ასლი
დათო ყანჩაშვილი ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 22/06/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

 

@  დათო ყანჩაშვილი და ალექს ჩიღვინაძე

 

 

ასლი

 

 

ყველაფერი თეთრი ეკრანით იწყება.

 

1.

 

ხანდახან დგება ისეთი მომენტი, როდესაც გინდა ყველაფერი სიზმარი იყოს და გაიღვიძო. ხანდახან იღვიძებ, ხანდახან ვერ ახერხებ ამას, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ უკვე გღვიძავს. ეს  ქალაქი ახლა გაიღვიძებს და გამოფხიზლდება. მეც მასთან ერთად...

 

(ერთმანეთს ენაცვლებიან კადრები: ფანჯარასთან ზურგით მდგომი კაცი. ქალაქის სინათლეები. საპატრულო მანქანების გადამცემებში ისმის: „მისამართი დადგენილია!“. პოლიციელები სასტუმროში შედიან. მირბიან დერეფნებში. კედლებს ეტმასნებიან. იარაღებს ამზადებენ.)

 

2.

 

გაბროს სამსახური

 

(ქსეროქსის აპარატი. უკანა პლანზე ორი კაცის სახე ჩანს. ქსეროქსის აპარატიდან გადმოდის ფურცელი. ორივე კაცი თავის მოძრაობას აყოლებს ფურცლის მოძრაობას.)

 

ხანშიშესული მამაკაცი.

 

ამ ფურცლებს ასე აყენებ რიგში.

 

(გაბრო თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.)

 

გაბრო

 

(თავისთვის ფიქრობს) ქსეროქსის აპარატი ჩვენ ქალაქს ჰგავს, ამ ქალაქში დღეები ისე ემსგავსებიან ერთმანეთს, როგორც ორიგინალს თითოეული ასლი, უმნიშვნელო განსხვავებებით.

 

ყველა ცარიელ ფურცელზე ადრე თუ გვიან მზა ტექსტი იბეჭდება. და თუ ეს რუტინა ირღვევა, იწყება პანიკა.

 

(ქსეროქსის აპარატიდან ცარიელი ფურცლები გადმოდის. ხანშიშესული კაცი უჯრებს აღებს სწრაფი მოძრაობით, იღებს კარტრიჯს და დებს ქსეროქსის აპარატში. გადაქსეროქსების პროცესი გრძელდება.)

 

გაბრო

 

(თავსითვის ფიქრობს) შემდეგ თითქოს მშვიდდები. მაგრამ სინამდვილეში ეს მექანიკური პროცესია, მშვიდად გრძნობ თავს, რადგან შენ ზუსტად იცი რა იქნება შემდეგ, რომ 145 საათის შემდეგ აიღებ ხელფასს, 20000 საათის შემდეგ აიღებ შვებულებას, და კიდევ ბევრი საათის შემდეგ გახვალ პენსიაზე …

 

ხანშიშესული მამაკაცი

 

ამ ღილაკს არასოდეს დააჭირო თითი! (და გაბროს თითით ქსეროქსის აპარატზე ღილაკს აჩვენებს)

 

გაბრო

(თავისთვის ფიქრობს) მაგრამ ყოველთვის არსებობს შიში, რომ ყველაზე შეუფერებელ მომენტში შეიძლება კარტრიჯი გათავდეს.

 

(კადრში ჩანს ქუჩა და ხალხის უწყვეტი, სწრაფად მოძრავი ნაკადი.)

 

გაბრო

 

(თავისთვის ფიქრობს) ხანდახან  დედანი იკარგება ან ხელმიუწვდომელია და აკათებ ამ ასლების ასლებს, ასლების ასლებს, ასლების ასლებს. და ამდენ ასლში შენ მაინც უიმედოდ დაეძებ ორიგინალს, რომელის ცნობაც ძალიან რთულია.

 

ხანშიშესული მამაკაცი

 

დედანი და ასლები ყოველთვის ცალცალკე დააწყვე და ასე მიეცი კლიენტს, რომ არ აერიოს...

