ხელოვნური ინტელექტი (AI) და ვირტუალური რეალობა (VR) კრეატიულ ინდუსტრიაში
თათია კარიაული
 
თარიღი: 24/06/2016
კატეგორია: ლიტერატურა

1) VR არის შემდეგი დიდი ნახტომი

ვირტუალური რეალობის მიმართ კანში 2015 წელსაც იგრძნობოდა ინტერესი, თუმცა 2016 წელი შეიძლება კანში ვირტუალური რეალობის წლადაც ჩაითვალოს. უკვე გამოჩნდა რეალური მაგალითები კამპანიებში, samsung-მა ფესტივალზევე ვირტუალური რეალობის ტური შემოგვთავაზა, ხოლო გუგლმა ახალი ვირტუალური სახატავი ტექნოლოგიის vive-ის პრეზენტაცია თავისსავე სანაპიროზე მოაწყო.

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიამ გამომცემლობების მოღვაწეობა სხვა ეტაპზე გადაიტანა, New York Times-მა, 2 გრან პრი მოიპოვა Mobile Grand Prix and Lions Entertainment Grand Prix, მისი ვირტუალური რეალობის კამპანიით “The Displaced”, რომელმაც მაყურებელი ლტოლვილი ბავშვების ცხოვრებაში გადაიყვანა.

 

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოსვლა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებზე wired-ის დამფუძნებელს კევინ კელის (Kevin Kelly) ეკუთვნოდა. მისი თქმით, თუ ადრე მკვლევარებს მიაჩნდათ, რომ VR გამოიწვევდა ადამიანის იზოლირებას და ვირტუალურ სამყაროში ჩაკეტვას, ახლა უკვე ცხადი გახდა, რომ მისი განვითარება მიდის ყველაზე სოციალური მიმართულებით და მისი თქმით, “VR will become the most social of all social media”

 

2) ხელოვნური ინტელექტი არის მომავალი

ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე მეტად განხილული თემა იყო წელს. დისკუსიები განსაკუთრებული ენთუზიაზმით მიდიოდა თემაზე, თუ რამდენად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს შექმნას შემოქმედებითი სამუშაო: რეკლამა, ხელოვნების ნიმუში, ფილმი, თუ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მოიგოს კანის ლომი. ამ თემის დემონსტრირებისთვის სააჩის და სააჩის ყოველწლიურ რეჟისორების ფილმების ჩვენებაზე, ერთ-ერთი ფილმი Eclipse მთლიანად AI-ის მიერ არის შექმნილი.  

 

თუმცა წელს მონაწილეების უმეტესობა აღნიშნავდა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თემა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ჩვენ მის სრულ პოტენციალს ჯერ ვერც კი ვხედავთ. ამიტომ მოსალოდნელია, რომ 2017 წელს ხელოვნური ინტელექტი უფრო თვალსაჩინო კვლევებით, ახალი მაგალითებით და ქეისებით დაბრუნდება კანში და აქტუალურობა კიდევ უფრო მოემატება.