ასლი (ნაწილი II)
დათო ყანჩაშვილი ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 03/07/2012
კატეგორია: სტატია

                                                                                                                                                                                                                                           ფოტო: გიორგი ნებიერიძე

 

 

@ დათო ყანჩაშვილი, ალექს ჩიღვინაძე

 

 

ასლი (ნაწილი II

 

იხ. პირველი ნაწილი

 

 

 

7.

 

 

გაბრო

 

ნუ მირტყამ წიხლებს, დაწყნარდი, იცოდე დაგიჭერენ!

 

მარიამი

 

მერე შენ რა ?

 

საპატრულო მანქანის სირენის ხმა ისმის. სანდრო მარიამს ხელს კიდებს და არ აძლევს უფლებას წავიდეს.  მარიამი წინააღმდეგობას უწევს.

 

მარიამი

 

ხელი გამიშვი.

 

(გაბრო პირზე ააფარებს ხელს. მათ წინ პატრული ჩაივლის, გაბრო მარიამს ხელს ხვევს და კოცნის. სანამ პატრული ქუჩიდან არ გადაუხვევს)

 

მარიამი

 

შენ ვინ ხარ?

 

გაბრო

 

გადაგარჩინე, მე რომ არა დაგიჭერდნენ.

 

მარიამი

 

რატომ გადამარჩინე? იქნებ ღამის გასათევი არ მქონდა და ციხეში მინდოდა ძილი. ან რა იცი რას გავაკეთებ აქედან რომ წავალ, იქნებ თავი მოვიკლა. იქნებ მერჩივნა ერთი   ღამე გამოსაფხიზლებელში გამეტარებინა და დილით ცოტა აზრზე მოვსულიყავი. რა იცი იქნებ ეს ჩემი დაჭერა ჩემსავე კეთილდღეობისთვის იყო საჭირო? ეხლა რადგან გადამარჩინე, ჰო შეიძლება წავიდე და ხიდიდან გადავხტე? თუ ეს ფეხებზე გკიდია და შენთვის მთავარი ის არის, რო საკუთარი თავით დატკბე, „გოგო გადავარჩინეო“? დაეხმარა უმწეო გოგოს და ახლა უკეთესი წარმოდგენა აქვს თავის თავზე! მისტერ უცნობი წმინდანი! წავედი მე და შენ დატკბი საკუთარი საქციელით, ნუ გეშინია მაინც ვერ გაიგებ რამე თუ მომივა ამაღამ...

 

(მარიამი მიდის.)

 

გაბრო

 

მოიცა, სად მიდიხარ?

 

მარიამი

 

რა იყო, აბა რა ვქნა შენს მითითებებს დაველოდო, როგორ ვიცხოვრო?

 

გაბრო

 

არა მე მაგას არ ვამბობ, უბრალოდ იქნებ...

 

მარიამი

 

რა იქნებ? არ მესმის რატომ შეიძლება ადამიანს შენსავით დიდი წარმოდგენა ჰქოდეს საკუთარ თავზე. ნუთუ არ გეყო ის, რომ გოგონა გადაარჩინე? ახლა გინდა, რო ამ გოგომ მოგცეს? საერთოდ რატო გგონია, რო ის რასაც  ფიქრობ კარგია ჩემთვის ?

 

გაბრო

 

არ ვიცი, ეს ხო ასეთი მარტივია, დაგიჭერდნენ, დაგაჯარიმებდნენ, მე კი უბრალოდ დაგეხმარე, არც შენი მადლობა მჭიდება და არც...

 

მარიამი

 

არა, მოიცა, ეხლა მე მინდა რამე კარგი რო გაგიკეთო, ოღონდ არ იფიქრო  სამაგიეროს გიხდი, აი უბრალოდ მინდა გაგიკეთო ისეთი რამ, რაც ჩემი აზრით კარგი იქნება შენთვის... ამაზე რას იტყვი?

 

(ხელკავს გაუყრის)

 

წავედით.

 

გაბრო

 

სად მივდივართ?

 

მარიამი

 

წამოდი, მოგეწონება...

 

 

 

8.

 

კაზინო, სალაროსთან.