 

გაბრო

 

(თავისთვის ფიქრობს) ცარიელი ფურცელი საშიშია ქალაქისთვის, რადგან იგი შესაძლოა თვითონ გახდეს ორიგინალი. ამდენი ცარიელი ფურცლის შემხედვარეს, შეუძლებელია ცდუნებამ არ გძლიოს.

 

 

(მკრთალად განათებული ოთახი. ერთი საწოლი, მაგიდა, ჭერზე ძველებური ვენტილიატორი ტრიალებს. გაბრო საბეჭდ მანქანას უზის, რომელშიც ცარიელი ფურცელი დევს.)

 

გაბრო

 

(თავისთვის ფიქრობს) ჩნდება კითხვა, რამდენად ზუსტია ქსეროასლი. რამდენად გასაგებია მასზე დაკოპირებული ორიგინალი. შესაძლებელია თუ არა გააგებინოს მკითხველს რას გულისხმობდი შენ ორიგინალში.

 

(კადრში ჩანს საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი ფურცელი, რომელიც გაბროს ნელ-ნელა მიაქვს თვალებთან ახლოს. ფურცელს ქვემოთ ჩამოსწევს. ქსეროქსის აპარატთან გადაქსეროქსებული ფურცლების დასტა აწყვია. ფურცელს ამ დასტაზე დებს და მთლიან დასტას იღებს ხელში. მიდის კარისკენ სადაც მას ორი მდიდრულად ჩაცმული და გაუპარსავი მაწანწალა ელოდება და ფურცლების დასტას აძლევს.

 

გაბრო

 

(თავისთვის ფიქრობს) და შენ იყენებ იგივე მეთოდს. აკეთებ ქსეროასლებს და აგზავნი სხვადასხვა მისამართებზე. ეს ვაქცინასავითაა!  ვაქცინა – კი ნარკოტიკი ხდება. შენ ყოველდღე შენ წილ დოზას ელოდები და პასუხები, მხოლოდ დამატებით კითხვებს გიჩენენ, და ასეთ დროს ძნელია არ გაგიჩნდეს განცდა, რომ შენ განსაკუთრებული მისია გაკისრია, თუმცა ვერ ხვდები ეს მისია რაში მდგომარეობს.

 

3.

 

მაწანწალები გაზეთს ავრცელებენ.

 

(კამერა მაწანწალებს მიჰყვება. ისინი მიდიან კართან, რომელზეც ზარს რეკავენ. კარს ტანსზემოთ შიშველი ნამტირალევი კაცი (გივი) აღებს. ახლო პლანით ჩანს  ჯვარცმის ტატუირება მკერდზე. კაცის ზურგსუკან ჩანს არეული ლოგინი, რომელზეც წევს ქალი. საბანი მხოლოდ ნაწილობრივ უფარავს შიშველ სხეულს.

 

შემდეგ კადრში ვხედავთ სასტუმროს. მაწანწალები სასტუმროში შედიან. ლიფტის კარი იღება, საიდანაც გამოდის პატარა გოგონა, ლუსი, ფუთით ხელში. ფუთას მაწანწალებს აძლევს. სანაცვლოდ კი გაზეთს ართმევს.)

 

ლუსი

 

ესეც მამაჩემის კოსტუმები და პერანგებია, გამოგადგებათ.

 

პირველი მაწანწალა

 

სხვა ტანსაცმელი არაა აქვს მამაშენს, რაიმე საშინაო, თორემ ამ კოსტუმებში ძალიან სასაცილოთ გამოვიყურებით.

 

ლუსი

 

არა, მარტო კოსტუმებს იცვამს. (მხრებს იჩეჩავს)

 

(სახლში შებრუნებულ ლუსის  დერეფანში კოსტუმში გამოწყობილი მამამისი, გურამი ხვდება.)

 

გურამი

 

სად არის შენი და?

 

ლუსი

 

მე რა ვიცი...

