შოთა იათაშვილი
შოთა იათაშვილი
რეალითი შოუ „ცივილიზაციის რეკონსტრუქცია“
      რამდენიმე დღეა, უცნაური კითხვა ამეკვიატა: ნეტა რამდენ ხანში გაირბენს კაცობრიობა თავისი განვითარების ყველა ფაზას, ქვის ხანიდან დაწყებული, დღევანდელი ტექნოლოგიური ეპოქით დამთავრებული, თუკი მასში ამ პერიოდის გასავლელი მთელი ცოდნა წინასწარ იქნება მოცემული? ანუ, წარმოვიდგინოთ ახალი ნოეს კიდობანი, რომელშიც მოსალოდნელი ახალი წარღვნის წინ შევლენ საუკეთესო მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, გეოლოგები, მეტალურგები, ინჟინრები, პროგრამისტები, ხელოსნები და ა.შ. თვით ჰუმან