ლელა ჩილინგარიშვილი
ლელა ჩილინგარიშვილი
მიუხედავად იმისა, რომ შენ ვერასოდეს გაფრინდები!
 

    სამყარო რომ მსუბუქდება და მე რომ ფეხისწვერებზე თოკზე ვდგები, ვგრძნობ ჩემი სხეულის ღერძს და ვცდილობ ეს ღერძი ფეხების ცერა თითებში მოვათავსო და გავწონასწორდე. მე ამ ღამით უნდა გავიარო თოკზე, რომელიც გაბმულია ჩემს საწოლსა და ბუნდოვან მისტერიას შორის, რომლის შეუცნობლობა ყოველ გაღვიძებისას მღრღნის. უნდა გავიარო და უნდა გადავიდე მეორე მხარეს!   გავსწორდი და სუნთქვადაბმულ ფეხის ტერფებში ვიგრძენი თოკი, როგორც მედიუმი, როგორც გამტარი. მე ვდგავარ თოკზე და მივიწევ წინ. ა

ერთი ალტერნატივა პოსტსაბჭოური სამოქალაქო თუ საქალაქო რეალობისთვის
 
 
 
ორი დღის წინ კინოში ვიყავი და ფილმის დაწყებამდე, შოკოლადის და ნაყინის ეროტიკულ რეკლამებს შორის, ერთი ძალიან სასიამოვნო, ფაქტობრივად სოციალური ხასიათის რეკლამა ვნახე. რეკლამის შემკვეთია ბერლინის ყოველდღიური გაზეთი „Berliner Morgenpost“ (ბერლინის დილის ფოსტა). 
 
რეკლამის მთვარი პროტაგონისტია თავად ქალაქი ბერლინი. ის, ვიდეოს შინაარსის არსებითი სახელია და დაესმის კითხვა რა? ამ კითხვას 6 სიუჟეტად დაყოფილი რეკლამა 6 მესიჯით პასუხობს.
 
თუმცა ეს პასუხები, უფრო
„ჩიტი გვრიტი მოფრინავდა, მე შროშანი მეგონაო“ ანუ რეალობის „ქართული“ აღქმა

  „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა, მე შროშანი მეგონაო.“ – ამ სიტყვებით იწყება ერთი, თითქმის იგივე სახელწოდების ქართული სიმღერა (მუსიკა: რ. ლაღიძე, ტექსტი კ. ლორთქიფანიძე), რომელიც ჯერ ფილმ „შერეკილების“ ბოლოს სცენიდან და მერე ქართული სუფრების მუსიკალური ნაწილებიდან დიდი ხნის წინ შემოვიდა ჩემს ბავშვობაში და წაუთვლიმა. როცა ამ სტატიის მთავარ თემას, რომელსაც შენ ახლა კითხულობ, ჩემი ცნობისმოყვარეობა პირველად შეეხო, ერთ პატარა ქართველს ჩემს მეხსიერებაში უცებ გამოეღვიძა, თვალები მოიფშვნიტა და მეც ს

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
 

 

2004 წლის სექტემბერში დავტოვე ჩემი ფორმირების ყალიბი ნავარდებ–ნარევოლუციონარ ქვეყანაში და დავიწყე ცხოვრება გერმანიაში. ყალიბი კი დავტოვე, მაგრამ თან წამოვიღე 1989-2004 წლები, ყველა იმ არტეფაქტით, რომლის გადაფასებას დიდი დრო მოვანდომე უცხო სამყაროში დამკვიდრებისას.

„სამოთხე: სიყვარული“
  გუშინ კონტრასტების დღე იყო. ჯერ ჩემმა თანამშრომელმა, რომელსაც ტიპიური ჰომოფობიური აზრები აქვს და თან მიშელ ფუკოზე სადოქტორო დაიცვა – მირჩია ფილმი, მსუქან ევროპელ სექსტურისტ ქალებზე, რომლებიც კენიაში ეძებენ თავიანთ სიყვარულს, სექსუალური ფანტაზიების რეალიზებას და რადგან ფუკოზე ვლაპარაკობდით, თავიანთი ძალაუფლების დემონსტრირებას – სექსუალური აქტის ყიდვის და განხორციელების პროცესში.
გაუაზრებელი ფენომენი
  ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ" - ეგზიუპერის ეს ცნობილი სიტყვები სასიამოვნო ასოციაციას იწვევს თითქმის ყველა ადამიანში. ბავშვობა, როგორც ყველაზე სათუთი ადგილი და დრო, უკავშირდება რაღაც ზღაპრულს, უზრუნველს, ბედნიერს და იდილიურს. მაგრამ ეს მეტაფორა რეალობაში მაინც რთული გადმოსატანია, თუნდაც ქართულ კულტურაში, რომელიც ბავშვების მიმართ განსაკუთრებით მოსიყვარულეა, რადგან მხოლოდ სიყვარულის გამოხატვის მრავალგვარი ფორმები ვერ ახერხებს მდგომარეობის გამოსწორებას. სინამდვილეში ადამიანებს ნაკლებად გვ
ხ უ ლ ი გ ნ ე ბ ი
  დღეიდან მინდა მოგიყვეთ ხულიგნებზე, რომლებმაც სამყარო უკეთესობიკენ შეცვალეს.   ხულიგნებზე, რომლებიც არღვევენ საზოგადებრივ წესრიგს, არ ითვალისწინებენ დამკვიდრებულ წესებს და გეგმებს, გამუდმებით ანგრევენ და რევოლუციას უწყობენ მამებს, დედებს, ბებიებს, სახლებს და სხვა არსებულ და არარსებულ ბარიერებს.   სულ ერთია, ვინ რა დროს და როგორ. მთავარია არსებულით უკმაყოფილება, რომელიც მზადაა მოსპოს, ისე, რომ ხელი არ აუტოკდეს და გული არ შეუკრთეს.
ხ უ ლ ი გ ნ ე ბ ი - ნაწილი მეორე
როგორც წინა ბლოგში ამ სათაურის ქვეშ ნახეთ, ჩემი სტატიების ციკლი ხულიგნებზე ამ ფენომენის რევოლუციურ, დამანგრეველ და ამიტომაც აუცილებლად პროგრესულ მხარეს ეძღვნება.
 
რაც ყველაზე მთავარია, წინა ბლოგში მოგიყევით როკენროლის თაობაზე, არა იმიტომ რომ მათი ექსცენტრიული ცეკვა და მუსიკა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი cut copy paste-ის  (ამოჭრა, დაკოპირება, ჩასმა) რეჟიმში ჩაშვებული თაობებისთვის საყურადღებო სწორედ ხულ