A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

ლაშა ჩხარტიშვილი - ARTAREA.TV
 
 
 


ლაშა ჩხარტიშვილი
ლაშა ჩხარტიშვილი
Georgian Show Case - ასე თუ გაგრძელდა, შორს ვერ „გავფრინდებით“
  ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება: - ქართული თეატრების უმრავლესობამ ვერ ისწავლა საკუთარი თავის ხარისხიანად წარდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ჯერ-ჯერობით, ერთადერთი საშუალებაა (განსაკუთრებით რეგიონის თეატრებისთვის) ქვეყნიდან გაუსვლელად საერთაშორისო ასპარესზე წარმოჩენის. უკვე მეოთხე წელია ფესტივალზე მოწვეული უცხოელი ექსპერტებისთვის (თეატრის კრიტიკოსები, მკვლევარები, ფესტივალების ხელმძღვანელები) „დილის შეხვედრები“ იმართება, სადაც ფესტივალში მონა
რა ცოტა უნდა კრიტიკოსს სიხარულისთვის
  ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ გასულ წლებთან შედარებით, წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამით (სპექტაკლების ხარისხით, საინტერესო რეჟისორული და სამსახიობო ნამუშევრებით) უფრო კმაყოფილი ვარ-თქო, ვიდრე წინანდელებით. არადა, რა ცოტა უნდა მაყურებელსაც და კრიტიკოსაც სიხარულისათვის, სამი კარგი სპექტაკლის ნახვაც კი წარმოდგენილი ოცდათერთმეტიდან უკვე ბედნიერს ხდის. მე მხოლოდ ოცამდე სპექტაკლის ნახვა მოვასწარი და ყველაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩვენი სფერო არც ისე დიდია, რომ კარგი სპ
სცენაზე ღმერთები ეცემოდნენ, ქალაქში კი ღმერთკაცები...

  თბილისის საერთშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც გასულ კვირას ზედმეტი ცერემონიალის და პომპეზურობის გარეშე დაიხურა, დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოში გამართულმა წინასაარჩევნო დისკუსიებმა და მანამდე შემზარავი ძალადობის გახმაურებულმა არა ერთმა ფაქტმა საზოგადოების ყველა სფერო მოიცვა, მით უმეტეს, თეატრი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ცხოვრების რეალობის ასახვითა და ემოციური მუხტით (თუმცა ახლა რას გაიგებ მსახიობების პროფესიული თვისებები და ფუნქცია პოლი

როგორ დამიწუნა ქმრად მექსიკელმა მსახიობმა გაბრიელა მუნოზიმ
 
იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი მექსიკელი მსახიობი გაბრიელა მუნოზი საქართველოში იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ ბედს ეწეოდა და ერთ კარგ ქართველ ვაჟკაცს გამოჰკრავდა ხელს. თავად კი, დიდი ვერაფერი ქალი, არც ტან-ფეხი უვარგოდა და ვერც შინაგან-გარეგანი სისპეტაკით და პატიოსნებით დაიკვეხნიდა ბევრს, რადგან ფაქტია, თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულის მოლოდინში არც უცნაურ ანანისტურ ექსპერიმენტებზე ამბობდა უარს. მოკლედ, მექსიკელი დარეჯანი (დაბალი, მსუქანი, ერთი შეხედვით მოუქნელი და ნაკლებ ჰიგიენურიც), როგორც აღმო
ებრაელების მიერ დაპურებული ქართული თეატრალური ინტელიგენცია
  დანაპირებს ვასრულებ! როგორც შეგპირდით მინდა გიამბოთ იმაზეც, თუ როგორ დაანაყრეს ებრაელმა მსახიობებმა სახელდახელოდ წარმოდგენის დროს დამზადებული ტკბილეულით ქართული თეატრალური ინტელიგენცია. მე მგონი, წელს ეკა მაზმიშვილს (ვინც არ იცნობს ის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორია) ნამეტანი მოუვიდა: -  სტრელერის, ნეკრეშუსის, კორშონოვასისა და თემურ ჩხეიძის სპექტაკლების „ჩამოტანის“ შემდეგ, კლეჩევსკასა და ფილიპ ჟანტის საუკეთესო სპექტაკლების ჩვენებით კი არ შემოიფარგლა, არამედ ისეთი სპექტაკლე
"ეზიარეთ მაღალ ხელოვნებას..."
  გასულ კვირას თელავის ქუჩებში მოულოდნელად იმ ადამიანებს გადაეყრებოდით, რომელთა შემოქმედება, ვირტუოზულობა და ოსტატობა კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი. ბევრჯერ მინახავს ფრაკში გამოწყობილი ტიმურ ზანგიევი, ინგოლფ ტურბანი, მაგრამ არასდროს ბრიჯებში, ისე როგორც, სპორტულ ტანისამოსში არ მინახავს (ან სად ვნახავდი) კოლია ბლაჰერი, ანატოლი ლევინი და ბორის ბერეზოვსკი. ვინც გასული ვიკენდი თელავში გაატარა ზემოთ ჩამოთვლილ ვირტოუზ მუსიკოსებს და კიდევ ელისო ვირსალაძეს ნატალია გუტმანთან ერთად არა მხოლო
საფლავიდან საგანგებოდ ჩვენთვის წამომდგარი რომეო და ჯულიეტა

  რა უცნაურია, შექსპირის 37 პიესიდან ქართულ თეატრში ყველაზე პოპულარული  სამი პიესაა: „ჰამლეტი“, „რომეო და ჯულიეტა“ და „მეფე ლირი“. ეს ის სამეულია, რომელიც ყველაზე ხშირად არის დადგმული ქართულ სცენაზე, ასეთი იყო სტატისტიკა ყოველ შემთხვევაში 2011 წლამდე, მაგრამ ბოლო პერიოდში „რომეო და ჯულიეტა“ დაწინაურდა და სადაცაა  უკან „ჩამოიტოვებს“ „ჰამლეტს“ (მით უმეტეს, თუკი ამ სიაში მიხეილ მარმარინოსის „R+J მესამე განზომილება ბედისწერა დაბნეულია“ შევიტანთ).  

სიზმარში გამოცხადებული რობერტ სტურუა
  ჩემი სიზმრები, რომლებსაც იშვიათად ვხედავ, ჟანრობრივად ნამდვილი ფანტასმაგორიაა. წლის განმავლობაში ერთ, მაქსიმუმ ორ სიზმარს ვნახულობ. თუკი ვინმე დამესიზმრა-რატომღაც მხოლოდ თეატრის გამოჩენილი მოღვაწეები მესიზმრებიან ხოლმე (არავითარ შემთხვევაში პოლიტიკოსები). ერთხელ  ვასო ყუშიტაშვილი მესიზმრა (ალბათ მის შთამომავლებს არ ესიზმრებიან და რაღა მაინც და მაინც მე გავახსენდი?!), ერთხელაც თამარ წულუკიძე (სულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით „მეცხადება“). ერთადერთი ცოცხალი ვინც მესიზმრება ეს რობერტ სტურუაა, რომელ
ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა... ანუ მოხეტიალე კრიტიკოსის ჩანაწერები
  ქუჩა-ქუჩა და შარა-შარა წანწალს მამაჩემმა მიმაჩვია, ეს თვისება პროფესიაშიც გამომყვა და ამჯერად, რეგიონ-რეგიონ, თეატრ-თეატრ დავხეტიალობ. თუკი გავიგებ, რომ რომელიმე რეგიონალურ თეატრში პრემიერაა ვცდილობ არ გამოვტოვო.   გასულ კვირას ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა ამ სეზონში რიგით მეორე პრემიერა გამართა -  სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“, რომელიც ახმეტელის თეატრის მსახიობმა კოტე მჟავიამ დადგა.
წყევლა სახელწოდებით - Post Soviet
  ნეტა ვინ დამწყევლა: ყოფილ საბჭოთა კავშირს არ გასცდენოდეო?! ბოლო წლებში მოვიარე თითქმის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე და სრულიად გააზრებულად და პასუხიმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ სივრცის სახელმწიფოებთან შედარებით, ქართველებმა და ზოგადად ქართულმა სახელმწიფომ ყველაზე მეტად წავიწიეთ წინ, ყველაზე მეტად ჩამოვყალიბდით და ბევრი რამის გაკეთებაც შევძელით. ეროვნული პატივმოყვარეობა და პატრიოტული მგზნებარება ნამდვილად არ მაპალაპაკებს ამას. რომელიმე თქვენგანმა იქნებ შემომიბღვიროს, რას როშავ მოლდოვამ საგანგებო კა
ეგზოტიკა თუ ევროპულისკენ ფუჭი სწრაფვა?!
  სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ხომ გახსოვთ? ჰოდა, ზუსტად სოლომონის მდგომარეობაშია დღეს სამხრეთ აფრიკული და არაბული თანამედროვე თეატრი. გახსოვთ ალბათ, ლავრენტი არდაზიანის პერსონაჟი - მე-19 საუკუნის ვაჭრუკანა სოლომონი ცივილური სამყაროსკენ ისწრაფვოდა და ინტელიგენციის სრულუფლებიან წევრად გახდომას ლამობდა. ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი მარტივი გზა მსხვილი ფული იყო, ან ინტელექტუალური რესურსი, რომელიც სოლომონს არ გააჩნდა. სამაგიეროდ, მას ჰქონდა ფული და ამიტომაც სოლომონმა საოპერო სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები შე
თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემები
    ქართულ თეატრს შემოქმედებით, თუ სხვა სახის პრობლემებს რა გამოულევს... სანამ სახელმწიფოს თეატრთან ურთიერთობები დალაგდება და კანონი „თეატრის შესახებ“ გადაიხედება, სჯობს დაგროვილ შემოქმედებით პრობლემებზე ვისაუბროთ.   ამ თემაზე საუბრისას ცალსახად იმის მტკიცება, რომ თანამედროვე ქართული თეატრი მწვავე კრიზისს განიცდის, ან პირიქით მოსაზრება - თანამედროვე ქართული თეატრის უწყვეტი ევოლუციის, თუნდაც სწრაფი განვითარების თაობაზე - არაპროფესიული, უფრო მეტიც, არასერიოზულიც კი მეჩვენება. არა მგონ
რა ხდება რუსთავის თეატრში?

