A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

„ჩიტი გვრიტი მოფრინავდა, მე შროშანი მეგონაო“ ანუ რეალობის „ქართული“ აღქმა - ARTAREA.TV
 
 
 


„ჩიტი გვრიტი მოფრინავდა, მე შროშანი მეგონაო“ ანუ რეალობის „ქართული“ აღქმა
ლელა ჩილინგარიშვილი
 
თარიღი: 17/09/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ ლელა ჩილინგარიშვილი
 

„ჩიტი გვრიტი მოფრინავდა, მე შროშანი მეგონაო“  ანუ  რეალობის „ქართული“ აღქმა

 

 

„ჩიტი გვრიტი მოფრინავდა, მე შროშანი მეგონაო.“ – ამ სიტყვებით იწყება ერთი, თითქმის იგივე სახელწოდების ქართული სიმღერა (მუსიკა: რ. ლაღიძე, ტექსტი კ. ლორთქიფანიძე), რომელიც ჯერ ფილმ „შერეკილების“ ბოლოს სცენიდან და მერე ქართული სუფრების მუსიკალური ნაწილებიდან დიდი ხნის წინ შემოვიდა ჩემს ბავშვობაში და წაუთვლიმა. როცა ამ სტატიის მთავარ თემას, რომელსაც შენ ახლა კითხულობ, ჩემი ცნობისმოყვარეობა პირველად შეეხო, ერთ პატარა ქართველს ჩემს მეხსიერებაში უცებ გამოეღვიძა, თვალები მოიფშვნიტა და მეც სიმღერით გამისტუმრა ვალი: ჩიტი გვირიტი მოფრინავდა... ო... რანინა.... მე შროშანი მეგონაო, ო... რანინა..

 

 

მინდა აღვნიშნო, რომ ეს პატარა კაცუნა ქართული მუსიკის და პოეზიის ლირიკულ სინთეზს მშვენივრად და მონდომებულად წარმოადგენს, მაგრამ ჩემი დღევანდელი თემა, ამ სიმღერის მუსიკალურ და ტექსტუალურ მხარეს საერთოდ არ ეხება. მე ამ სიმღერის პირველმა სტროფმა, უფრო სწორად მისმა იდეურმა მარცვალმა საყოველთაოდ საამაყო ქართულ ეთნოფსიქოლოგიურ ფენომენზე დამაფიქრა. ჰოდა, ვიფიქრე, სინამდვილის აღქმის პროცესების ილუსტრაციით, იქნებ ჩემი დილეტანტური ფსიქოლოგიური, მაგრამ კარგი ქართველოლოგიური გამოცდილებით მივხვდე, თუ რას ნიშნავს:  “ჩიტი გვრიტი მოფრინავდა, მე შროშანი მეგონაო“ ანუ როგორია ბოლო წლების განმავლობაში რეალობის „ქართული“ აღქმა?

 

* * *

 

ჯერ დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის ზოგადად რეალობა კაცობრიობისთვის? რა არის რეალობის და მისი აღქმის პროცესების თავისებურებები ფსიქოლოგიისთვის და რას ნიშნავს ქართულად გადმოთარგმნილი რეალობა?

 

რეალობა\სინამდვილე ზოგადი ფორმულირებით კაცობრიობისთვის უამრავი დისკურსებით და ურთიერთგამომრიცხავი თეორიებით სავსე თემაა და მისი ობიექტურად აღქმის პრობლემატიკაზე ფიქრი 2400 წელზე მეტს ითვლის. სოკრატეს აზრით, ადამიანის ცნობიერებისთვის, სინამდვილის ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია. თუმცა არსებობს რეალობის სხვა ფორმაც, რომელიც ფაქტებს ემყარება. ანუ ადამიანს, ეჭვგარეშე შეუძლია დაადგინოს რომ ყვავილი წითელია, თუ ის ხედავს რომ ყვავილი წითელია. მიუხედავად იმისა რომ, სამყაროში არსებობს იგივე წითელი ფერის აღქმის ალტერნატიული გზები და რეალობის შემეცნების საპირისპირო მიმდინარეობები, მაგალითად კონსტრუქტივიზმი, კაცობრიობის გამოცდილება მაინც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რეალობის აღქმის პროცესი რამოდენიმე ხელმოსაჭიდი და საუკუნეებ გამოვლილი ფორმულირებით იწყება. კერძოდ, ის ჩვენში გრძნობების ორგანოების საშუალებით შემოდის: თვალები–ხედვა, ყურები–სმენა, ენისწვერი–გემო, ცხვირი–ყნოსვა, თითები–შეხება. ამ ორგანოებისგან მიღებული ინფორმაცია, გადამუშავების პროცესების შემდეგ რჩება ჩვენში, როგორც ჩვენი გონების მიერ აღქმული სინამდვილე, რომელზედაც ჩვენ შესაბამისად ვრეაგირებთ.


