ფილმი
ფილმი
მუშტაიდი
მუშტაიდის ბაღის ისტორია,
ავტორი: თამარ ამაშუკელი
 
გამოყენებულია დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეს" და საქართველოს ეროვნული არქივის მასალები.
 
ფილმი შექმნილია "ტფილისის ჰამქრის" პროექტის "ჩემი ქალაქის" ფარგლებში "DVV International" საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.
 
 
Arata Mori
Film by Nestan Abdushelishvili
 
 
TRIGGER TIGER
TRIGGER TIGER არის სალომე მაჩაიძის ექსპერიმენტული ფილმი, რომელიც 2005 წელს შეიქმნა და მოგვითხრობს პოსტაპოკალიპტურ სივრცეში წყალქვეშა ნავზე მოხვედრილ მეცნიერზე, ისააკ ბლეიკზე.
 
მას შემდეგ რაც სამყაროს კონსტრუქტი დაინგრა, ბიოქიმიკოსი ისააკ ბლეიკი ხვდება მისთვის უცხო და უცნაურ განზომილებაში, სადაც მოვლენები ასოციაციების, მოგონებების და ხილვების ლაბირინთში კარგავს მის ინდივიდს. 
 
ისააკ ბლეიკი ცდილობს გაერკვეს რეალობაში და აღადგინოს გაწყვეტილი ძაფები, რის შედეგადაც ახალი კუთხით ფიქრდება სამყაროზე, საკუთარ თავზე და ცდილობს მოძებნოს გზ
"აპრილის სუსხი"
რეჟისორ თორნიკე ბზიავას ფილმი "აპრილის სუსხი" საბჭოთა ჯარისკაცზე და ქართველ მოცეკვავეზეა. იმაზე,  თუ როგორ იღვიძებს დამპყრობელში ადამიანური ინსტიქტი.    რეჟისორი და სცენარისტი: თორნიკე ბზიავა  ოპერატორი: გოგა დევდარიანი მონაწილეობენ: რეზო ჭანიშვილი, მირიან გარუჩავა, მალხაზ ჯორბენაძე, დავით იაშვილი, იმედა არაბული. პროდუსერები: რუსუდან გლურჯიძე, ზურა მაღალაშვილი   ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მოკლემეტრაჟიანი დრამა 50-მდე ფესტივალის სელექციაში შევიდა და არაერთი პრიზი დაიმსახურა:   Clermont-Ferrand IFF - Jury Price/ France 2010. 
სუბორდინაცია
Artarea TV2.0 წარმოგიდგენთ არჩილ ქავთარაძის 2007 წელს გადაღებულ ფილმს "სუბორდინაცია".     
SOVLAB - საზოგადოებრივი არქივი
  საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დოკუმენტური ფილმის ”ცოცხლად მოყოლილი ამბები - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ” - მთავარი გმირები არიან ქალები და მათი ოჯახები, რომლებიც თავად გახდნენ საქართველოში განხორციელებული მასობრივი რეპრესიების მსხვერპლნი. ფილმში ისტორიებს ყვებიან ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ გადაიტანეს რეპრესიები და მათი შთამომავლები, ვინც ეს ამბები გადმოცემით იციან.
"ქართული ბარსელონა"
TBC TV და Artarea TV2.0, თამარ ბოკუჩავასთან ერთად წარმოგიდგენთ დათო ტურაშვილის ტელემოთხრობას "ქართული ბარსელონა".    
დათო ტურაშვილი - "შოთის სტამბული"
დათო ტურაშვილის ინტერვიუ შოთა არველაძესთან, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი საუბრობს მარადონაზე, ქინქლაძეზე, ყიფიანზე, ჩივაძეზე, ქართულ ფეხბურთზე, შოტლანდიურ ბედობასა და... სტამბულზე.