასთან ავტორზე მეტი საერთ აქვს. გარდა ამისა განწყობის რეცეპტორიც არა ერთხელ ყოფილა. 
უძღები შვილის დღიური
  თეატრალურ უნივერსიტეტში ოთხი წლის წინ ჩავაბარე. წესით ამ ზაფხულს უნდა დამემთავრებინა, მაგრამ ორი საგანი დამრჩა, რის გამოც დამატებითი სემესტრის გავლა მომავალ წელს მიწევს. ამ ხნის განმავლობაში უფასოდ ვსწავლობდი, რადგან ჩემმა თემამ, რომელიც შიდა გამოცდების დროს დავწერე, მოწონება დაიმსახურა და გადაწყვიტეს ჩემი სწავლის გადასახადი კულტურის სამინისტროს დაეფარა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საგამოცდო თემა ნამდვილი იდიოტობა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს.
შეცდომების გასწორება - წერილი ჯონ მაუსს
    პირველად შენი მუსიკა ბესიკ კაპჭელაშვილმა მომასმენინა. სიმღერას Believer ერქვა და მისამღერში განწირული ხმით ამბობდი: „They call me the believer!’’      მოგვიანებით შენთან გადაღებული ფოტო მაჩვენა: შენს მოსასმენად სტამბულში ჩამოვიდა და ფოტოს გადაღებაც მოახერხა. ძალიან შემშურდა. არა მარტო ბესკასი, ყველა იმ ადამიანის რომლებსაც საშუალება ეძლევათ სცენიდან ცოცხლად გაიზიარონ შენი ენერგია. ყველა შენი ლაივი მშობიარობას ჰგავს. მშობიარობის შემდეგ კი ისევ ახალი ენერგია იბადება, რომელიც სექსუალური უმცირესობების უ
ჩვენები
 
(აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქვემოთ მოყვანილ ტექსტში, საუბარი მაქვს ჟურნალისტებზე რომლებსაც ტელეეკრანებიდან ვიცნობთ )   ქართველი ჟურნალისტები პირადად ჩემთვის დაკარგულ ტერიტორიებზე მტკივნეული თემაა. აქ არ გამოგვადგება ,,ყველა ეგეთი არაას’’ პრინციპი. რადგან ამ პრინციპზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ის პრობლემებია, რომელზედაც არაერთხელ დაწერილა და თქმულა. მაგრამ კულტურული დისკუსიის ფარგლებში. რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ დისკუსიის მომხრე არ ვარ, უბრალოდ პოლიტკორექტულობა ზოგჯე
კაცი, რომელსაც ლიტერატურაც ძლიერ უყვარდა
  სკოლის დამთავრებას რა უნდოდა, ისეთი დრო იყო, ყველა ყველას იცნობდა და ხათრითაც ლუბოი დაგიწერდა ნიშანს... უკეთეს შემთხვევაში სამსახურსაც გიჩალიჩებდნენ და სადმე მაინც შეძვრებოდი, რო ყოველდღიურად სიგარეტის და ლუდის ფული გქონოდა. ციხე კიდე მაგარი მურტალი რამეა, მტერს არ ვუსურვებ იქ მოხვედრას, ერთი მხრივ მე იმაში მაინც გამომადგა რო ცხოვრებაში წიგნის წამკითხავი მე არ ვიყავი და იქ ერთი პროფესორი გავიცანი, რომელიც ყალბი დიპლომის გაცემის გამო იხდიდა სასჯელს და იმასთან დავმეგობრდი და სულ კითხულობდა, მეთქი მოც
ნაფტალინის სუნი
 
