კრიტიკა
კრიტიკა
ღირსებააღდგენილი დრამატურგი და სათამაშო პისტოლეტის ამბავი თავისუფალი თეატრის სცენაზე
  სხვადასხვა თეატრში არაერთხელ მინახავს პრემიერაზე მიწვეული ავტორი-დრამატურგი აღშფოთებული და შეწუხებული მისი პიესის დამახინჯებული სცენური ინტერპრეტაციით...   ბევრჯერ შევსწრებივარ უცნაურ სიტუაციებს თეატრებში, როცა დრამატურგები სცენაზე გათამაშებულ საკუთარ პიესას ვერ ცნობენ. შესაბამისად, ეს პროცესი დრამატურგებისათვის მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ჩვენს ძვირფასას საზოგადოებას დრამატურგიის კითხვა საერთოდ არ უყვარს და იშვიათი გამონაკლისის გარდა სპექტაკლზე დ
მოხედვა რიტუალისკენ, ანუ სახიობა ჩვენს თანამედროვეობაში
  დღეს აღარავინ კამათობს იმაზე, რომ თეატრი რიტუალიდან წარმოიშვა და მას ბევრი საერთო აქვს ლიტურგიასა და ზოგადად რელიგიასთან. უძველესი ქართული თეატრალური წარმოდგენების ფესვებიც სწორედ სინკრეტული ხანის წარმართულ რიტუალებში უნდა ვეძიოთ. მით უმეტეს, ქართველს ძალიან უყვარს ყველაფრის გათეატრალიზება. დროთა განმავლობაში თეატრმა დაკარგა კავშირი რიტუალთან და ეძებდა ახალ ფორმებს გამოსახვისთვის.   21-ე საუკუნეში ევროპულმა თეატრმა კვლავ დაიწყო კავშირის აღდგენა რიტუალთან. ამ მხრივ განსაკუთრებული კვ
პირველი, ექსტრავაგანტული, უცნაური და მუდმივად ექსპერიმენტული
დიახ, ეს თითების თეატრია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მარჯანიშვილის თეატრის სივრცეში (ძირითადად სხვენში) მოღვაწეობს. მანამდე ამ უცნაური ფორმის და შინაარსის კამერული თეატრი ბათუმში 1998 წელს ხელოვნების სტუდია „მთიებში“ დაიბადა და რამდენიმე წელი იქვე მოღვაწეობდა. თითებით შესრულებული ეტიუდები და მომდევნო ეტაპზე შექმნილი სპექტაკლების იდეა შესაძლოა მსოფლიოში სადღაც არსებობდა, მაგრამ ამ ტიპის თეატრი, რომ საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა ეს ფაქტია. პირველივე სპექტაკლის „ექსტრავაგანსა“ პრემ
BERLINALE 2013
  „ბერლინალეს“ საკონკურსო პროგრამის ფარგლებში ცნობილი ირანელი რეჟისორის - ჯაფარ პანაჰის ბოლო ფილმის - „Pardé„- ს (“ფარდა“) პრემიერა გაიმართა.  დარბაზი ფილმის ჩვენებას ჯერ კიდევ დაწყებამდე ოვაციებით შეხვდა. პრემიერას ესწრებოდნენ ფესტივალის დირექტორი - დიტერ კოსლიკი, საფესტივალო ჟიურის უკლებლივ ყველა წევრი,  გერმანიის კულტურის მინისტრი...  ფილმს დიდი მსჯელობა თუ განხილვა არ მოჰყოლია - მხოლოდ ოვაციები; გაცილებით მეტი ითქვა თავად რეჟისორზე - ბერლინი არ ღალატობს „თავისუფლების მანიფესტს“, როგ
ახლა, რაღას ვიტყვით ნეტავ?
  კარგად მახსოვს როგორი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ოთხი წლის წინ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად ისტორიკოს გიორგი კალანდიას დანიშვნამ. ბევრი ხელოვანი და მკვლევარი სკეპტიკურად უცქერდა ახალი კანდიდატურის მოღვაწეობას, რომელსაც ქართული ხელოვნების საგანძურის მოვლა-პატრონობა ჩააბარეს. ირონიის გრძნობას რა გამოულევს ქართველს, მით უმეტეს, ხელოვანს. გაღიზიანება სავარაუდოდ იმანაც გამოიწვია, რომ ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავი გამოცოცხლდა, გაიზარ
საახალწლო სპექტაკლები - ხალტურა, კომერცია, თუ თეატრალური ნაწარმოები?!
 