 

მარიამი

 

500 დოლარის ფიშკები მიეცით ამას...

 

მოლარე მარიამის სიტყვას ემორჩილება და ფიშკებს გადმოალაგებს, გაბრო დაბნეული უყურებს.

 

მარიამი

 

რა ვითამაშოთ?

 

მიდიან რულეტკასთან. თამაშს უყურებენ. მარიამი ხელში ათამაშებს ფიშკებს.

 

მარიამი

 

აბა, რაზე დავდოთ? შენი საყვარელი ფერი მითხარი, ოღონდ დიდი არჩევანი არ გაქვს? წითელი ან შავი?

 

გაბრო

 

დადე რაზეც გინდა, შენ თამაშობ...

 

მარიამი

 

არა, ეს უკვე შენი თამაშია, ჩემი თამაში შენ ითამაშე ქუჩაში...

 

გაბრო წითელ ფერს ირჩევს და  ზედიზედ რამდენჯერმე იგებს.

 

მარიამი

 

შენი საყვარელი რიცხვი მითხარი...

 

გაბრო

საერთოდ არ მიყვარს რიცხვები...

 

მარიამი

 

მითხარი რომელიმე... რამდენი წლის ხარ?

 

გაბრო

 

ოცდაშვიდის.

 

(მარიამი მთელს ფულს 27-ზე დებს.)

 

მარიამი

 

ახლავე მოვალ...

 

გაბრო უყურებს რულეტკის ტრიალს. ყურებში სიჩუმე ჩაუგუბდება, ზერო ჯდება. გაბრო მიმოიხედავს. მარიამი არსად ჩანს. ის გასასვლელისკენ დაიძრება. გასასვლელში წინ კაზინოს ორი თანამშრომელი გადაეღობება.

 

დაცვის წევრი

 

სად მიბრძანდებით?

 

გაბრო

 

გავდივარ...

 

დაცვის წევრი

 

თუ შეიძლება გამოგვყევით.

 

გაბრო მორჩილად მიყვება. ის შეჰყავთ ოთახში, სადაც ერთი მაგიდა და ორი სკამი დგას. გაბროს მაგიდასთან სვამენ და ოთახიდან გადიან.  რამდენიმე წამში კარი ისევ იღება და ოთახში გივი შემოდის.

 

9.

 

კაზინო, გივის ოთახი.

 

(გივი მაგიდაზე დებს წიგნს და გაბროს გაზეთს. იხსნის ჯვარს.)

 

გივის მონოლოგი

 

შენ მიჩვეული ხარ, რომ შენთან შემოჰყავთ დამნაშავე ადამიანები, შენ არ გჭირდება მათი გასამართლება, შენ არ მერყეობ იმაზე ფიქრით დამნაშავეა ის თუ უდანაშაულო. არ ფიქრობ იმაზე, რომ ის შესაძლოა აქ ტყუილად შემოიყვანეს.  შენ იცი, რა უნდა გააკეთო. და იწყებ მასთან დიალოგს, ეუბნები რომ ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი, ეუბნები მუშტებით, და ის რამდენიმე თვის მანძილზე წაიკითხავს ამ სიტყვებს საკუთარ სხეულზე, იმდენჯერ წაიკითხავს, რომ ზეპირად ისწავლის. არასდროს უყურებ როგორ გამოიყურებოდა ის დარტყმამდე და დარტყმის შემდეგ, შენ ხვდები როდის არის საჭირო გაჩერება, ამას ხელებით გრძნობ, როდესაც უკვე დაბეგვილ ხორცს ეხები, ხორცი სხვანაირად იშლება შენი მუშტის ირგვლივ დარტყმის დროს, და ამ დროს ფიქრობ როგორ გძულდა ბავშვობაში ყასბის პროფესია, რომელსაც მთელი დღე მკვდარი ცხოველის ხორცთან ქონდა საქმე, ახლა ფიქრობ, რომ ეს თითქმის ერთი და იგივეა, ორივე ხორცს ამუშავებთ, ორივე ხედავთ სისხლს, მაგრამ ყასაბს არადროს  ესმის ხორცის სუნთქვა, რომელსაც სისხლი უგუბდება საყლაპავ მილში და ხროტინს იწყებს.