მაგრამ, მხოლოდ ეს გრძნობების ხუთეული ვერ განსაზღვრავს ჩვენი აღქმის არსს. მათზე მეტად, ამ ინფორმაციის გადამუშავებისთვის მნიშვნელოვანია ფენომენები, რომლებიც ჩვენ გარკვეული სინამდვილის კონსტრუქციაში გვეხმარებიან.  ასეთ პროცესებად მეცნიერები და ფსიქოლოგები სხვადასხვა იერარქიას არჩევენ, ქვემოთ მოყვანილ სქემაში ერთ–ერთი ასეთი სინამდვილის აღქმის მიმდინარეობაა მოყვანილი.

 

 

ამ სქემის იერარქიის თანახმად, ჩვენგან მიღებული ინფორმაცია ჯერ იფილტრება იმის მიხედვით, თუ რა სურვილები, ინტერესები, შიშები და მიზნები აქვს ადამიანს, რის მერეც ხდება მისი აღქმა, შეფასება, შეგრძნება და იმპულსის მიცემა მოქმედებისთვის.

 

ამ პროცესებზე კი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ცხრილში შედარებით მკრთალი შრიფტით მოცემული პირობები ანუ წარმოდგენები და ფასეულობები და მათ ფონზე აღქმული საკუთარი თავი და საკუთარი სურვილები.

 

ჩემი სტატიის მიზანი ამ უკანასკნელი ფენომენების კრიტიკული ანალიზია,  ანუ მე შევეცდები დავაკვირდე მცდარი წარმოდგენებს და ფასეულობებს, რომლებიც საშიშ მცდარ რეალობას და კიდევ უფრო საშიშ – მასზე მცდარ რეაგირებას განაპირობებენ. და თანაც ჩიტს და გვრიტს რომ არ გავექცეთ, მოვუხმოთ მაგალითებს, რომ თქვენ კითხვა გააგრძლოთ და მე – თხრობა.

 

რატომ ჰგონია ქართველს ჩიტი–გვრიტი შროშანი? არის შროშანი აქ სხვა სახეობის ჩიტი, იგივე შოშია და აქ საქმე გვაქვს უბრალოდ აღსაქმელი საგნის სახეობების არევაში? თუ შროშანში აქ ყვავილი იგულისხმება და ამ შემთხვევაში უფრო დიდ სირთულესთან მივდივართ, ანუ ქართველ კაცს ეგონა, რომ ჩიტი კი არა, ყვავილი მოფრინავდა? მეორე ეგონა კიდევ ისაა, რომ სადაც კარგი გოგო ნახა, ყველა თავისი ეგონა... და ეს კიდევ სხვა თემაა. და რომელია ამ შემთხვევაში რომელთან შესადარებელი, ჩიტი–გვრიტი ჯობია თუ შროშანი? ნეტა ეს რომელი როგორ ჰგონია ქართველს? აბსტრაქტულად ჟღერს, ამავედროს ქართულად. მაგალითები ამისთვის ბევრია, მათზე მე ბევრი ვიფიქრე და დამერწმუნეთ, კონკრეტულად რომელიმე მოიყვანო ეს ძალიან რთულია,  რადგან ასეთი მაგალითები იმდენად ბევრია რომ  ისინი ყოველდღიურობას თითქმის ბოლომდე ავსებენ. თუმცა მეც აბსტრაქტული რომ არ ვიყო, ერთ მაგალითს მაინც მოვიყვან, რომელიც შეიძლება ბევრი სხვა პერსპექტივიდან დავინახოთ და მას შესაბამისი მიზეზებიც მოვუძებნოთ.