ახალი წლის დღეებში საბავშვო, თუ დრამატული თეატრები ე.წ. „საშობაო წარმოდგენებს“ მართავენ, რომელიც თეატრების მოქმედ რეპერტუარში ძირითად შემთხვევაში არ რჩება, ასეთი ტიპის სპექტაკლები იანვარშივე ქრება აფიშიდან. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს თითქმის ყველა მოქმედმა თეატრმა წარუდგინა პატარა მაყურებელს „საახალწლო პრემიერა“. შესაბამისად, დიდი იყო კონკურენცია თეატრებს შორის, სპექტაკლებიც ანშლაგებით და გადაჭედილ დარბაზებში მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ფასი 10-დან 30 ლარამდე მერყეობ
დოის ეიფორია „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარში“
იმედია ფამილარობაში არ ჩამეთვლება ჩემი პოსტის სათაური და არც ჩემი შთაბეჭდილება-შეფასებებიც მუსიკისა და დრამის თეატრის ახალ სპექტაკლზე შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, რომელიც ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა დადგა. ზედაპირულობა ჩემს მოსაზრებებში კი განპირობებულია თავად სპექტაკლით, რომელშიც იმდენად უხვად გვხვდება რეჟისორულ-აქტიორული ფანტაზიის შედეგი, რომ ერთი ნახვით მისი ღრმა ანალიზი წარმოუდგენელი და შეუძლებელია, თანაც ვითვალისწინებ რა, ჩვენს რეალურ ყოფასა და ეპოქას, შე
თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემები - წერილი II
  თანამედროვე ქართული თეატრის ზოგად შემოქმედებით პრობლემებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ქვეყნის ორ წამყვანს თეატრზე საუბარს. ფაქტია, რომ ამინდს ქართულ თეატრში მაინც რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრები ქმნიდნენ და ასეა დღესაც, ამიტომაც გამოვყოფ მათ, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა თეატრებში საინტერესო თეატრალური პროექტები არ ხორციელდება, ვიდრე დასახელებულ ტრადიციულ და ავტორიტეტულ თეატრებში, რომელთა რეპერტუარში არაერთი მდარე ხარისხის (რეჟისურის, თუნდაც სამსახიობო ანსამბლის თავლსაზრისით)
რა ხდება რუსთავის თეატრში?

  ჩემი წინამდებარე ბლოგი მცდელობაა ობიექტურად დავხატო რუსთავის თეატრში შექმნილი ვითარება, რადგან არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს. დაპირისპირებულთა პოზიციათა გაცნობისას კი მიმდინარე არასახარბიელო, გნებავთ არაჯანმრთელ და ამავდროულად კონტრასტულად საპირისპირო პროცესებზე შეფასებები შემდეგნაირად ჩამომიყალიბდა.

თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემები
    ქართულ თეატრს შემოქმედებით, თუ სხვა სახის პრობლემებს რა გამოულევს... სანამ სახელმწიფოს თეატრთან ურთიერთობები დალაგდება და კანონი „თეატრის შესახებ“ გადაიხედება, სჯობს დაგროვილ შემოქმედებით პრობლემებზე ვისაუბროთ.   ამ თემაზე საუბრისას ცალსახად იმის მტკიცება, რომ თანამედროვე ქართული თეატრი მწვავე კრიზისს განიცდის, ან პირიქით მოსაზრება - თანამედროვე ქართული თეატრის უწყვეტი ევოლუციის, თუნდაც სწრაფი განვითარების თაობაზე - არაპროფესიული, უფრო მეტიც, არასერიოზულიც კი მეჩვენება. არა მგონ
"გაიღიმეთ"
  თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო რუსუდან ჭყონიას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ‘გაიღიმეთ’. ფილმში 10 ქართველი ქალი იღებს მონაწილეობას დედების კონკურსში, რომელიც საკმაოდ სოლიდურ პრიზს პირდება მონაწილეებს. კონკურსანტები არიან სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ქართველი ქალები; ერთი საკუთარი წარმატების დამოუკიდებლად მოპოვებას ცდილობს, მეორესთვის პრიზს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მესამე დედის ახირებაა, რომელსაც სურს თავისი შვილი ვარსკვლავად აქციოს...
ეგზოტიკა თუ ევროპულისკენ ფუჭი სწრაფვა?!
  სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ხომ გახსოვთ? ჰოდა, ზუსტად სოლომონის მდგომარეობაშია დღეს სამხრეთ აფრიკული და არაბული თანამედროვე თეატრი. გახსოვთ ალბათ, ლავრენტი არდაზიანის პერსონაჟი - მე-19 საუკუნის ვაჭრუკანა სოლომონი ცივილური სამყაროსკენ ისწრაფვოდა და ინტელიგენციის სრულუფლებიან წევრად გახდომას ლამობდა. ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი მარტივი გზა მსხვილი ფული იყო, ან ინტელექტუალური რესურსი, რომელიც სოლომონს არ გააჩნდა. სამაგიეროდ, მას ჰქონდა ფული და ამიტომაც სოლომონმა საოპერო სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები შე
Georgian Show Case - ასე თუ გაგრძელდა, შორს ვერ „გავფრინდებით“
  ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება: - ქართული თეატრების უმრავლესობამ ვერ ისწავლა საკუთარი თავის ხარისხიანად წარდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ჯერ-ჯერობით, ერთადერთი საშუალებაა (განსაკუთრებით რეგიონის თეატრებისთვის) ქვეყნიდან გაუსვლელად საერთაშორისო ასპარესზე წარმოჩენის. უკვე მეოთხე წელია ფესტივალზე მოწვეული უცხოელი ექსპერტებისთვის (თეატრის კრიტიკოსები, მკვლევარები, ფესტივალების ხელმძღვანელები) „დილის შეხვედრები“ იმართება, სადაც ფესტივალში მონა
გულისრევა
 

    ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ რამე კონკურსის ჟიურის წევრობას დავთანხმდე. არც არასდროს ვყოფილვარ მსგავს ამპლუაში და იმედი ­მაქვს, არც არასდროს ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია თავი დავდო, რომ არასოდეს ცხოვრებაში არ ვიქნები არცერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი. ჯერ ერთი, ვირული სამუშაოა და ალბათ, არც სიამოვნებას გგვრი­­­­ს წიგნების სავალდებულო კითხვა. და მეორე - შუაზე რომ გასკდე და იყო მაქსიმალურად ობიექტური, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ვინც იტ