ხათუნა ხაბულიანი
ხათუნა ხაბულიანი
ჯეფ უოლის დანგრეული ოთახი, ნატალი დიურბერგის ედემი და ძმები ჩეპმენების ჯოჯოხეთი...
  სამყაროს დასასრულის ილუსტრირება დიდი ისტორიის მქონე გასართობია და ადამიანებსაც უყვართ ფანტაზიის დიდი გაქანებით გადაღებულ–დადგმული კატასტროფების სცენები. დემიან ჰირსტის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს (ფორმალდეჰიდიან აკვარიუმ–ვიტრინაში ჩადებული ზვიგენი)  რთული სათაური აქვს –  სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა/დაუშვებლობა ცოცხალი ადამიანის გონებაში – 
სივრცესთან ურთიერთობის ისტორია
 
 
ლიბერალიზაციის პროცესი პოსტ საბჭოთა ხელოვნებაში მოლოდინებითა და თავისუფლების შეგრძნების წინასწარი ტკბობით დაიწყო. საბჭოთა პერიოდის ქართულ ხელოვნებაში არ იყო მხატვრების ისეთი გავლენის მქონე ნონკონფორმისტული თუ არაფორმალური  მოძრაობა, როგორიც ეს რუსეთსა და კერძოდ მოსკოვს ახასიათებდა, თუმცა დისიდენტური განწყობები ზოგადად არსებობდა და არსებობდა ილუზიაც, – მხატვრების ნაწილს საბჭოთა რეჟიმის შემდეგ მოსალოდნელ თავისუფლებაზე ძალიან სუბიექტური და ინფანტილური წარმოდგენები
1980–იანი წლების ქართული მხატვრობა
  ეროვნული გალერეის ექსპოზიცია საშუალებას მოგცემთ 1980–იანი წლების ქართული მხატვრობის პროცესებს დროითი დისტანციიდან შეხედოთ. ამ მხატვრების შემოქმედება ცვლილებების პერიოდს უკავშირდება, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ინფორმაციის დიდი ნაკადი იყო, აგრესიულად შემოჭრილი მანამდე დახურულ  და ცენზურით დათრუგუნულ სივრცეში.  ენერგია, რაც გამოფენის სახასიათო ნიშანია, ამ მხატვრებისთვის საერთო და გაცნობიერებული მოტივიდან მომდინარეობს: მათ დაინახეს, რომ იმ პერიოდის ქართული მხატვრობა არ მეტყველებდა თანამედრო
კოკა რამიშვილის უსათაურო გამოფენა
  გალა გალერეაში  კოკა რამიშვილის უსათაურო გამოფენის მთავარი ნამუშევარი „კვარიათი“ იყო, – მსუბუქი, დახვეწილი, ჰაეროვანი ფერწერა, აბსტრაქციის წმინდა ფორმისკენ მიმავალი, პერფექციონისტული ტკბობით შესრულებული.  მთავარი იმ თვალსაზრისით, რომ გამოფენის ემოციური ძაბვის კულმინაციას შეადგენდა მეხსიერებისა და ისტორიის  ფრაგმენტების კრებულში. დამთვალიერებლებს მხატვარი თვითონ ეუბნებოდა ნამუშევრების სათაურებს, – უშუალოდ მათ განმარტებები არ ჰქონდათ დართული და გამომდინარე პოსტერის წარწერიდან &ndash
ხალხის ხელოვნება
  სანაპიროსა  და რუსთაველის გამზირის მხატვრობას აქვს თავისი სახასიათო ნიშნები. იშვიათად შეიძლება რამე უცნაურად განსხვავებულიც აღმოაჩინოთ, მაგრამ ზოგადი შეხედულებით ძირითადად ეს არის ის, რასაც ბანალურად და მარტივად კიტჩს უწოდებენ და რომლის „კიტჩურობის “ ხარისხი წარმოუდგენელი სიმრავლით შეიძლება განვითარდეს. ეს შეხედულებაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სტერეოტიპულია. სერიოზულად მიფიქრია იმაზე, თუ რატომ ინტერესდებიან ამ პროდუქციით მისი მომხმარებლები და რამდენჯერმე წარუმა
სიტყვები, საგნები და შენობები ლევან მინდიაშვილის ინტიმურ დღიურებში
