თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ
თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ
თიბისი გალერეა / გიორგი ყორღანაშვილი
თიბისი გალერეაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების - გია გუგუშვილის, გია ბუღაძის, თორნიკე აბულაძის, ლევან აბრამიშვილის, ლეილა კიკნაძისა და სხვათა ნამუშევრები.

ღონისძიების ორგანიზატორები საზოგადოებას საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისა და ახალგაზრდა მსახიობის გადარჩენაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდებენ.
   
სალომე ჟორდანიას კონცერტი თიბისი გალერეაში
თიბისი გალერეაში ახალგაზრდა მუსიკოსის, სალომე ჟორდანიას კონცერტი გაიმართა. შესრულდა შუმანის, ბეთჰოვენის, ლისტის, სკრიაბინის, შტრაუსისა და სკარლატის ნაწარმოებები.
 
კონცერტი მიეძღვნა თიბისი ბანკის სათავო ოფისის შენობის 100 წლის იუბილეს. კონცერტის პარალელურად, შედგა შენობის ძველი და ახალი ფოტოების გამოფენა და ფილმის ჩვენება.
 
 
თიბისი ბანკის შენობის იუბილე
მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარე თიბისი ბანკის სათაო ოფისის შენობა 100 წლისაა. 
 
ნაგებობა 1913 წელსაა აშენებული და არქიტექტურაში მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მასში თავდაპირველად კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოება იყო განთავსებული. საუკუნოვანი ნაგებობისთვის ძველი იერსახის დაბრუნების მიზნით სარესტავრაციო სამუშაოები თიბისი ბანკმა ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით განახორციელა. შენობა თბილისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.