"იმპოტენტი ჯორჯი და ფრიგიდული თაინა” - ქართული "დადა” ბატაის სცენასთან
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 17/07/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

 

@ ლეო ნაფტა

 

 

,,იმპოტენტი ჯორჯი და ფრიგიდული თაინა” - ქართული ,,დადა” ბატაის სცენასთან

 

,,ძირს ესთეტიზმი!”- თაინა

მოქმედება პირველი.

 

***

 

პიესა, რომელიც არასდროს არსად არ დაიდგმება. ან დაიდგმება, ოღონდ ჩუმად - სადმე სარდაფში, ტოქსიკური ნივთიერებებით შეწამლულ ძველისძველ ნანგრევებში ან პახმელიის სუნით გაჟღენთილ ნამძინარევ ოთახში. პიესა, რომელსაც მხოლოდ 5 მოქმედი გმირი ჰყავს - აქედან ერთი მაყურებელია, მეორე ბებერი სტრიპტიზიორი ქალი, მესამე სარტრის სული და დანარჩენი ორი იმპოტენტი ჯორჯი და ფრიგიდული თაინაა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს უკანასკნელი ორი მონაწილეობს სპექტაკლში ბებერ სტრიპტიზიორთან ერთად. მოქმედება, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვეულებრივი დახურული საცხოვრებელი სახლია, სადაც ყოველი ჩვენგანი არსებობს და ალბათ სუნთქავს კიდეც, ყოველ შემხთვევაში, ჩვენ ასე გვგონია.

 

ბატაის ამ პიესაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - აქ არც ჭეშმარიტებას ეძებს ვინმე, არც სცენაზე გართხმული იხოკავს სახეს იმის გამო, რომ ვიღაც  სულელმა შეყვარებულმა მიატოვა და არც სიკვდილ/სიცოცხლის თუ ყოფნა/არყოფნის საკითხებს იხილავენ, აგერ უკვე ამდენი მილიონია წელია რომ აფიქრებს ფაქიზი სულის ინტელექტუალ თუ უინტელექტო პოეტებს და მორალისტებს.

 

იმპოტენტი ჯორჯი თავის ფრიგიდულ გოგოს, თაინას სთავაზობს კინოჟურნალის გამოშვებას, ოღონდ სთავაზობს ისე, როგორც ვიცით ხოლმე ზოგადად, ადამიანებმა - წამოსცდება, თაინასაც მოეწონება იდეა. თუმცა მერე ორივეს დაავიწყდება. მანამდე ჯორჯი სიხარულისგან ხტუნავს, ისინი ერთმანეთს ეხუტებიან და მიდის მონოტონური ბოდვა:

,,თაინა: _ რა კარგია, რა მშვენიერია ჯორჯ. კინოჟურნალი. ეს ხომ ჩვენს ოცნებათა აპოგეაა. ჯორჯ, შენ ერთადერთი მამაკაცი ხარ ვისაც ასე თუ ისე ვიტან.
ჯორჯი: _ ალბათ იმიტომ, რომ მე იმპოტენტი ვარ, ხოლო შენ ფრიგიდული და ჩვენი ლიბიდო ხელს არ გვიშლის ინტელექტუალურ შემოქმედებაში.
თაინა: _ მართალი ხარ ჯორჯ. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინე ჩვენ რომ საკუთარ ეგოს საშუალება მივცეთ გვაკონტროლოს ჩვენ და ჩვენი ემოციები და ინსტიქტები. ღმერთო, რა საშინელებაა, ამაზე ფიქრიც კი მზარავს.
ჯორჯი: _ ძირს ეგო!
თაინა: _ ძირს!”

 

მოკლედ, სადღაც შუაში მოხუცი სტრიპტიზიორიც გამოჩნდება სპეცმოწვევით და მაყურებელს ართობს, მერე სცენაზე ჩამოდის ეკრანი, რომელშიც  ცნობილი კანადელი ფიზიოლოგისა და სექსოპათოლოგის ფილიპ ლე გროსის 1939 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი - ,,სპერმატოზოიდი და კაცობრიობა” - გადის.  სადაც დაწვრილებით, სრულიად დეტალურად არის განხილული სპერმატოზოიდის როლი და მნიშვნელობა კაცობრიობის და მთლიანად ცივილიზაციის განვითარებაში. ბოლოს ჯორჯი თაინას თხოვს წაიკითხოს ირა ვოდომლანსკაიას "ლამანჩელი ქალწულის იმედგაცრუებული დედის შესახებ\" - თაინა ტრუსიკიდან იღებს პატარა წიგნს და კითხვას იწყებს, ჯორჯს აუდგება, ამასობაში თაინაც სველდება და ისინი პირდაპირ სცენაზე იწყებენ ჟიმაობას. თაინას უხეში სექსი უყვარს,  ჯორჯიც აყვა სურვილებში და როგორც ჟარგონულად იტყვიან - ,,ბოლომდე”  გადაიჯვეს თავზე. ბოლოს გაახსენდებათ კინოჟურნალი და ჯორჯი ამოიძახებს:  ჟურნალს უნდა დავარქვათ "სექსი, სექსი, სექსი და სინემა".