  ჩემი წინამდებარე ბლოგი მცდელობაა ობიექტურად დავხატო რუსთავის თეატრში შექმნილი ვითარება, რადგან არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს. დაპირისპირებულთა პოზიციათა გაცნობისას კი მიმდინარე არასახარბიელო, გნებავთ არაჯანმრთელ და ამავდროულად კონტრასტულად საპირისპირო პროცესებზე შეფასებები შემდეგნაირად ჩამომიყალიბდა.

თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემები - წერილი II
  თანამედროვე ქართული თეატრის ზოგად შემოქმედებით პრობლემებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ქვეყნის ორ წამყვანს თეატრზე საუბარს. ფაქტია, რომ ამინდს ქართულ თეატრში მაინც რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრები ქმნიდნენ და ასეა დღესაც, ამიტომაც გამოვყოფ მათ, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა თეატრებში საინტერესო თეატრალური პროექტები არ ხორციელდება, ვიდრე დასახელებულ ტრადიციულ და ავტორიტეტულ თეატრებში, რომელთა რეპერტუარში არაერთი მდარე ხარისხის (რეჟისურის, თუნდაც სამსახიობო ანსამბლის თავლსაზრისით)
ქუთაისი ქართული თეატრების კვირეულს მასპინძლობს
  ქუთაისი რომ მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქია ამაზე არავინ დავობს, „თეატრალური ქუთაისი“ (საზოგადოებით და ტრადიციებით) ჯანსაღი ამბიციით ყოველთვის ცდილობდა ტოლი არ დაედო დედაქალაქის წამყვანი თეატრებისთვის და ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალური კერა ყოფილიყო საქართველოში. ქუთაისს მრავალჯერ ღირსეულად (მე თუ მკითხავთ გადამეტებული პრანჭიაობითაც) უმასპინძლია ქართული თეატრებისთვის (წარმოდგენების შემდეგ ისეთ ბანკეტს, მგონი, კახეთშიც ვერ მართავენ, როგორსაც ქუთაისში).
2012 თეატრალური წელი

 

კვლევა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევითმა ცენტრმა განახორციელა, ეფუძნება საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი თეატრის (სახელმწიფო, დამოუკიდებელი, რეგიონული) 2012 წლის მონაცემებს.

 

კვლევა მომზადებულია მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით და ის არ ასახავს სპექტაკლებისა და მსახიობთა მიერ შესრულებული როლების მხატვრულ ხარისხს.

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2012 წელს საქართველოში სხვადასხვა ტიპის, მიმართულების და სტატუსის თეა

თეატრალური წელი - 2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევითმა ცენტრმა განახორციელა კვლევა, რომელიც ეფუძნება საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი თეატრის (სახელმწიფო, დამოუკიდებელი, რეგიონული) 2012 წლის მონაცემებს - http://tbcartarea.ge/articles/view/535    
დოის ეიფორია „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარში“
იმედია ფამილარობაში არ ჩამეთვლება ჩემი პოსტის სათაური და არც ჩემი შთაბეჭდილება-შეფასებებიც მუსიკისა და დრამის თეატრის ახალ სპექტაკლზე შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, რომელიც ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა დადგა. ზედაპირულობა ჩემს მოსაზრებებში კი განპირობებულია თავად სპექტაკლით, რომელშიც იმდენად უხვად გვხვდება რეჟისორულ-აქტიორული ფანტაზიის შედეგი, რომ ერთი ნახვით მისი ღრმა ანალიზი წარმოუდგენელი და შეუძლებელია, თანაც ვითვალისწინებ რა, ჩვენს რეალურ ყოფასა და ეპოქას, შე
ქართული თეატრის დღე
14 იანვარს რუსთაველის თეატრში ქართული თეატრის დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე სხვადასხვა ჯილდოები გადაეცათ ქართული თეატრის წარმომადგენლებს: ნინელი ჭანკვეტაძეს, ოთარ მეღვინეთუხუცესს, გოგა პიპინაშვილს, გოჩა კაპანაძეს და თემურ ნინუას.    


A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0