Edison VS Lumiere
სანდრო ჯაფარიძე
 
თარიღი: 13/12/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ სანდრო ჯაფარიძე
 
 
Edison VS Lumiere
 
 
XIX საუკუნეში არსებობდა მეცნიერი და გამომგონებელი ადამიანი, სახელად თომასი, გვარად კი ედისონი. იგი ცნობილი იყო როგორც ბევრი ხელსაწყოს შემქმნელი, მათ შორის ელექტრონული ნათურის, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მან გამოიგონა ფონოგრაფი (ანუ მაგნიტოფონის grandpa) და საქვეყნოდ გაითქვა სახელი. 
 
 
Thomas Edison
 
ყმაწვილი ედისონი იმდენად მოწადინებული იყო სულ ახლისა და ახლის შექმნით, რომ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა კინემატოგრაფიის განვითარებაში. ის ძალიან დიდი ინტერესით ეკიდებოდა ფოტოსურათებით შექმნილ მოძრავ გამოსახულებას. რასაკვირველია, ის ხვდებოდა, რომ მსოფლიოში უკვე არსებობდა სხვადასხვა სახის ქრონოფოტოგრაფიული აპარატები, მაგრამ ის იმასაც ხედავდა, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ ახდენდა ეკრანზე პროექციას. 
 
1888 წელს ბნ. ედისონი საქმიანი წინადადებით ესტუმრა ბნ. მაიბრიჯს და შესთავაზა, რომ ერთობლივი ძალებით შეექმნათ რაიმე, ფონოგრაფისა და ზოუპრაქსისკოპის ნაზავი, რომელიც ერთიან ფუნქციას შეასრულებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბნ. მაიბრიჯმა ის ცივი უარით გამოისტუმრა. რა ექნა ბნ. ედისონს, წამოვიდა განაწყენებული და დამწუხრებული... მაგრამ როგორც რუსები იტყვიან нет худа без добра-ო (ანუ ნეტ ხუდა ბეზ დაბრა) ცხელ და განაწყენებულ გულზე მყოფმა ედისონმა, მოიხმო თავისი ასისტენტი და ბევრი მუშაობის შემდეგ შეუდგნენ ისეთი ხელსაწყოს შექმნას, რომელიც მოძრავ გამოსახულებებს გაუშვებდა.
 
1891 წელს აპარატი მზად იყო და მას კინეტოსკოპი უწოდეს. 
 
ის წარმოადგენდა აპარატს, რომლშიც ხურდა ფულის ჩათხლეშვის შემდეგ ირთვებოდა ძრავა, რომელიც ატრიალებდა შიგნით ჩადებულ კომპანია კოდაკის დირექტორის, Geroge Eastman-ის მიერ გამოგონებულ ცელულოიდის ფირს (ედისონმა მას მხოლოდ პატარა ნახვრეტები, - პერფორაციები დაუმატა რისი საშუალკებითაც ფირი ეჭიდებოდა დოლაკს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადმოცურდებოდა, ჩაიხვევდა, ან სხვა რამე დაემართებოდა) და სპეციალური საჭვრეტელის საშუალებით უყურებდა ადამიანი გადაღებულ მასალას. (ძირითადად გადაღებული იყვნენ ცხოველები) კინეტოსკოპის ძრავს კი ამუშავებდა ასევე ბნ. ედისონის მიერ გამოგონებული ბატარეები.
 
