კანის კრეატიული ფესტივალი 2016 - გამარჯვებულები
თათია კარიაული
 
თარიღი: 27/06/2016
კატეგორია: ლიტერატურა

8 დღის განმავლობაში კანის ფესტივალზე კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე ცხელი, მიმდინარე თემების განხილვა, დისკუსიები, სემინარები და ვორქშოფები მიმდინარობდა. თუმცა ფესტივალის კულმინაცია და რასაც ყველა იქ მყოფი ელოდა, მაინც წლის საუკეთესო კამპანიების გამოვლენაა და ამიტომაც 4 დღის განმავლობაში მთლიანად ივსებოდა დიდი დარბაზი გამარჯვებულების პირველად, live-ში გაგების მსურველი დელეგატებით.

 

Film Grand Prix: Harvey Nichols, Shoplifters, adam&eveDDB, London

ამ ნამუშევრის გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ მთავარია იდეა და არა ბოლო უმაღლესი დონის კამერით, გადაღების ტექნიკით რგოლის გადაღება. ფარული კამერებით გადაღებული Harvey nichols-ის საბონუსე სისტემის შესანიშნავი რეკლამა საკმაოდ viral და დისკუსიის გამომწვევიც აღმოჩნდა.

 

 

Film Craft Grand Prix: Under Amour, Rule Yourself Michael Phelps, Droga5 New York

მაიკლ ფელფსის მზადება ოლიმპიადისთვის, მარტინე დე ტურაის გადაღებული რეკლამა რეჟისურის, გადაღების, კოპირაიტის, საუნდისა და განათების უმაღლესი დონის ნაზავს წარმოადგენს, რომლის ერთხელ ყურების შემდეგ ამას აუცილებლად რამდენჯერმე გაიმეორებთ.

 

Cyber Grand Prix and Creative Data, Lions Innovation: ING, The Next Rembrandt, JWT Amsterdam

ტექნოლოგიის გამოყენება შემოქმედებით სფეროში ძალიან აქტუალური თემაა. “Next Rembrandt”-ის ექპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს.

 

 

 

Mobile Grand Prix and Lions Entertainment Grand Prix: NYT VR, with Google, GE, Mini, New York Times, T Brand Studio

როგორ შეიძლება წარმოიდგინო თავი ყველაზე კარგად ლტოლვილი ბავშვების ადგილას და გაგიჩნდეს ემპათიის გრძნობა? New york times-მა ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის საფუძველზე შეძლო მაყურებლის მათს ცხოვრებაში გადაყვანა.

 

 

Outdoor Grand Prix: Heineken New Zealand, Brewtroleum, Colenso BBDO

რა კავშირია ლუდის დალევასა და მსოფლიოს გადარჩენას შორის?

 

 

Direct Grand Prix: Swedish Tourist Association, The Swedish Number, Ingo

შვედურმა ტურიზმის სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი შვედი მოქალაქე ყველაზე უკეთ შეძლებდა ტურისტისთვის თავისი ქვეყნის გაცნობას, ამიტომ შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვითაც სხვა ქვეყნიდან ტურისტი ერთი ჩვეულებრივ შვედის ნომერზე რეკავდა. კამპანიაში შვედეთის პრემიერიც კი ჩაერთო.  

 

 

Media Grand Prix and Print & Publishing Grand Prix: Burger King, McWhopper, Y&R NZ

მშვიდობის დღეს ბურგერ კინგმა მაკდონალდს გაერთიანება და ერთობლივი ბურგერის შექმნა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ მაკდონალდსიდან მის ინიციატივას დადებითად არ შეხვდნენ, მაგრამ ამას ბურგერ კინგისთვის ხელი არ შეუძლია publicity-ს დაგროვებაში.

 

 

Design Grand Prix: Panasonic, Life Is Electric, Dentsu Inc

ოდესმე გიფიქრიათ ელექტოობის რეალურ ღირებულებაზე? ან რა კავშირი აქვს ელექტროენერგიის მოხმარებას ეკოლოგიასთან?