აახენი, 28, 2012
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 09/11/2012
კატეგორია: სტატია

 

@ გაგა ლომიძე

 

 

აახენი, 28, 2012

 

 

აახენი ჯერ კიდევ რომაელების დროს იყო ცნობილი, როგორც სამკურნალო წყაროების ადგილი. თუმცა ევროპის რუკაზე ამ ქალაქს ადგილი პირველად კარლოს დიდმა მიუჩინა. 794 წელს მან აახენი ფრანკთა იმპერიის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ დედაქალაქად გამოაცხადა. აქაურ სამკურნალო წყლებზე დღესაც დიდი მოთხოვნაა, მაგრამ აახენის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მაინც მისი ტაძარია, რომელშიც კარლოს დიდის სამლოცველოცაა მოქცეული. აახენის ტაძარი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის პირველი ტაძარია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში პირველი გერმანული ძეგლი იყო.