Maeve Showcase-Mano Le Tough, Baikal, The Drifter
 
თარიღი: 03/10/2015
კატეგორია: სიახლეები

 

 

“მადლობა Mano-ს, რადგან მე არ მეშინია ჰაუს მუსიკის მომავლის“ - კრისტიან ბეიერის (AME) ეს ენთუზიასტური სიტყვები ერთ-ერთი ნიშანი იყო იმის, რომ Mano Le Tough თანამედროვე ელექტრონული მუსიკის მარათონში ჩაერთო. ამ მარათონის ნაწილი რამდენიმე წლის შემდეგ ლეიბლი Maeve-ც გახდა, რომელიც ირლანდიელი მუსიკოსების კოლაბორაციის შედეგია. სამ მეგობარს სამი ისტორია აქვს, მაგრამ Maeve-ს მხოლოდ ერთი და ისიც ჯერ კიდევ წერის პროცესშია. თბილისშიც ამ ისტორიის  კიდევ ერთი ფურცელი დაიწერება, თუმცა ამჯერად უკვე დაწერილს უნდა გადავავლოთ თვალი.

„როდესაც პატარა ვიყავი, მახსოვს, დედას ვეუბნებოდი, რომ კლუბში წასვლა მინდოდა. მაშინ 8-9 წლის ვიყავი და პირატულ რადიოს ვუსმენდი, შემდეგ კი გამუდმებით ვიძახდი, რომ ეს ძალიან მაგარია და მეც მინდოდა ღამის კლუბში. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ სანამ არ გავიზრდებოდი, მანდ ვერ შევიდოდი“ – Mano-ს ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება და მალევე კვეთს Mark Flynn-ს ისტორიას. მათ მიერ შექმნილი ბენდის მოსმენა მხოლოდ მათი მშობლების გარაჟში შეგეძლოთ, თუმცა მათი მიზნები ამ მასშტაბებში ნამდვილად ვერ დაეტეოდა. Mark-მა ფსევდონიმად The Drifter აირჩია და ვოკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით შეუდგა საკუთარი ისტორიის წერას. სანამ საკუთარი მუსიკის წერას დაიწყება, იგი სხვადასხვა პროექტებში ვოკალისტად გვევლინებოდა, თუმცა საცეკვაო მუსიკისადმი მისმა ინტერესმა The Drifter-ს საკლუბო სცენისთან უფრო მეტად დააახლოვა.

„ადრე ხშირად იყო მომენტები, როდესაც მინდოდა ყველაფერი სწრაფად მომხდარიყო. თუმცა მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ როცა გინდა წარმატებული გახდე, საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნო, და მე ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის“ - სწორედ ამ რწმენამ განაპირობა ის ფაქტი, რომ The Drifter-მა საოჯახო ბიზნესი საკუტარ ძმას შეატოვა და ბერლინში გადავიდა. „ბერლინური ოცნების“ ასრულება კი საკმაოდ რთულია, ისევე როგორც სხვა ოცნებების. „წლების წინ ლეგენდებად ვისმენდით, რომ არსებობს ადგილები სადაც Sven Vath და Ricardo Villalobos უკრავენ, დღეს კი ამ ადგილებში ჩემი მეგობარი Mano-ც უკრავს. ეს ადასტურებს, რომ ჩვენ სწრაფად გავიარეთ გზა“. მართალია Mark Flynn-ს ცოტა უფრო მეტი გზა დარცა გასავლელი,  თუმცა როგორც XLR8R-მა აღნიშნა, „მიეცით The Drifter-ს ცოტაოდენი დრო და თქვენ მას იხილავთ იქ (სადაც Papa Svan და Villalobos უკრავდნენ)! „

Mano -ს თვის ეს გზა დასრულდა და ახლა იგი სხვა, უფრო საინტერესო ეტაპზეა, როდესაც უკვე მასზე ლაპარაკობენ და სურთ იქ იყვნენ სადაც ის არის. Mano-სთვის „ბერლინური ოცნება“ უკვე გადამწყვეტ ფაზაშია , თუმცა იყო რთული მომენტებიც. ამ მომენტებში არ იგულისხმება ის ფაქტი, რომ მისი პირველივე ტრეკი, რომელიც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთა, Tensnake-მ იპოვა და მისი დარელიზების სურვილი გამოთქვა. არა, ასეთ მომენტებს რთულს არ ეძახიან, ეს ნამდვილად იღბლიანი შემთხვევა იყო. The Drifter-ის მსგავსად მისი ისტორიაც ირლანდიის ერთ-ერთ სანაოსნო ქალაქში დაიწყო და ბერლინში გრძელდება. დღეს ის თვლის, რომ მისი ყველაზე დიდი მიღწევა იმ ადამიანთა გულის მოგება, რომელთაც ფანებს უწოდებენ.

„ დროდადრო ხვდები, რომ ჩნდებიან ადამიანები, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებზე დადიან, თუმცა შენს მოსასმენად ხშირად მოდიან. ეს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მომენტია, ამ დროს ფიქრობ, რომ შენ ნამდვილად კარგი მსმენელი გყავს და მათი რაოდენობაც იზრდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბოლოს აუდიტორია წყვეტს ყველაფერს. მათ ყველაფერი შეუძლიათ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი ხდება, რომ დაიანხო როგორ მოქმედებს შენი მუსიკა მათზე“

მსოფლიოში ყველაზე ღრმა და  ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბის შესახებ რაიმე გსმენიათ? ეგ არაფერი, ერთმა ჰოლანდიელმა ბიჭმაც გაიგო მის შესახებ და მუსიკალურ ფსევდონიმადაც აირჩია. მისი ტრეკი Just You And Me  ლეიბლ Maeve-ს პირველი რელიზი გახდა. Mano იხსენდებდა, რომ ლეიბლის დაარსებას პროვოცირება სწორედ Baikal-მა გაუკეთა.

„ მე და The Drifter-მა მოვისმინეთ მისი ტრეკები და ძალიან მოგვეწონა. მას კი ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა სად დაერელიზებინა და ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ თვითონ გავაკეთებდით ამას“ – „Maeve ლეიბლია ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის“. მალევე Maeve-მ სტუდიაში დარჩენას მოგზაურობა ამჯობინა და მსოფლიო საკლუბო სცენის ბევრს საინტერესო ქალაქს ესტუმრა. თბილისი ამ ქალაქების რიგში ჩადგა და 16 ოქტმომბერს Meave-ს შოუქეისი საქართველოშიც გაიმართება. და Maeve-ს ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი დაემატება.

 

ავტორი: rezz

 

https://www.facebook.com/events/1533706490264599/