პრემიერა
პრემიერა
"კუკარაჩას" პრემიერა
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, შალვა გაწერელიას სპექტაკლ "კუკარაჩას" პრემიერა გაიმართა. მესამე განახლებული ვარიანტი რეჟისორმა და მსახიობმა, ოთარ ბაღათურიამ დადგა. პრემიერაზე ასევე შედგა გაწერელიას შემოქმედებისადმი მიძვნილი გამოფენის პრეზენტაცია.   
ლაშა ბუღაძის პიესა ლონდონის როიალ ქორთის თეატრში
ლონდონის როიალ ქორთის თეატრში ბრიტანელმა მსახიობებმა ლაშა ბუღაძის პიესა "პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა..." წაიკითხეს. დაწვრილებით იხ. ლაშა ჩხარტიშვილის სტატია ამ თემაზე - http://tbcartarea.ge/articles/view/650  
პროექტი "ახალი დრამატურგია"
New writing! ასე ქვია პროექტს, რომელსაც ლონდონის როიალ ქორთის თეატრი ახორციელებს საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს და თუმანიშვილის ფონდის დახმარებით. პროექტში მონაწილეობა ექვსმა ქართველმა დრამატურგმა მიიღო.
 
ლაშა ბუღაძე და დათა თავაძე გვიყვებიან შთაბეჭდილებებს დრამატურგთა უორკშოფებზე, რომელიც თბილისში, კიევსა და ლვოვში გაიმართა.