 

(ლუსი გაზეთს თვალს არ აცილებს და გზას აგრძელებს. ლუსის კიბეებზე  მარიამი ხვდება, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობს.  კამერა უკვე მარიამს მიჰყვება.)

 

ლუსი

 

მამა გეძებდა!

 

(მარიამი არც იმჩნევს ლუსის.)

 

მარიამი

 

რომელ საათზეა? შენი დაქალებიც ხო არ იქნებიან? აჰა, ძაან კაი, ხო იცი როგორ მაღიზიანებენ ეგეთი დაქოქილი თოჯინები…

 

(კადრი გადადის სანდროზე, რომელიც საჭესთან ზის და მარიამს ელაპარაკება ტელეფონით)

 

სანდრო

 

არ მალოდინო...

 

(სანდროს მანქანის ფნჯრიდან ჩანს სახალხო დამცველის ოფისთან სამი გრძელფეხება ტრანსექსუალი. კამერა მათთან რჩება, ისინი ოფისს ახედავენ.)

 

 

 

 

4.

 

სახალხო დამცველის ოფისი

 

 

სახალხო დამცველის (ქეთევანი)  წინ სამი ტრანსსექსუალი ზის, ლიკა, თიკო და დოდო.

 

დოდო

 

ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება, ეს უკვე მეტისმეტია...

 

თიკო

 

ასე გაგრძელება შეუძლებელია...

 

ქეთევანი

 

თუ შეიძლება, თანმიმდევრულად და დეტალურად მომიყვეთ რაც მოხდა...

 

დოდო

 

ლიკა კაზინოში მუშაობდა, კაზინოს მეპატრონემ კი მისი გაუპატიურება სცადა.

 

(ტუალეტის ღია კარში სარკის წინ, ჩანს ლიკა რომელიც ჩულქს ისწორებს. გურამი კარს მიღმა დგას და აღგზნებლი მზერით მიშტერებია. შემდეგ ენერგიული ნაბიჯებით შედის ტუალეტში, ლიკას ტრაკზე ხელს წაავლებს. კარი იხურება. კარს უკან წამების შემდეგ ისმის გურამის  საშინელი ღრიალი და გინება.)

 

ლიკა

 

და იმის შემდეგ, რაც გაიგო რომ კაცი ვარ, სამსახურიდან გამომაგდო.

 

ახლო კადრით ჩანს მობილური, რომელიც ვიბრირებს. ეკრანზე იწერება სახელი – „კაზინო გურამი“.  სახალხო დამცველი ზარს პასუხობს.

 

ქეთევანი

 

არ მცალია ახლა. დაგირეკავ.

 

ქეთევანი

 

ამ ფაქტის გახმაურება წესით არ უნდა გაწყობდეთ. ხო, იცით როგორი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში, თქვენს მიმართ.

 

ლიკა

 

ფეხებზე მკიდია...

 

ქეთევანი

 

კი, ბატონო, როგორც გინდა. ეგ შენი უფლებაა. მაგრამ არის ვინმე ვინც დაადასტურებს ამ ფაქტს? მოწმეები თუ გყავს?

 

ლიკა

 

ვინ დაადასტურებს...  ყველას ეშინია სამსახურის დაკარგვის. 

 

ქეთევანი

 

აბა, ვერაფრით დაგეხმარებით. ეგრე რამდენი ადამიანი ამბობს, რომ მას გაუპატიურებას უპირებდნენ... მოკლედ, მოწმეს თუ იპოვნით, შეგიძლიათ კიდევ მომმართოთ. ახლა კი ბოდიში, შეხვედრა მაქვს.

