კაცი, რომელსაც ლიტერატურაც ძლიერ უყვარდა
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 08/11/2012
კატეგორია: სტატია

 


 

 

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

კაცი, რომელსაც ლიტერატურაც ძლიერ უყვარდა

 

 

სკოლის დამთავრებას რა უნდოდა, ისეთი დრო იყო, ყველა ყველას იცნობდა და ხათრითაც ლუბოი დაგიწერდა ნიშანს... უკეთეს შემთხვევაში სამსახურსაც გიჩალიჩებდნენ და სადმე მაინც შეძვრებოდი, რო ყოველდღიურად სიგარეტის და ლუდის ფული გქონოდა. ციხე კიდე მაგარი მურტალი რამეა, მტერს არ ვუსურვებ იქ მოხვედრას, ერთი მხრივ მე იმაში მაინც გამომადგა რო ცხოვრებაში წიგნის წამკითხავი მე არ ვიყავი და იქ ერთი პროფესორი გავიცანი, რომელიც ყალბი დიპლომის გაცემის გამო იხდიდა სასჯელს და იმასთან დავმეგობრდი და სულ კითხულობდა, მეთქი მოცლილია აბა რა წამაკითხებდა იმხელა წიგნებს. მერე რაღაც წიგნი მომცა, ,,მოხუცი და ზღვა’’ ერქვა: ამით დაიწყეო. მეთქი ჯანდაბას დავიწყებ და რო ჩავუჯექი მაგრად კი წელავდა ის ჩემისა მარა ფინალმა იმენა დამბრიდა. მერე ამ პროფესორმა ლიტერატურულად გამიიასნა და უფრო მეტს მივხვდი. იმას მივხვდი რო ჰემინგუეიზე მაგარი მწერალი არ არსებობს, ჯერ მარტო იმიტო რო ტიპს კრივი ევასებოდა და კრივი რო გევასება ხო აზრზე ხარ, უკვე ცხოვრებაში თავს არავის დაუხრი და რო რამე იყოს ხელის დამრტყმელიც ხარ რა. მე სულ ეგრე მართლა არ ვიყავი, პროსტა ცხოვრებაა ისეტი დედამოტყნული რო სხვა არჩევანი არ დამიტოვა და ვინუჟდენი გავხდი ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი. თან მე ის მასტი არ ვარ ძაღლებთანაც რო არიან შეკრულები, მე ძმაო ლიტერატურა მევასება, მუსიკა მევასება და ხელოვანი ხალხი მევასება, აი შენნაირი დაქნეულები რა, ოღონდ კაი პონტში გეუბნები ამას, ცუდად არ გამიგო. ჩვენზე ხო ძაან ცუდს ლაპარაკობენ, ქურდებსაც არ ვევასებით იმიტო რო ჩვენს იქეთ გზა არა აქვთ და თუ არ მოგველაქუცებიან დაენძრევათ. ამიტოა ზურგს უკან რო გვაგინებენ. შენც ბევრი მაგინებელი გყავს ჩვენში დარჩეს და მე პროსტა მართლა არ მევასებოდი თავიდან, არ წამიკითხავს ვაღიარებ, მარა ისეთები მესმოდა რო მეთქი დასაბრედია, მარა ახლა რო გაგიცანი მაგარი კაცი ხარ ძმაო და ღმერთმა შენს გზაზე გაგიმარჯოს. პროსტა ჩემთან რა პონტში მოხვდი ეგ მიკვირს ცოტა, ვიცი რო ამ ხალხს გამოყევი, თორე შენ ამ გზას არ ადგახარ და მომავალშიც არ დაადგები. ეს ეშმაკის გზაა ძმაო, თავს დაიღუპავ, ჩათვალე სულ პრიცელში ხარ და ცალი ფეხი სამარეში გიდგას.

 

აი ჩემი ხუთი წლის ლუკას ვფიცავარ, თუ ოდესმე ვინმე გამეფუჭებიოს, იმის გამო რო მე მაყუთი ამეღო. შენ ნაკითხი ბიჭი ხარ და გეცოდინება რიჩარდ ბახის “თოლია”. აი ეგ წიგნი ძმაო რო გაიგო ციხეში უნდა ჩაჯდე და მერე მიხვდები რა მაგარი რამეა თავისუფლება. სხვანაირად ვერ გაიგებ, ვერც ამ წიგნს და ვერც თავისუფლებას. მე ძმაო ჩემმა მამაომ მითხრა შეეშვი მაგეების კითხვას და წირვაზე იარეო, მარა წირვას მისი ადგილი აქ და წიგნებს კიდე თავისი რა, ხანდახან ლიტერატურა რო გაძლევს იმდენს მამაო ნაღდად ვერ მოგცემს რა, ხო მეთანხმები? აუ მაგრად გამისწორდა შენი გაცნობა და ლაპარაკი, ცოტა ბევრს კი ვბაზრობ მარა ძაან გამეხსნა და თან პახოდუ ტელევიზორში ბევრჯერ მყავხარ ნანახი და ბევრი შეკითხვები მაქ, პროსტა ყველაფერი ახლა არ მახსენდება მაგრამ გზა და გზა გავიხსენებ და შეგეკითხები..

 

პ.ს. შარშან ზამთარს ბათუმში, ნაცნობებს წამლის ასაღებად გავყევი, ეს მონოლოგი ბარიგას ეკუთვნის რომელმაც მიცნო და ჩემთან ლაპარაკის სურვილი გამოთქვა. მახსოვს, დამშვიდობების წინ მითხრა, შეიძლება მეტჯერ ვეღარც შევხვდეთო. რამდენიმე დღის წინ მეგობარმა ესემესით შეტყობინება გამომიგზავნა, რომ ზემოთმოყვანილი მონოლოგის ავტორმა თავი მოიკლა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მოსალოდნელზე უფრო დავსევდიანდი, ამიტომ მისი ხსოვნის საპატივცემულოდ შევეცადე ზუსტად გამეხსენებინა მასთან გატარებული რამდენიმე წუთი.