 

შენ ამთავრებ საქმეს, მიდიხარ ონკანთან და ხელებს იბან, სახეზე წყალს ისხამ და ისეთივე გრძნობა გაქვს, როგორი გრძნობაც ეუფლება ადამიანს,  პირველად რომ ჩადის მკვლელობას.  გულისრევა ამ დროს გარდაუვალია, სწორედ ამიტომ აჩვევ ორგანიზმს საკვების მიღებას ღამის საათებში, როცა არ მუშაობ, როდესაც იცი, რომ მონელებისთვის რამდენიმე საათი აუცილებლად გექნება.

 

(ფლეშბექი: გივი ამუშავებს კლიენტს, ურტყამს. შემდეგ ჩერდება, ნელ-ნელა იხევს უკან და ეყრდნობა კედელს. გადასვლა კედელი - ლოგინი. კედელი იქცევა ლოგინად გივის გადატრიალებისას. ის გადატრიალდება კესოს მკერდზე ადებს თავს და ტირის. ამ დროს კარზე ზარია. გივი დგება, აღებს კარს. კართან ორი მაწანწალაა, გაზეთებით. კესო წყალს სვამს.)

 

 

 

 

10.

 

კესოს სახლი. ტრანსექსუალების შეკრება.

 

ლიკა, თიკო და დოდო კესოსთან სახლში.

 

ლიკა და კესო ტელევიზორს უყურებენ. დოდო დივანზე წევს და თიკო მკერდზე თმას აშორებს. ცხელ ცვილს უსვამს მკერდზე. მერე სპეციაურ საფენს აფენს და ხელს ასრიალებს ზომოდან რო კარგად მიეწებოს მკერდზე. ტელევიზორში  ”ბონი და კლაიდი” გადის.

 

ლიკა

 

შენ მართლა იცი, რომ გურამა და სახალხო დამცველი საყვარლები არიან?

 

კესო

 

კი, გივიმ მითხრა...

 

თიკო უდარდელი სახით აფხრეწს დოდოს მკერდიდან ქაღალდს, დოდო კივის

 

ლიკა

 

ეგ ბოზი! აი თურმე რატომ დაგვიკიდა ფეხებზე.

 

კესო

 

შენ არ შეგიმჩნევია კაზინოში?

 

ლიკა

 

შეიძლება, მაგრამ არ მახსოვს.

 

დოდო ისევ კივის. თიკო ჯალათივით ადგას თავზე და  თმიან ქაღალდებს იატაკზე ყრის.

 

თიკო

 

მგონი რაღაც გამოდის!

 

დოდოს გაპრიალებულ მკერდზე ხელს უსვამს. 

 

ლიკა

 

არაფერიც არ გამოდის! ამ ქვეყანაში არაფერი არ გამოდის.

 

 

კესო

 

აი, იქაც არ  გამოდიოდა და გამოიყვანეს, – ტელევიზორისკენ იშვერს ხელს

 

დოდო

 

კარგი რა, ეგ სხვა დროა და სხვა სიტუაცია, – ხელს ისვამს მკერდზე.

 

კესო

 

სხვა დრო და სხვა სიტუაცია არ არსებობს, არსებობს პრობლემა და არსებობს გადაწყვეტა. გააჩნია შენ ვინა ხარ რა, მაშინ ჩამოვყაროთ ხელები და ვისხდეთ ესე, მოკლედ ჩემი აზრით რამე უნდა მოვიფიქროთ, არ მინდა საკუთარი თავი მეცოდებოდეს.

 

თიკო

 

გეთანხმები კესო, არც მე მინდა...

 

ლიკა

 

მეც გეთანხმები მარა რა ჯანდაბა უნდა ვქათ? როგორ?

 

კესო

 

აი ეგაა ზუსტად მოსაფიქრებელი.

 

 

 

11

 

 

რესტორანი. გურამი და სახალხო დამცველი ქეთინო ვახშმობენ.