 

ქეთევანი დგება და შეხვედრების ოთახს ტოვებს, შემდეგ ტელეფონზე რეკავს

 

4

 

გურამი (კაზინოს მეორე სართულზე საკუთარ კაბინეტში სკეიტზე დგას)

 

ჰო, ჩემო ზაზუნავ. იყვნენ? რა გითხრეს მერე. ჰო, აბა რა ეგონათ? არა, ქეთევან, რა თანამშრომლებს ვჟიმავ, თვითონ მომვარდა ის პიდარასტი. მართალს გეუბნები. არა, ხო იცი... კარგი რა ქეთევან, მოვრჩეთ ამ თემაზე. საღამოს გამოგივლი... ახლა არ მცალია.

 

ოთახში გურამის თანაშემწე, ლევანი შემოდის.

 

ლევანი

 

ბატონო გურამ, ხელი მომიწერეთ...

 

გურამი  (საბუთებს ათვალიერებს)

 

ეგ რაა? რაზე უნდა მოვაწერო ხელი?

 

ლევანი

 

აი, ლტოლვილებს რომ ვეხმარებით.

 

გურამი

 

რატო უნდა დავეხმარო გამახსენე?

 

გურამი სკეიტით რთული ტრიუკის შესრულებას ცდილობს.

 

ლევანი

 

ხომ გითხარით ბატონო გურამ, რომ ეს თქვენი მომავალი პოლიტიკოსის კარიერისთვისაა საჭირო. ხალხს არ უყვარს მდიდარი ადამიანები, ისინი ფიქრობენ რო მათი გაჭირვება თქვენნაირების ბრალია, რომ თქვენ მათ ხარჯზე ცხოვრობთ. ამიტომ საჭიროა მათთვის დადებით რეფერენს ჯგუფთან ასოცირდებოდეთ,

 

გურამი

 

სად ვასოცირდებოდე?

 

ლევანი

 

საჭიროა რო ისინი ფიქრობდნენ თქვენზე, რომ ეს ამათნაირი არ არის, და როგორც კი თქვენს სახელს გაიგებენ პირველი სიტყვა რაც თავში მოუვათ ქველმოქმედება იყოს.

 

(ლევანი უწვდის ფურცლებს, გურამი დახედავს)

 

გურამი

 

12 ათასი? რა ამბავია? დარწმუნეული ხარ რო ამ ფულს წყალში არ ვყრი?

 

ლევანი

 

ბატონო გურამ წარმოიდგინეთ, რომ რულეტკაზე დებთ ფულს, დიდი შანსია რომ წააგოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ სანამ ფსონს გააკეთებდეთ მისტიური ხმა გეუბნებათ თუ რა ციფრი დაჯდება რულეტკაზე

 

გურამი

 

რომ წავაგო, ხმას ვერაფერს ვუზამ, მაგრამ შენ კი დაგენძრევა...

 

(გურამი ხელს აწერს, ფურცლებს ლევანს მიუყრის და მაგიდას სკეიტით შემოუქროლებს)

 

 

5

 

კლუბთან ხალხია შეკრებილი. შესასვლელთან ვიშიბალი დაცვა დგას, რომელსაც სახეზე ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს არავის შეშვებას არ აპირებდეს.

 

მარიამი

 

ამ ვიშიბალისთვის ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ვისაც ის შეუშვებდა და ვისაც არ შეუშვებდა. მაგრამ წარმოიდგინე,  ერთხელაც ის, ვისი შეშვებაც მას არ უნდა, ვინმე ბობოლა აღმოჩნდება და იძულებული გახდება გამონაკლისი დაუშვას და რაც მეტ გამონაკლის უშვებს ის, მით უფრო სასტიკი ხდება.

 

სანდრო

 

წარმოიდგინე, სამოთხის კართანაც ასეთი ვიშიბალი, იდგეს. დაკუნთული ანგელოზი თეთრი ფრთებით... შავ მაისურში, შავ კოსტუმსა და შავ სათვალეში.

 

მარიამი

 

ისე ჩემს გამო არ ეჩხუბებოდი?

 

სანდრო

 

რათქმაუნდა, მე ხომ სადაზღვევო კომპანია „მექანიკურ ფორთოხალში“ ვარ დაზღვეული.