 

რატომ ჰგონია ქართველს, რომ მისი პიროვნება და მისი რეალობა ხშირად სტატუსის სიმბოლოებისგან და სამომხმარებლო საგნებისგან შედგება? როგორც ვახსენე, ამ პრობლემის დანახვა სხვა ბევრ პერსპექტივაში შეიძლება. იმიტომ რომ, როგორც სხვა მზით განებივრებულ ხალხებს, სამომხმარებლო ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, იმიტომ რომ დიდხანს არ იყო ამის საშუალება, და ახლა გავგიჟდით, იმიტომ რომ ვერ ვვითარდებით იმ მიმართულებით, რომელიც შეგვიქმნის ჩვენი თავის და სხვების აღქმისთვის სხვა კრიტერიუმებს.

 

ამ ფაქტს რომ გავყვეთ, თუ გიფიქრიათ იმაზე, რატომ დადიან საქართველოში დიდი, მუქი ჯიპებით? რა ფასეულობები და წარმოდგენები კარნახობენ ხშირად უმუშევარ, ან დროებით მომუშავე ადამიანს, სესხით, ან „დროებითი ფულით“, მაგრამ მაინც იყიდოს ძვირადღირებული და რაც შეიძლება დიდი მანქანა, რომელიც მეტ საწვავს წვავს, (რომლის ფული მას არა აქვს) დიდ ადგილს იკავებს და ეკოლოგიურად უფრო მეტად აბინძურებს მისივე (სხვებზე რომ არ ვილაპარაკოთ) სასუნთქ ჰაერს?

 

ეს ადამიანი ყნოსავს გამონაბოლქვს, ყოველდღე ხედავს და ეხება იმ ფაქტს, რომ უფრო და უფრო ნაკლები ადგილია მის ირგვლივ თავისუფალი, ის ხედავს ზოგჯერ საკუთარ არამდგრად ფინანსურ მდგომარებას, მაგრამ მის გარემოში დამკვიდრებული ფასეულობები და წარმოდგენები ცვლიან მის მიერ, გრძნობის სხვადასხვა ორგანოთი დანახულ სინამდვილეს.

 

სქემის მიხედვით რომ მივყვეთ, ნამდვილი სურათი, რომელიც მას წესით არ უნდა აძლევდეს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას, მთლიანად იცვლება წარმოდგენების და ფასეულობების შედეგად, რომლებიც მის გარემოში მოჩვენებით სამყაროს ქმნიან. ანუ ცაში მოფრინავდა პატარა ჩიტი და როგორც სიმღერაშია, მას ეგონა, რომ ეს შროშანი იყო, ან დღევანდელობას როგორც უფრო შეეფერება – მას ეგონა რომ ეს ფარშევანგი იყო. და მერე ეგონა რომ ამ ფარშევანგის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ მას უჩნდება ცხოვრების დავალება და ქმდების იმპულსი – მოიპოვოს ჩიტი, გვირიტი ან ფარშევანგი, ან თავად გახდეს იგი. ამისთვის, ის ირჩევს დასახული მიზნის მისაღწევად არსებული ვარიანტებიდან ერთ–ერთს და იღებს გადაწყვეტილებას. ანუ მიდის და იღებს სესხებს, ან ხარჯავს დროებით, ჯერ კიდევ გაუსესხებელ ფულს, იმისგან და ამისგან, ბანკისგან და მშობლებისგან, რომ სხვებმაც მასში უბრალოდ ჩიტი კიარა, ფარშევანგი დაინახონ. ამ ფარშევანგებისგან იქმნება ახალი რეალობა, რომელიც ზემოთ მოყვანილ ცხრილში ბოლო და პრინციპში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა. ესაა საშიშროება, რომლის უცვლელი რესტარტი შესაძლებელია, რომელიც მილიონობით ახალ და მცდარ რეალობებს  პროდუცირებს, დამახინჯებული წარმოდგენების და ფასეულობების პატარა და დიდ ქმნილებებს.

 

ამ მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბევრი ამ გულისძგერით ქართველი, თავისი მცდარი რეალობის აღქმით, ქმნის არამარტო საკუთარ მცდარ რეალობას, არამედ საერთო მცდარ რეალობას. ამ საერთო მცდარ რეალობას დიდი ხანია ასევე ისტორიული და სოციალური სირთულეები განაპირობებს. დანგრეული სისტემები და გაჩერებული განვითარებები კიდევ უფრო უარესს ხდიდა და ხდის რეალობაში სწორ ორიანტაციას.