 

 

სახალხო დამცველი

 

ღირსი იყავი, ამის შესახებ მოხსენება გამეკეთებინა. მთელი ქვეყანა გაიგებდა როგორ უპირებდი შენს ტრანსექსუალ თანამშრომელს გაჟიმვას.

 

გურამი

 

ჰო, გითხარი, თვითონ მეცა...

 

სახალხო დამცველი

 

დღეში ათას ეგეთ ზღაპარს ვისმენ...

 

გურამი

 

ახლა ყველა ჩემს თანამშრომელ ქალს ეჭვის თვალი ვუყურებ. ვეღარავის ენდობა  

რა კაცი...

 

სახალხო დამცველი

 

არა უშავს, ახლა შედარებით ფრთხილად იქნები, რომ შემთხვევით ვინმეს ინსტრუმენტი არ შეგრჩეს ხელში...

 

გურამი

 

ნეტავი ეს მამალი იყო თუ დედალი? (ხელში იღებს ქათმის ბარკალს)

 

სახალხო დამცველი

 

სულ გააფრინე ხომ შენ...

 

გურამი

 

არ ვიცი, უკვე არაფერი ვიცი (ბარკალს პირისკენ გააქანებს)

 

სახალხო დამცველი

 

გურამ, ის ფული მჭირდება ხვალისთვის. ჩემი დეიდაშვილის საპროცესო გარიგებისთვის რომ მოითხოვეს...

 

გურამი

 

ჩემი თანაშემწე მოგიტანს.

 

(მაგიდასთან მიმტანი მოდის.  წაბორძიკდება და გურამს კერძს გადაასხამს შარვალზე.)

 

მიმტანი

 

ბოდიში ბატონო, ახლავე გაგიწმინდავთ (მიმტანს ბოხი, კაცური ხმა აქვს. ის დაიხრება და გურამას შარვლის წმენდას იწყებს.)

 

გურამა

 

გაეთრიე, ხელი არ მომკიდო!  (ყვირის. მთელი რესტორანი მათ უყურებთ.)

 

 

12

 

სანდროს მანქანა.

 

(სანდრო საჭესთან ზის. მარიამი ცდილობს მართვაში  ხელი შეუშალოს.)

 

მარიამი

 

სანდრო, ვითომ არ არსებობს შუქნიშანი, ვითომ არ არსებობს წითელი ფერი, ვითომ არ არსებობენ სხვა მანქანები,  ცოტა სწრაფად, თორემ მგონია ადგილზე ვდგავართ...

 

 

სანდრო

 

გაჩერდი, დავარტყამ ვინმეს

 

 

მარიამი

 

სანდრო ვითომ ეს მანქანაც არ არსებობს, მარტო სისწრაფეა, სისწრაფე... მიადგი სანდრო, მიადგი გაზს...

 

(მარიამი მუსიკას რთავს. სანდრო გაზის პედალს აწვება. უეცრად მათ წინ ველოსიპედისტი ჩნდება. სანრო ბოლო მომენტში ასწრებს დამუხრუჭებას. ბიჭი თავის ველოსიპედიანად ინერციით გადაქანდება და წაიქცევა.

 

მარიამი და სანდრო მანქანიდან გადმოდიან. მარიამი ხედავს გაბროს, რომელიც შარვალს იბერტყავს. მარიამი გაოცებული უყურებს.)

 

მარიამი

 

შეენ?

 

სანდრო

 

შენ რა იცნობ ?

 

მარიამი

 

არა, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის.

 

(გაბროს ხელს კიდებს და გზაზე გადაჰყავს.)

 

მარიამი

 

წამოდი...

 

სანდრო

 

სად მიდიხარ?

 

მარიამი

 

დაგირეკავ სანდრო საღამოს.

 

(სანდრო ცოტა ხანს დგას და უყურებს, მერე ხელს ჩაიქნევს, მანქანაში ჯდება და მიდის.)

 

მარიამი

 

როგორ  გამოაღწიე კაზინოდან? თან ესე, – სახეზე აკვირდება

 

გაბრო

 

თითქმის ისე, როგორც იქ მოვხვდი.

 

მარიამი

 

აბა, ვაგრძელებთ თამაშს?

 

 

გაგრძელება იქნება...