გადაჭედილ ავტობუსში,
ჩვენი სხეულების რხევები და უნებლიე შეხებები
სექსის უხეირო იმიტაციაა..
ამ მოძრაობებს მიღმა,
არშობილი ბავშვების სუნთქვა ისმის,
აბორტსგადარჩენილთა ტირილის ფონზე..
მუტანტური ქრონიკები #1 - შოთა გაგარინი
  საქართველოში მკვდარ არტისტებზე უფრო მეტს წერენ ვიდრე ცოცხლებზე. დღევანდელი დაკონსერვებული კულტურული გარემოც ნაწილობრივ ამის შედეგია. მე არ მაქვს ილუზია, რომ ამ ციკლით, რომელიც ჩემი მეგობრების შესახებ იქნება, რაიმე დიდ შედეგს მივიღებ, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ამით ერთმანეთს უკეთეს წინასაახალწლო განწყობას შევუქმნით. ამ ციკლის გაკეთება, მას შემდეგ გადავწვიტე, რაც ჩვენმა მეგობარმა დათო აბრამიშვილმა, თავისი ფოტოების ძალიან საინტერესო სერია გამომიგზავნა. ამ სერიაში ის ადამიანები არიან, რომლებზედაც აქ და შ
მუტანტური ქრონიკები # 2 - ზურა ჯიშკარიანი
  ბავშვობაში კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა, მაგრამ კოსმონავტის ნაცვლად ჯანქი გახდა. დიდი შანსია, რომ ბაღში კიმონოთი დადიოდა, რომელიც ბაღის მენიუთი იყო დასვრილი. ზურა ჯიშკარიანი (იგივე ზომბი) პირველად გადაცემა ,,კედელში'' გავიცანი. მისი პოეზია კი literatura.ge-ზე. როგორც სელინჯერი წერს, ტექსტი ისეთი უნდა იყოს, რომ ჩაათავებ, სურვილი გაგიჩნდეს მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს და როცა მოგინდება დაურეკავ, თუნდაც შუა ღამით და შენს გემოზე დაებაზრები. მეც მსგავსი სურვილი გამიჩნდა, როცა მისი ლექსები წავიკ
მუტანტური ქრონიკები # 3 - პაატა შამუგია
  პაატა შამუგია კარგი პოეტია. იმიტომ, რომ კარგად იტყუება. კარგ პოეზიას საქართველოში კარგი ალა-ფურშეტიც მოჰყვება ხოლმე, მაგრამ მე არც ერთ მის საღამოზე არ მიჭამია. ეს ორი დიდი წინააღმდეგობა ხშირად მაფიქრებს ხოლმე. მაგრამ სადაც წინააღმდეგობა, პაატა შამუგიაც იქ არის.   ერთ ადრინდელ ლექსში წერდა, „პოეტს ჭირდება კომპიუტერიო“, მაგრამ დღეს პაატას მანქანა ჰყავს. საქართველოში მანქანიანი პოეტები თითზე ჩამოსათვლელია. ამაშიც გამოიხატება მისი „უპირატესობა“.   მისი ლექსები ერთგვარი რეცეპტებია მ
მუტანტური ქრონიკები # 4 - ზაზა კოშკაძე
  ერთხელ კოშკასგან ასი ლარი ვისესხე, როცა ვუბრუნებდი არ გამომართვა და მე მივხვდი, რომ სიკეთე ყველაზე კარგი თვისებაა ადამიანში. მე ვისურვებ, მიბაძოთ მის მაგალითს და თქვენ აუცილებლად შეძლებთ ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დაიმკვიდროთ საპატიო ადგილი.   როცა ის გავიცანი, წერა ახალი დაწყებული მქონდა. მან ჩემი ტექსტები წაიკითხა და მითხრა, რომ მაქვს პოტენციალი საქართველოში ყველაზე მაგარი მწერალი გავხდე. კარგია, რომ დავუჯერე.
 
მუტანტური ქრონიკები # 5 - ალექსი ჩიღვინაძე
  ამ ფოტოს თავისუფლად შეგვიძლია ,,ორი ანგელოზი'' ვუწოდოთ, განსხვავება იმაშია, რომ ერთი ფრთებგაშლილია, მეორე კი ფრთების გაშლას ახლა იწყებს.   ალექსას ლექსები არაერთხელ გამხდარა ჩემი შთაგონების წყარო, მაგრამ ეს ხმამაღლა არასოდეს მითქვამს. ის კარგი პოეტია. მისთვის დამახასიათებელია სამი რამ: