Breaking news
Breaking news
"Breaking News" #7 - (ცოტა) კორეა
"როდესაც თბილისის პირველი ტრიენალეს ინფორმაცია გავავრცელეთ e-flux-ზე 2012 წლის სექტემბერში, მომივიდა მოწვევა კორეიდან, რომ ტრიენალე წარმედგინა ბიენალეების ორგანიზატორების პირველ მსოფლიო ფორუმზე. ფორუმს ესწრებოდა 80-მდე ნაირ-ნაირი ბიენალეს, ტრიენალეს და სხვა პერმანენტული საგამოფენო პროექტის ორგანიზატორი. ნაწილობრივ მოსიარულე ისტორიული ფიგურები.
 
თბილისის ტრიენალე წარდგენილი იყო როგორც case study ანუ რთულ ქვეყანაში განხორციელებული პროექტი...
 
''(ცოტა) კორეა'' პრინციპში ერთ თავისუფალ დღეს გადაღებული მასალისგან დაკომპლექტდა და ოდნავ
"Breaking News" #6 - არტ ვილა გარიყულა
გარიყულა შიდა ქართლში, მდინარე თეძამთან, კასპის ახალქალაქის გაყოლებაზე მდებარეობს. არქეოლოგიის თანახმად მინიმუმ 3000 წლის წინ აქ უკვე ადამიანები ცხოვრობდნენ და თუნდაც ოქროს დახვეწილ ნაკეთობებს აწარმოებდნენ.  
ყარამან ქუთათელაძე არის იმ მხატვრის სახელი და გვარი ვინც უკვე 15 წელია თანამედროვე ხელოვნების პირველ რეგიონალურ ცენტრს კურირებს გარიყულაში. მგონია, რომ ეს ინიციატივა განსაკუთრებით დაფასებას და მხარდაჭერას საჭიროებს სწორედ იმიტომ, რომ ის რეგიონალური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
 
წლების განმავლობაში არტ ვილა გარიყუ
"Breaking News" #5 - ავთო მესხი
საინტერესო შემოქმედების იგნორირება, სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოებისთვის ნორმალური მოვლენაა. ავთო მესხი ამ შემთხვევაში ექსტრემალური მაგალითია.

ადამიანი, რომელიც 13 წლიდან ავთო ვარაზის უახლოესი მეგობარი იყო და 20 წელზე მეტია სრულიად განსაკუთრებულ, საკუთარ გამომსახველობის მქონე ფერწერას აკეთებს, დღეს რუსთავში ცხოვრობს უსახლკაროების პანსიონში და მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ იცის საქართველოში. ეს ადამიანები ბატონ ავთოს შეძლებისდაგვარად წლების განმავლობაში ეხმარებიან უბრალოდ გადარჩენაში. ავთო მესხის ერთი შეხედვით
"Breaking News" #4
"ვარშავაში უნდა ჩამოხვიდეო, აუცილებლადო.. ფესტივალი უნდა დავგეგმოთო.. პატარა კამერა წავიღე და ვიფიქრე რამე უნდა გავაკეთო აუცილებლად მეთქი. მდინარე ვისლაზე და პოლონურ ძველ ამბებზე, ზღაპრებზე ანუ. ხოდა, ფესტივალის მოსამზადებელი შეხვედრები გვქონდა ყოველ დღე. ჩემს იქაურ მეგობარს დავურეკე, ვლოდეკი ჰქვია. მხატვარია და მთამსვლელი. მოტოთი მატარებდა და ვისლაზე ველურ ადგილებს მაჩვენებდა შუა ქალაქში. თან ამბებს მიყვებოდა. ვისლა მტკვარივით შუა ქალაქში არ არის, ქალაქის გვერდზეა ცოტა. მაგრამ არც ვისლა და არც მტკვარი, სამწუხაროდ, არ მონაწილეობენ ქალაქის ცხოვრებაში.
აღწერები : თბილისი
ვენეციის 53-ე ბიენალეს ფარგლებში, ქართული პავილიონის კურატორმა ხათუნა ხაბულიანმა და არტისტმა კოკა რამიშვილმა შემომთავაზეს გამეკეთებინა ის, რაზეც მანამდე ვოცნებობდი: ვიდეო ნამუშევარი თბილისზე. ხათუნასთან და კოკასთან ერთად მინდა მადლობა კულტურის სამინისტროს გადავუხადო, რომლის მხარდაჭერითაც ეს პროდუქცია შესაძლებელი გახდა.

    ეს ვიდეო აჩვენეს ვენეციის ბიენალეს ფარგლებში, ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთის ქალაქ ტრომსოში და ვარშავის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.   მიხარია, რომ არტარეას აუდიტორია, ფაქტობრი

"Breaking News" #3 - ბეთლემი
ეს ვიდეო ადგილის ვირტუალურ კლასიფიკაციას ეხება, დაყოფას ცნებებად: აქ და იქ.   ბეთლემის გამოქვაბული და მის გარშემო თითქმის შეუსწავლელი ნასახლარები (ნაბერალები) წმინდა მთის, მყინვარწვერის, იგივე ყაზბეგის, კალთებში მდებარეობს, დაახლოებით 4000 -- 4100 მეტრზე ზღვის დონიდან.   ვიკიპედიაში ბეთლემის გამოქვაბულზე:   Mount Kazbek is associated in Georgian folklore with Amirani, the Georgian version of Prometheus, who was chained on the mountain in punishment for having stolen fire from the gods and having given it to mortals. The location of his imprisonment later became the site of an Orthodox hermitage located in a cave called "Betlemi" (Bethlehem) at around the 4000 meter level. According to legends, this cave housed many sacred relics, including Abraham's tent and the manger of the infant Jesus.[2]   http://en.wikipedia.org/
"Breaking News" #2 - ალექსანდრე რეხვიაშვილი
ალექსანდრე რეხვიაშვილი ერთერთი ყველაზე თვითმყოფადი და საინტერესო რეჟისორია ქართულ კინოში. ქართული საზოგადოება რეხვიაშვილს, საკუთარი თავმდაბლობის, გარკვეული ჰერმეტული ხელწერის და საბჭოთა ცენზურის გამო, თითქმის არ იცნობს. არ იციან არც მისი ფილმები და არც მისი გვარი. თუმცა პომპიდუს ცენტრში, როტერდამის კინოფესტივალის არქივში და ბერლინის კინო არქივში საგანგებოდ დაცულია მისი ფილმების ასლები. რეხვიაშვილის ფილმებს არა დაფასება, არამედ შეფასება სჭირდება. ეს შემოქმედი ქართული კურტურის ნამდვილი სიამაყეა, თუმცა როგორ შეიძლება იამაყო იმით, რაც არც იცი?  
"Breaking News" #1 - საველე აკადემია
მამუკა ჯაფარიძე საველე აკადემია ეკოლოგიური მეურნეობა და ხელოვნება შინდისი 2012   სულ მეფიქრება, რომ ყველაფერი სინამდვილეში ძალიან მარტივადაა. ჩვენი ცნობიერება დაბინდულია ათასი წვრილმანით. სამყაროს მარტივი ბალანსი და წესრიგი კი თითქოს ჩვენს თვალწინაა. ალბათ ეს სიმარტივეა რთულად აღქმადი.   ეს ვიდეო-ესსე ეხება შემოქმედების, კრეატივის ექსპორტს ხელოვნების კონტექსტიდან და მის იმპორტს ბიომეურნეობაში. თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სასწავლო კურსი, "ეკოლოგიური მეურნეობა და ხ