  გამოფენა  სავსე იყო ალუზიებით ყველა სახის დახვეწილსა და  გრძნობიერ გამოცდილებაზე დაწყებული ეგონ შილეს ემოციური ინტენსივობიდან მარსელ პრუსტის წარსული შეგრძნებების „გამოხმობამდე,“ სი სენაგონის „სასთუმლის ჩანაწერებიდან“ ლუიზ ბურჟუას ინსტალაციებამდე გობელენების საქსოვი დაზგებითა და რკინის საწოლებით  და ა.შ... ალუზიების სიმრავლე ხელს არ შეგიშლიდათ დაგენახათ გრძნობიერი გამოცდილებების პერსონალურად ლევან მინდიაშვილის  მხატვრული ვერსია მისი ბიოგრაფიული ფაქტების, მოგზაურობების
თიხის ფული და გამქრალი ქალაქები
  ცნობილ აუქციონებზე ასტრონომიულ ფასებად გაყიდული ხელოვნების ნიმუშები ხშირად იწვევს გაოგნებას იმ კულტურებში, სადაც ამგვარი აუქციონები არ ტარდება. თუმცა უფრო მძაფრია კომენტარები თანამედროვე კაპიტალიზმის კრიტიკოსების მხრიდან იმავე ქვეყნებში, სადაც არტ ბაზარი ფუნქციონირებს. ხელოვნების კრიტიკოსთა ნაწილი კი ამ თემას კიდევ უფრო დრამატულად აღიქვამს, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ სხვაობა ხელოვნების სულიერ ღირებულებასა და მის კომერციულ ღირებულებას შორის  რადიკალურად გაზრდილია: „აღარ გვაქვს არტისტულ
შესაძლებელი დეტერიტორიალიზაცია
  სკანდინავიელი ხელოვანების გამოფენაზე „საოცრებათა შორის“ ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო დენის რომანოვსკისა და ელინ ვიქსტრომის „შეუძლებელი მუზეუმი“, ანუ იმ სახელოვნებო პროექტების კოლექცია, რომელთა განხორციელებაც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. აქ იყო შეუმდგარი პროექტების ისტორიების მთელი არქივი, მათ შორის რამდენიმე ქართველ არტისტებსაც ეკუთვნოდათ. მე თვითონ 2005 წელს ვიყავი კურატორი გამოფენისა – „წარუმატებელი პროექტები,“ რომელიც იგივე თემას ეხებოდა და მაშინაც რამდენიმ
The Armory Show – მოდერნისტული ხელოვნების პირველი გამოფენა ამერიკაში
  1913 წლის 17 თებერვალს, ასი წლის წინ  ნიუ–იორკში გაიხსნა გამოფენა, რომლითაც ამერიკაში მოდერნისტული ხელოვნების აღიარება დაიწყო.  ექსპოზიცია ამერიკის ნაციონალური გვარდიის არსენალის სივრცეში მოეწყო და სათაურიც აქედანვე მიიღო – The Armory Show. ორგანიზება ამერიკელ მხატვართა და მოქანდაკეთა ასოციაციამ განახორციელა,  გამოფენის სლოგანი კი ასე ჟღერდა – „ახალი სული“ (The New Spirit) და რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელოვნებაში არ გულისხმობდა რევოლუციურ განწყობას; ეს იყო ახალი დროების, ეპოქის დასაწყისის განცდა
ურბანული ხელოვნება გარდამავალი პერიოდის პარადოქსების შესახებ
  ახლახანს თბილისში ურბანული ხელოვნების მოულოდნელი და საინტერესო ვერსია გამოჩნდა – გიორგი ტაბატაძის მოზაიკების სერია, რომლის ძირითადი ნაწილი ქალაქის ძველ უბანშია. ბოლო პერიოდში გავრცელებული სტენსილებისა და გრაფიტის სხვა პოპულარული სახეობებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კვლევაზე აგებულ კონცეპტუალურ პროექტთან,  სადაც ისეთი თემების  ვიზუალიზაცია ხდება, რომლებიც პოსტ ტოტალიტარული სივრცის პარადოქსების კატეგორიას მიეკუთვნებიან და ხშირად ხასიათდებიან როგორც ვერბალიზაციისთვი