 

 

მარიამი

 

ისე შენ მეტი შანსი გაქვს მისი ცემის, ვიდრე ვინმე მისნაირ მუტანტს.  ეგ  შენ საფრთხედ საერთოდ ვერ აღგიქვამს. ამ დროს მისი ყველა კუნთი მოდუნებულია. შენ უპირატესობაც გაქვს - პირველი დარტყმა.

 

(ანიმაცია: ვიშიბალის სხეული, გამოსახულია ისევე როგორც ბიოლოგიის წიგნში. მის კუნთებიდან გამოსული ხაზაკები მიანიშნებენს  თითოეული კუნთის მოდუნებაზე. ერთადერთი სასქესო ორგანოების ადგილი ციმციმებს წითლად.)

 

და ყველაზე მთავარია უპოვნო აქილევსის ქუსლი. 

 

(ანიმაცია: ისევ იგივე ვიშიბალი, აქილევსივით გამოწყობილი იბრძვის.  ქუსლში შუბი ხვდება და იკეცება. შუბის მოხვედრის მომენტი უკან იხვევა ვიდეოფილმივით.)

 

მაგრამ მითოლოგია, ისევე როგორც რელიგია სიტყვა სიტყვით არ უნდა გაიგო. რადგან ორივე ამახინჯებს ფაქტებს. არავინ იცის სად ჰქონდა აქილევსს ქუსლი. ისე კი  მარტივი მისახვედრია.

 

(ანიმაცია: ვიშიბალი აქილევსი გმირულად იბრძვის. მასთან ჯუჯა ტანის კაცი მივარდება და ყვერებში ამოსცხებს ფეხს.  აქილევსი ჩაიკეცება.)

 

კადრში ჩანან  მარიამი და სანდრო.  ბარდიურზე სხედან. ვაჩვენებთ პროფილებს.

 

მარიამი

 

წავიდეთ, მომბეზრდა აქაურობა...

 

სანდრო

 

სად წავიდეთ?

 

მარიამი

 

არ ვიცი, სადმე...

 

 

სანდრო

 

სადმე, სადმე, ყველაზე ხშირად მანდ დავდივართ.

 

(მარიამი მოულოდნელად დგება და მიდის, ხელს უწევს სანდროს ისე რომ მისკენ არც ტრიალდება, თან ვისკის ბოთლი აქვს მოყუდებული, სანდრო დგება და მეორე მიმართულებით მიდის. მარიამს ქუჩაში რამდენიმე საქორწილო კაბის მაღაზიას ჩაუვლის. ბოლოს ერთერთთან ჩერდება. ორ წამიანი პაუზაა. მარიამს რაღაც იდეა მოსდის. გადადის მაღაზიის პირდაპირ მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე და ვისკის ბოთლს ბენზინით ავსებინებს. შემდეგ მაღაზიასთან ბრუნდება. იხსნის ჰალსტუხს და ბოთლში დებს. მოლოტოვის კოქტეილი მზადაა. იღებს სანთებელას, ჰალსტუხს ცეცხლს უკიდებს და მაღაზიის ვიტრინას ესვრის. ირთვება სიგნალიზაცია.

 

მარიამი (ვიტრინას უყვირის)

 

აი ესაა ქალის წყევლა. მთელი მისი ცხოვრების ოცნება, ამ კაბაზე ფიქრი უმახინჯებს აზროვნებას. ეს სინამდვილეში გალიაა, რომლიშიც მერე მთელ ცხოვრებას ატარებ.

 

ამ დროს საიდანღაც ჩნდება გაბრო, მცირე ყოყმანის შემდეგ, მარიამთან მიდის და ძალით გადაყავს ქუჩის მეორე მხარეს, მარიამი ეწინააღმდეგება, ფეხებს იქნევს, აგინებს. ისმის საპატრულო სირენის ხმა. სანდრო მარიამს სადარბაზოში შეათრევს და და მეორე გასასვლელიდან სხვა ქუჩაზე გადაყავს.

 

გაგრძელება იქნება...

 

 

 

/strong