 

ასე მთავრდება ყველაფერი.

 

***

 

ბატაის ამ პიესას სხვა ბევრი დატვირთვა და ქვეტექსტი აქვს, მაგრამ

რატომ  გამახსენდა ახლა, ამ ზოგადქართული დიდი დეპრესიის დროს? –

 

ჩვენს საუკუნეში, როცა აკრძალვები ფაქტობრივად ჩვენივე გამოგონილი აბსტრაქციაა და მის გარეშეც მშვენივრად ვიცხოვრებდით - ვთქვათ ისე, როგორც ცხოვრობდა ანტიკური ხანის ადამიანი, ან შემდეგ, ან იმის შემდეგ, ან თუნდაც მას შემდეგ, რაც ქრისტე, ბუდა და მუჰამედი მოვიდნენ თავიანთი დოგმებით და მარტვილობით, რომლებმაც მთლიანად დაანგრიეს ადამიანის გარე თუ შიდა მიზიდულობები და ის პატარა ღმერთად, საკუთარ თავში გამოკეტილ საცოდაობად აქციეს - ჩვენ მაინც ვცდილობთ დავიხშოთ და გავიგუდოთ, სუნთქვა შეგვეკრას და ჩავიკეტოთ.

 

ინტერნეტ სივრცის ყველა ბინადარი ჩუმად ან ხილულად, მაინც მიმართავს ვერბალურ თვითონანიზმს - იქ, სადაც ყველაფერი გახსნილია და ღიაა და ფაქტობრივად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მთლიანად შეგიძლია გახსნა საკუთარი შიგნეულობა, ის შიგნეულობა, რომელიც ბატაის პერსონაჟებივით იმპოტენტები და ფრიგიდულები გეგონა - მაგრამ მაინც, რატომღაც გარეთ არ გამოგვაქვს გამოფატრული ,,მეები” და გახსნილ ნაკერებს სასწრაფოდ, მსხვილი ძაფებით ვკერავით, თან ისე ვკერავთ, რომ გარდაცვალების შანსიც არ აქვს - იქნებ გარდაცვალების მერე მაინც ენახა ვინმეს. შიგნეულობას, რომელიც  ირა ვოდომლანსკაიას რომანებზე მეტად აღგვაგზნებს და  მხოლოდ იმ ოთახებში, ინტერნეტ კაფეებში თუ სამსახურის მონიტორებში დარჩენილ, დავირუსებულ საიტებად რჩება, რომლებიც დროსთან ერთად მშვენივრად თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების, მრავალშვილიანი ოჯახების, ტრადიციული ფასეულობების, სადღეგრძელოების თუ პოლიტიკოსების გვერდით.

 

 

***

მთელი სამყარო პორნოგრაფიის სახლია. სახლი, სადაც სურვილები თანხმობაში მოდის  შემოქმედებასთან, პოეზიასთან და ოცნებებთან. მე კი ასე მგონია, რომ მხოლოდ ჩემ ქვეყანაში დადიან ადამიანები ჩუმად, ისე ჩუმად, რომ უკვე მეშინია მათი გამოღვიძების, ისე უცებ შეიძლება იხეთქოს ყველაფერმა ერთად. სწორედ ისე, როგორც ერთი დიდი  ქართველი პოეტი აშინებდა კაცობრიობას საკუთარი ,,ულმობელი გამოღვიძებით”. აქ წერენ და იღებენ ერთი და იგივეს, აქ წერენ და ერთმანეთს ტაშს უკრავენ ერთი და იგივე ადამიანები, აქ ყველა ეკრანი ერთნაირი და არაბუნებრივია - მთლიანად დაცლილია ადამიანური ბუნებისგან და ვულგარულად არტისტული, ძალიან უშნო ტყუილია.

 

ამ დროს კი, სხეული ათავისუფლებს.

 

სხეული ძალაა, რომელიც ჩაკეტილ სცენაზე, სრულიად თავისუფალი და ამაყი, თავისუფლდება სადღაც შიგნით ჩაბეტონებული ღმერეთებისგან და ბატაის პერსონაჟი ფრიგიდული ქალივით, ამოიძახებს: ხო ძვირფასო, სექსი განკურნავს იმპოტენტ და ფრიგიდულ ხელოვანებს.

 

პ.ს. გაგრძელება იქნება.