აღმწერი
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 09/10/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

აღმწერი

 

 

ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, მაგრამ ერთი მოსმენით შეყვარება ხშირად ყოფილა, შორს რომ არ წავიდე, ამის დასტურად რეზო ღლონტის მუსიკაც გამოდგება. რეზო ბათუმში გავიცანი, მისი მუსიკა თბილისში, მაგრამ მოსმენის დროს ისევ ბათუმში აღმოვჩდი, ამ ტრეკებს ზღვასთან ავტორზე მეტი საერთო აქვს. გარდა ამისა განწყობის რეცეპტორიც არაერთხელ ყოფილა.

 

რეზოსთან ინტერვიუს ჩაწერაც იმიტომ გადავწყვიტე, მაინტერესებს ჩემი მკითხველი, ამჟამად კი რეზოს პოტენციური მსმენელი, იპოვის თუ არა საერთოს ამ ინტერვიუს რესპოდენტსა და მის მუსიკას შორის.

 

ჩემს წინათგრძნობას ჩემთვის შევინახავ, უბრალოდ დავამატებდი, რომ რეზო კარგი აღმწერია, პირველ რიგში საკუთარი განწყობის, ხოლო როდესაც საკუთარ განწყობას კარგად აღწერ, ასეთ დროს, გარემოს აღწერა უფრო მარტივია. კარგ მუსიკას კი ჩემი მოკლე ჭკუთ მეტი არ მოეთხოვება.

 

 

როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა მნიშვნელობა მუსიკოსისთვის რომელ ქვეყანაში გააკეთებს მუსიკას, მაშინ როდესაც  შეუზღუდავი ინფორმაციის წყარო ინტერნეტია?

 

რასაკვირველია ქვეყანას მნიშვნელობა აქვს, როგორც განსხვავებულ კულტურულ და სოციალურ გარემოს, რომელიც მოქმედებს შენს ყოველდღიურობაზე და შესაბამისად გარკვეული დოზით აისახება მუსიკაზე, რომელსაც ქმნი.

 

შენი აზრით რა ჟანრის მუსიკას აკეთებ ?

 

ვფიქრობ რომ ჩემი მუსიკა ზოგადად ექსპერიმენტალურია, მაგრამ როგორი მუსიკაც არ უნდა გავაკეთო, რაღაც პროპორციით ყოველთვის იქნება გაჟღენთილი ემბიენთ ჟღერადობით, ბავშობიდან მიტაცებდა ჰარმონია და სიმშვიდე მუსიკაში. ეხლა ვცდილობ დავიწყო ახალი პროექტი სადაც ჰიპ ჰოპის და ჯაზის ელემენტებს და ჟღერადობებს გამოვიყენებ. საერთოდ მიმაჩნია, რომ დღეს ისეთი ორგიაა სტილების და მიმდინარეობების ზედმეტია ლაპარაკი რამე ფიქსირებულზე, დღევნადელ რეალობაში ცოტა ადამიანი თუ დარჩა, რომელიც რაიმე სტილზე ან ჟანზრზეა მიმაგრებული.

 

რა პრობლემებს აწყდები საქართველოში, გიშლის თუ არა  არსებული სოციალური ფონი ხელს საკუთარი საქმის კეთებაში?

 

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე წელიწადში 4-5 თვე საქართველოში არ ვიმყოფები, როდესაც აქ ვარ სოციალური და პოლიტიკური ფონი, შესაბამისად არსებული პრობლემები, რა თქმა უნდა, მეხება და ეს შედეგად აისახება ჩემს შემოქმედებით პროცესზე, საკმარის დროს ვერ ვუთმობ ზოგადად ჩემს საქმეს, რადგან მიჭირს ყურადღების კონცეტრირება.

 

როგორ ფიქრობ უნდა ერეოდეს თუ არა მუსიკოსი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?

 

პირადად მე ხშირ შემთხვევაში აპოლიტიკური ვარ. ჩემთვის ადამიანის თავისფუალი არჩევანის მცნება უფრო მაღლა დგას ვიდრე ჩემი პირადი ან ზოგადად საზოგადოებაში მიღებული წარმოდგენები რა უნდა იყოს და რა არა. ასე რომ  ვინმეს თუ რამეში ჩარევა უნდა  ეს მისი არჩევანია.

                                                                                                                                             

შენ ბათუმში ცხოვრობ, ამ ქალაქმა როგორც მუსიკოს რა მოგცა?

