7 მაისიდან - tbcartarea.ge
არტარეა
 
თარიღი: 06/05/2012
კატეგორია: სიახლეები

 

 
1785 წლის 7 მაისს ჟან პიერ ფრანსუა ბლანშარმა ამერიკელ ჯონ ჯეფრისომთან ერთად საჰაერო ბურთით პირველად გადაკვეთა ლა-მანში.
 
1824 წელს 7 მაისს ვენაში პირველად შესრულდა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია.
 
1887 წელს ამერიკელმა თომას სტივენსმა პირველად შემოუარა მსოფლიოს ველოსიპედით.
 
1833 წელს დაიბადა გერმანელი კომპოზიტორი იოჰან ბრამსი.
 
1861 წელს დაიბადა თაგორი, ინდოელი მწერალი და ფილოსოფოსი.
 
2012 წლის 7 მაისს, ცხრას რომ ოცი წუთი აკლდა, გაზაფხულის მშვიდ დილაში თავისი მძიმე ნაბიჯებით მიწისძვრა შემობაჯბაჯდა. ამ დროს ნინო დარასელი და სოფიო ხუნწარია არტარეას მნიშვნელობაზე ლაპარაკობდნენ. კედლები ზანზარებდნენ. ოპერატორები გარბოდნენ. 
 
2012 წლის 7 მაისს "Artarea TV2.0”-მა დაიწყო ფუნქციონირება.
 
გახდი ისტორიის ნაწილი!