მისტერია
მისტერია
"მისტერია" #3 - მაკა ნაცვლიშვილი
 
1999 წელს ინგლისელმა დრამატურგმა, სარა კეინმა, დაწერა პიესა სახელწოდებით "ფსიქოზი 4.48" და რამდენიმე ხანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
 
2012 წლის თებერვალში კი მუსიკისა და დრამის თეატრში ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა, მაკა ნაცვლიშვილმა, ამ პიესის მიხედვით დადგა სპექტაკლი "ფსიქოზი 4.48".
 
სწორედ ამ სპექტაკლზე ესაუბრება ლაშა ბუღაძე მაკა ნაცვლიშვილს ვიდეობლოგში "მისტერია".
 
 
"მისტერია" #2 – ლევან წულაძე
 
ლაშა ბუღაძის სტუმარია რეჟისორი ლევან წულაძე.
 
 
საუბრის თემა – სპექტაკლი "როგორც გენებოთ", რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დასმა ლონდონში, შექსპირის გლობუს თეატრში, ითამაშა.