მისმა გამოგონებამ იმდენად გაამართლა, რომ 1893 წლიდან შტატებში გაიხსნა კინეტოსკოპის სალონები, რომლებშიც ათეულობით აპარატი იდგა და ყველა მსურველს შეეძლო სხვადასხვა სიუჟეტის ნახვა.    
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
თუ რას უყურებდნენ, რითი ერთობოდნენ და რა აოცებდათ ჩვენს წინაპრებს და რას სთავაზობდა ედისონი მაყურებლებს, - აი თქვენ ვიდეო :)
 

 
იმ პერიოდში როდესაც ედისონის გამოგონების პოპულარობა ზენიტში იმყოფებოდა, დიდი ოკეანის გადმოღმა ევროპის ლამაზ კონტინენტზე, კერძოდ საფრანგეთში ცხოვრობდა ფრანგი ფოტოგრაფი და ბიზნესმენი ანტუან ლუმიერი, რომლის ყურამდეც მიაღწია ამერიკაში არსებულმა სენსაციამ. მას მეგობარმა აჩვენა ედისონის გამოგონება. ანტუანი ძალიან დაინტერესდა და კინეტოსკოპის ფილმი წაუღო თავის შვილებს, - ოგიუსტსა და ლუის, რომლებიც იმ პერიოდში ფერადი ფოტოგრაფიის შექმნაზე მუშაობდნენ. ისინი აღტაცებულები დარჩნენ ამ სანახაობით და გადაწყვიტეს თვითონაც გაეკეთებინათ ასეთი აპარატი, მაგრამ მარტო კინეტოსკოპი საკმარისი არ იყო, რადგან ის მხოლოდ ერთ ადამიანზე იყო გათვლილი, ლუმიერებს კი ბიზნესის მართვის ნიჭი დაეხმარა და მოიფიქრეს, რომ მათ უნდა შექმნან რაიმე მსგავსი, მაგრამ არა ერთი ადამიანისთვის, არამედ მთელი პუბლიკისათვის, რაც მეტი კომერციული ეფექტის მომტანი იქნებოდა. 
 
ძმებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შექმნეს სინემატოგრაფი, რომელიც კინეტოსკოპიც და პროექტორიც იყო ერთდროულად.
 
 
  
1894 წელს ლუიმ გადაიღო პატარა ფილმი, - "მუშების გამოსვლა ლუმიერების ქარხნიდან", რომელმაც საოცრად დიდი აღტაცება გამოიწვია საზოგადოებაში. ამის შემდეგ ძმები ლუმიერები იღებდნენ პატარ-პატარა დოკუმენტურ ფილმებს და აწყობდნენ ჩვენებებს ფრანგულ სამეცნიერო ინსტიტუტებსა და კონფერენციებზე.
 
მათ გასაკვირად ამ ნამუშევრებმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე, ვიდრე გამოგონილმა ფერადმა ფოტოგრაფიამ, რასაც ისინი იქვე პარალელურად წარადგენდნენ. 
 
სინემატოგრაფის ამბავი ელვის სისწრაფიდ გავრცელდა, მათთან მოდიოდნენ უამრავი ადამიანები, რომლებიც ინტერესდებოდნენ ამ მექანიზმით და თან სურდათ მისი შეძენა. 
 
ლუმიერებს თავად ედისონიც კი ესტუმრა, მაგრამ ძმები ყველას უარით ისტუმრებდნენ.
 
1895 წელს ძმებმა პარიზში დაიქირავეს კაპუცინების ბულვარზე მდებარე Le Grand Cafe Capucines და 28 დეკემბრისთვის დაგეგმეს კინოსეანსი სადაც უჩვენეს თავიანთი ყველა ნამუშევარი და ასევე წარადგინეს კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველი მხატვრული კომედია, - The Sprinkler Sprinkled (გაწუწული მებაღე).
 
 

         
ლუმიერების გამოგონებას არნახული წარმატება ხვდა წილად, მან დაჩრდილა ედისონის კინეტოსკოპი და ყველა სხვა გამოგონებაც. 1895 წლის 28 დეკემბრიდან ხალხმა გაიცნო სინემატოგრაფი, რომლისგანაც პროექცირებულ მასალას გაოცებულები უყურებდნენ და კინოსეანსებზე არ წყდებოდა მნახველთა უსაზღვრო ნაკადი, ისინი მოდიოდნენ და მოდიოდნენ რათა მსოფლიოს ახალი საოცრება ენახათ.