ანდრო ერაძე
 
თარიღი: 02/11/2015
კატეგორია: სტატია

           

 

13 ივნისის ტრაგედიამ, დიდი ზარალი მიაყენა თბილისს. ასეთი მძიმე სტიქია ქალაქისათვის ზედმეტად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა სოლიდარობის განცდისა და ერთიანობის შეგრძნების უნიკალური უნარი, რომელმაც შეკრა და გაამთლიანა ადამიანები ასაკობრივი, კლასობრივი, რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობის მიუხედავად. ამ დღეების განმავლობაში თბილისში და ზოგადად საქართველოში მოქალაქეების სრულიად გაცნობიერებულ ქმედებებში ისეთი ძვირფასი პიროვნული თვისებების დანახვა შეიძლებოდა, რომელთა გამომჟღავნების შანსი ჩვეულებრივი, წვრილმანი და ყოფითი პრობლემების პირობებში მათ არ მისცემიათ. ქალაქი იყო უპრეცედენტოდ მობილიზებული, სოლიდარული და ერთიანი.