 

ბათუმში ამჟემად არ ვცხოვრობ, როგორც ქალაქი სულ რაღაცას მაძლევს შთაბეჭდილების დონეზე, როგორც მუსიკოს არ ვიცი, ესე ცალკე ვერ გამოვყოფ.

 

მოგწონს შენი ქალაქის თანამედროვე არქიტექტურა?

 

დასანანია, რომ ახლად აშენებულმა შენობებმა დაარღვიეს ქალაქის გეომეტრიული და ესთეტირუი ბალანსი. ვფიქრობ, რომ იმ რესურსებით, რომელიც მოხმარდა ე.წ. ახალი ბათუმის აშენებას, შესაძლებელი იყო უკეთესობისკენ შეცვლილიყო ქალაქის სახე და არ მიგვეღო ის რაც მივიღეთ ,,თანამედროვე’’ ბათუმის სახით.

 

 

        

 

 შენს მუსიკაში, ზღვის სუნი იგრძნობა..

 

ბოლო 4 წელია ბათუმზე უფრო ხშირად თბილისში ვარ ან საზღვარგარეთ. კონკრეტულად ბათუმის ზეგავლენაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ზოგადად უფრო საქართველო, როგორც ჩემი ქვეყანა ახდენს გავლენას ჩემზე. მაგრამ რადგან პირველი არ ხარ ვისაც ზღვასთან გაუჩდა ასოციაცია ჩემი მუსიკის მოსმენისას, რაღაც პროპორციით ზღვის ფაქტორი ალბათ ფიგურირებს ამ ყველაფერში J

 

 თანამედროვე მსოფლიოს მუსიკალურ ტენდენციებზე რას იტყვი?

 

ტექნოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი ძაან სწრაფად ვითარდება, ეს უწყობს ხელს იმას, რომ კომპიუტერები, მუსიკალური ინსტრუმენტები, სოფტი და მოკლედ ის ყველაფერი რაც საჭიროა მუსიკის კეთებისთვის უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება ფართო მასებისთვის, არ არის საჭირო ათასობით დოლარის დახარჯვა ძვირადღირებულ ტექნიკაზე, რომ შექმნა მუსიკა. თავისთავად ეს იმასაც ნიშნავს, რომ ბევრ ცუდ მუსიკალურ პროდუქციასთან გვაქვს შეხება, მაგრამ მეორეს მხრივ ამ გარემობის დადებითი ფაქტორია, ის რომ მოგვეცა საშუალება მოვუსმინოთ ნიჭიერ და კრეატიულ ადამიანებს, რომლებსაც ადრე ვერ აღმოვაჩენდით რომ არა დღევანდელი მოცემულობა.

 

დამისახელე ჯგუფი ან მუსიკოსი რომელმაც  დროის განმავლობაში შენზე ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა..

 

Daniel Lopatin - მა მოახერხე ის, რომ სემპლებით და რამდენიმე სინთეზატორით წლის საუკეთესო ალბომი შექმნა. პროექტი: Oneohtrix Point Never  ალბომი Replica.

 

ამჟამად რას უსმენ?

 

Laurel Halo, Pure X, J Dilla

 

თუ არიან მუსიკოსები, რომლებმაც შენს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს.?

 

არიან მუსიკოსები რომლებიც წლობით რჩებიან ჩემს ფლეილისტში და ხშირად ვუსმენ მათ... მაგრამ კონკრეტულად არავისთან არ მიჩდება ასოციაცია.

 

როგორ ფიქრობ, საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაცია რომ მოხდეს მუსიკალურ დონეზე აისახება?

 

არ ვიცი არ მიფიქრია ამ საკითხზე, ფაქტია რომ მარიხუანის ლეგალიზება გავლენას მოახდენს არა მარტო მუსიკოსებზე არამედ მთელ სოციუმზე. რამდენად პოზიტიური ან ნეგატიური იქნება შედეგი ვერ გეტყვი.

 

რა არის შენი კომფორტისთვის საჭირო?

 

აივნის დახურული კარი, ქუჩის ხმაური რომ დაახშოს J

 

რომ არა მუსიკა რას გააკეთებდი?

 

გარდა იმისა, რომ მუსიკას ვაკეთებ, მაქვს აგრეთვე სხვა პროფესიაც. საერთოდ რომ არ მქონოდა მუსიკასთან შეხება გავაკეთებდი იმას რასაც ეხლა  ვაკეთებ მუსიკის გამოკლებით. 

 

 

http://thefieldreporter.wordpress.com/2012/08/01/4193

 

http://aquariusrecords.org