A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

თარგმანი - ARTAREA.TV
 
 
 


თარგმანი
თარგმანი
ანტიწინასწარმეტყველი
  სიორანს ერთი დაახლოებით ესეთი ფრაზა აქვს ----> ჩვენ რომ დაბადებისას გვქონოდა საკუთარი თავისა და იმ ადგილის სადაც ვართ ისეთი გაცნობიერება როგორც გვაქვს უფრო ზრდასრულ ასაკში, მაშინ 5 წლის ასაკში თვითმკვლელობა ჩვეულებრივი მოვლენა ან უფრო მეტიც, ღირსების საკითხი იქნებოდა.
სამწუხაროდ ბავშვობაში ნასწავლი ფრანგული არ მახსოვს, რომ ორიგინალში წავიკითხო, ქართულად გრამატიკულად სწორად წერაც კარგად არ ვიცი და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ თარგმანი კაია და მიუხედავად იმისა, რომ ეს რუმინელ-ფრანგი ეგზისტენციალისტი ხშირ
ყველას ეცოდება ნაპოლეონი
  უკიდეგანო კოსმოსში დაფრინავს ასტეროდი, სახელად - მიროსლავ ჰოლუბი. ამ სახელის პატრონი თუ პირიქით ადამიანი, ვისაც ეს სახელი დაეპატრონა, გახლდათ ჩეხი პოეტი და მეცნიერი - იმუნოლოგი. თხუმეტიოე წლის წინ გარდაიცვალა. არავინ იცის იმუნოლოგი უკეთესი იყო ის თუ პოეტი.  ფაქტი ერთია, რომ მეცნიერება და პოეზია ერთი მონეტის ორი მხარე იყო ყოველთვის. და თუ ასე არა, მაშინ მონეტა იყო ყალბი.
თიმოთი ლირი - იძულებითი სიკვდილის გონივრული ალტერნატივები
  თარგმანი წიგნიდან "ქაოსი და კიბერკულტურა":  
 
თიმოთი ლირი ერთერთი იმ ჰომო საპიენსთაგანია, რომლის ბიოგრაფიის უბრალო მოყოლაც კი საკმარისი სცენარია დიდი ჰოლივუდური ბლოკბასტერისთვის. ცნობილი პროფესორი, რომელიც ერთერთი პირველი აკეთებდა ექსპერიმენტებს ფსიქოდელური ნივთიერებების გამოყენებით, უნივერსიტეტიდან გაგდების შემდეგ  60იანი წლების ნარკოკულტურის ლსდ მესიად გადაიქცა, აშშ-ს პრეზიდენტი
დრო - ხვლიკია მზეზე
  ჩარლზ სიმიკი - ამერიკელი პოეტია, წარმოშობით სერბი. 1938 წლის ბელგრადში დაიბადა.  შემდეგ კი ამერიკაში გადასახლდა. აშშ-ს პოეტი-ლაურეატი და პულიცერის პრემიის მფლობელია. ისეთი ტიპია, როგორებიც იყვნენ ის ძენის ოსტატები, დჰარმის მაწანწალები,  მჭვრეტელები, იუმორით შემკულნი და ყოველდღიურობიდან მარგალიტების მომპარავნი. ესეც მისი რამდენიმე ლექსის თავისუფალი თარგმანია:  
ვიკტორ პელევინი - “სამყაროს [მირის] კოდი”
 
 
 
თარგმანი: ზურა ჯიშკარიანი
 
ადამიანი ნახევრად ის არის – რაც არის, და ნახევრად – ის, რაც სურს რომ იყოს, თქვა ოსკარ უაილდმა. თუ ეს ასეა, მაშინ 60-70-იანი წლების საბჭოთა ბავშვები ნახევრად კოსმონავტები იყვნენ. მე ეს ზუსტად ვიცი, რამდენადაც 7-8 წლის ასაკში მეც ასეთივე ნახევრადკოსმონავტი ვიყავი. საოცარია, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, მე უკვ
შიში და სიძულვილი ლას ვეგასში: ველური რბოლა ამერიკული ოცნების შუაგულისკენ
 

         @ შოთას სხვენი   გადავწყვიტე ქართულენოვანი მკითხველისთვის გამეცნო ამერიკის სასიქადულო მწერალი, გონზო-ჟურნალისტიკის იაკობგოგებაშვილი ჰანტერ ს. ტომპსონი. ამ რომანს საქართველოში ძირითადად ტერი გილიამის მიერ გადაღებული ეკრანიზაციით იცნობენ, რომელშიც ჯონი დეპი ასრულებს პროტაგონისტის, ანუ თავად ჰანტერის როლს.   რომანს ვთარგმნი ექსკლუზიურად არტარეასთვის და პრინციპულად არ ვაძლევ არც ერთ გამომცემლობას. ასე რომ, ძვირფასო სამ

ჰაკიმ ბეის ონტოლოგიური ანარქიზმი [თარგმანები] - ნაწილი II
 

    სპარსეთში მე ვნახე, რომ ლექსები მუსიკის თანხლებით უნდა იკითხო და ლექსები უნდა იმღერო, და არა უბრალოდ, წაიკითხო -- ერთი უბრალო მიზეზის გამო -- ისინი ზემოქმედებას ახდენენ.   სახე-ხატისა და ბგერის სწორი შეხამება აუდიტორიას ძირავს ჰალში (რაღაც საშუალო მდგომარეობა ემოციონალურ\\ესთეტიკურ განწყობასა და ტრანსს ან ზეცნობიერებას შორის), ცრემლებამდე მიჰყავს ან აიძულებს აამღეროს აუდიტორია _ ანუ ეს შეხამება ახდენს ხელოვნებაზე – შესაბამისი ფიზიკური რეაქციის დემონსტრირებას. ჩვენთვის კი კ

ჰაკიმ ბეის ონტოლოგიური ანარქიზმი [თარგმანები] - ნაწილი I
 

    ჰაკიმ ბეი ერთდროულად მოლოტოვის კოქტეილი და ჰაშიშის ბოლით გავსებული ჩილიმია, ის ინდურ, ოქროს სამკაულებით მორთულ სპილოზე ამხედრებული ლევ ტროცკია, რომელიც ჰორიზონტის დასაპყრობად მიმართავს ფეხშიშველ სოციალისტებად გადაქცეული ინდოელი მონარქებისა და ქურდბაცაცა მაიმუნების გაერთიანებულ არმიას, ცალ ხელში კი კოსმოსური სატელიტის ნამტვრევები უჭირავს, როგორც პერმანენტული რევოლუციის სიმბოლო. ის უილიამ ბეროუზის იარაღებით აღჭურვილი ველური ბავშვების ხროვაა, რომლებიც ღვთაებრივ ორ



A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0