ქეთა კირტავა
ქეთა კირტავა
კინო-'ენა' როგორც დუმილი
 

    ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა: “ზოგჯერ, როცა ადამიანის ცალკეულ ნაწილს ვუყურებ, მაგალითად ხელს, მას მთლიანად ვხედავო”. ეს ახლო ხედია, რომელსაც თვალი რეალობაში ახორციელებს, მაგრამ მთლიანობის შეგრძნებას მაინც არ კარგავს. ასეთი ახლო ხედი ფიზიკური რეალობაა, რომელსაც არათუ ვაკვირდებით, არამედ ვეხებით კიდეც.  კინოში ფიზიკური რეალობა ხშირად ‘იპარება’ და მხოლოდ სახეების და იდეების ერთობლიობა რჩება. ასეთი კინო თავისებურად საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ ის თითქოს

"გაიღიმეთ"
  თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო რუსუდან ჭყონიას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ‘გაიღიმეთ’. ფილმში 10 ქართველი ქალი იღებს მონაწილეობას დედების კონკურსში, რომელიც საკმაოდ სოლიდურ პრიზს პირდება მონაწილეებს. კონკურსანტები არიან სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ქართველი ქალები; ერთი საკუთარი წარმატების დამოუკიდებლად მოპოვებას ცდილობს, მეორესთვის პრიზს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მესამე დედის ახირებაა, რომელსაც სურს თავისი შვილი ვარსკვლავად აქციოს...
ავსტრიული ანტი-რასისტული ფილმი
  ავსტრიელი რეჟისორი, ულრიჰ ზაიდლი, კამერის უკიდურესი გამძლეობის ფასად ცდილობს ახლოდან აჩვენოს ის საკითხები, რომლებიც თითქოს კარგად არის შენიღბული დასავლური კონიუნქტურის მიერ.    ფილმი ‘სამოთხის სიყვარული’ ტრილოგიის პირველი ფილმია (ტრილოგიის შემდეგი ფილმები იქნება ‘რწმენა’, ‘იმედი’), რომელიც 2012 წელს კანის ფესტივალის ფარგლებში იყო წარმოდგენილი.
გორაკებს მიღმა
  ფილმის დამთავრებისთანავე ვიფიქრე: “ნეტავ, ჩემსავით რამდენ ადამიანს მოხვდა წკიპურტი... აი ისე, სიყვარულით რომ მოახვედრებ მოზარდს, გულმავიწყობისთვის”. მოგვიანებით მივხვდი, რომ დარბაზიდან გამოსული მაყურებელი ან ეგზორციზმის ისტორიას იხილავდა, ან იმას არჩევდა თუ რამდენად ნამდვილია ფილმის სიუჟეტი.   კრიშტიან მუნგიუ ფილმში ‘გორაკებს მიღმა’ ყვება ამბავს, რომელიც მოლდოვეთის დედათა მონასტერში ხდება. ერთ-ერთ მონაზონთან (ვოიჩიტასთან) გერმანიიდან მეგობარი გოგო (ალინა) ჩამოდის; ბავშვობის მეგობ
ინტერვიუ მოჰსენ მახმალბაფთან
ინტერვიუ ცნობილ ირანელ კინორეჟისორ მოჰსენ მახმალბაფთან, რომელიც თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალზე საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო.    
მე და შენ
    30 წლიანი პაუზის შემდეგ ბერნარდო ბერტოლუჩი ისევ იტალიურ ენაზე იღებს ფილმს ‘მე და შენ’. ფილმი კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც ის ბერტოლუჩის ადრეულ შედევრებთად ერთად მოიხსენიეს.   14 წლის ლორენცო,  სკოლიდან სათხილამურო კურორტზე მიჰყავთ; ის გადაწყვეტს ოჯახს მოატყუოს და მთაში გამგზავრების მაგივრად,  რომში, საკუთარი სახლის სარდაფში იკეტება;  მას თან აქვს ყველა საჭირო ნივთი საკუთარი კომფორტისთვის, ერთი კვირის პროდუქტის მარაგი, დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ის მ
მესამე ჯგუფი
  ყველაფერი პარლამენტის შენობასთან რელიგიური ექსტრემისტების ღამის ლოცვით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით გაშმაგებული მღვდლების და მათი ჯარის სირბილით ლოცვაში გადაიზარდა.   ეს ადამიანები  მზად არიან საკუთარ თავზე, საკუთარ აზრზე უარი თქვან და ისე დაემონონ ქრისტიანობად წოდებულ ფსევდო- იდეოლოგიას, რომ ზომბებივით სამართავები გახდნენ, ძალაუფლებას მოწყურებული “სასულიერო პირების მიერ”.
ულრიჰ ზაიდლის მაყურებელი ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე
ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი ‘ოქროს გარგარი’ ოპერისა და ბალეტის თეატრში პომპეზური ცერემონიალით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ნომერი; მაგალითად ქალთა სასიმღერო ანსამბლი; სცენაზე უზარმაზარი გუნდი გამოვიდა განურჩევლად ასაკისა; წინა პლანზე დაახლოებით 6 წლის ბავშვები იდგნენ და ასაკი კიბისებურად იზრდებოდა. 
 
შემდეგ ჩართეს  ერთ-ერთი პარტია არამ ხაჩატურიანის ბალეტიდან ‘სპარტაკი’ და მოცეკვავეებმა ბალეტი შეასრულეს. ამის მერე რეჟისორი ატომ ეგოიანი გამოვიდა და შარლ ა