 

ამასთან ერთად, რაც ჩვენი დროისთვის აქტუალური და სავალალოა, დღევანდელი ქართული პოლიტიკური და რელიგიური აფსურდი ასევე წარმატებით განაგებს ამ მცდარი სინამდვილის სივრცეს. სახელმწიფოს ეს ორი ორიენტირი იძლევა ჩიტებისთვის ცას და ფარშევანგებისთვის საჭირო ლოკალიზაციის სიგნალს. აი, აქ კომფორტულად ცხოვრობს პატარა ჩიტი, რომელიც შროშანია, ან შოშია, აი, აქ, ხედავენ მას და აი, აქ, არის მისი “სინამდვილე“, სადაც ეს ინსტიტუციები პირველ რიგში თავად განალაგებენ ჩიტობისთვის კაირადა ფარშევანგობისთვის საჭირო სტატუსის საგნებს და ფასეულობებს, რომლებიც სპეციალურად კლასიფიცირებულ წესრიგში, შესაბამის შინაარსებს შეიცავენ. ანუ ისინი თავად ქმნიან პოზიტიურ სურათს სხვადასხვა არასაჭირო ფუფუნების საგნებით გაბღენძილი ადამიანებისა.

 

რატომ ისინი და ან როგორ? ამისთვის საჭიროა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი მაგალითი გავნავრცოთ, დიდი და ძვირიანი მანქანების შესახებ, ამ საერთო, მცდარ სინამდვილეში დავინახავთ რომ პოზიციური თუ ოპოზიციური პოლიტიკოსები და ეკლესიის მსახურები თავად ყველაზე დიდი ფარშევანგები არიან, უფრო და უფრო დიდი ჯიპებით და უფრო და უფრო მრავალსართულიანი სახლებით. სადაც, პატარა ჩიტის ფარშევანგობაზე ფიქრებს და ოცნებებს რათქმაუნდა ლეგიტიმური უფლება აქვთ და ამისთვის ისინი შესაძლებელია ნაკურთხიც არიან, ჰქონდეთ დიდი სახლები და ჰყავდეთ დიდი მანქანები, და არ ჰქონდეთ გაცნობიერებული სამყაროს არასაკმარისი რესურსი დედამიწელებისთვის. არ ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ სახლში მოშვებული ონკანი, პირდაპირ კავშირშია იმ ბავშვთან, რომელიც აფრიკაში წყურვილით კვდება. ეკოლოგიურ პრობლემებს რომ არ შევეხოთ და რეალობის აღქმის სირთულეებს დავუბრუნდეთ, ალბათ მაინც უნდ ავთქვათ, რომ აქ ყველაფერი მაინც ჩიტის ბრალია, ან კაცის რომელსაც ეგონა რომ ჩიტი–გვრიტი მოფრინავდა, მაგრამ ის შროშანი ყოფილა. რადგან ამ კაცს, ეს თავისი ჩიტურ–გვრიტული მდგომარეობა შეუყვარდა და მისი სიყვარულის ერთგული დარჩება ალბათ ძალიან დიდხანს.

 

და ეს “დიდხანს“, კიდევ დიდხანს რომ არ გაგრძელდეს, ამ საერთო მცდარი რეალობის არაადეკვატურობაზე – თითოელი ცაში მაცქერალი უნდა დაფიქრდეს. პირველ რიგში თითეული ჩიტი უნდა მიხვდეს რომ ფარშევანგების რეალობას გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებლად თავად ქმნის, რომ თავად ქმნის ამ გარემოს, ამ ფასეულობებს და წარმოდგენებს, რომელებიც განუწყვეტლივ მასვე მოძღვრავენ, თუ როგორია სამყარო და ვინ და როგორ უნდა იცხოვორს მასში.

 

...სინამდვილეში კი, ის ერთი პატარა ჩიტია, ან კაცი რომელმაც ჩიტი დაინახა. და ის, არც თუ ისე ცუდია, კარგად მღერის, სიცოცხლე უყვარს, მაგრამ ბევრი რამე ჰგონია... ამ ბევრმა რამეებმა კიდევ ერთი კაი ახალი რეალობა შექმნეს, რომელსაც პაუზის ღილაკი დაეკარგა და ... დღემდე გადაუღებლად წვიმს...

 

 





A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0