ხელოვნების ნიმუშები ბრიუსელის მეტროში
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 17/06/2014
კატეგორია: სტატია

 

 

ხელოვნების ნიმუშები ბრიუსელის მეტროში

ტექსტი: გაგა ლომიძე

ფოტო: ალფრედო მანინო, საბა ქავთარაძე

 

1) მონარქები

ივ ბოსკე.

დედოფალ ელისაბედის ცხოვრება. 1985

ტერაკოტით დამზადებული სკულპტურული ჯგუფები. ერთ-ერთზე გამოსახულია დედოფალი ელისაბედი, რომელმაც სიცოცხლის ბოლო პერიოდი სტაივენბერგის კოშკში გაატარა. აქ, ასევე, წარმოდგენილია დედოფალ ელისაბედის ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთი, შვილებთან და შვილიშვილებთან თუ ისეთ სახელგანთქმულ მეგობრებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ალბერტ აინშტაინი და ემილ ვერჰარნი.

 

 

2) ჩიტები

ფილიპ დესელი.

იხვების გადაფრენა. 1998

ჭერზე ჩამოკიდებული 31 ლითონის ნაჭრისგან დამზადებული ფერადი იხვები, რაც მეტროს სადგურს მხიარულ ელფერს ანიჭებს.

 

 

 

3) ფერები

ჯო დელაოტი

ბრიუსელის რიტმი. 1976

დაახლოებით 120 მეტრიანი ნამუშევარი ფერების და ფორმების სახესხვაობების ნიმუშია. ჯო დელაოტი სიმარტივეზე აკეთებს აქცენტს და უჩვეულო და რთულ კონსტრუქციებზე უარს ამბობს.

 

 

 

4) ცნობილი ადამიანების სახეები

ჟან ფრანსუა ოქტავი

მონუმენტური სურათების სერია. 1998

ნამუშევრები ერთგვარი წიგნია მე-20 საუკუნის და დროისა და სივრცის ჟან ფრანსუა ოქტავისეული ანალიზის შესახებ. ექსპო’58 ლაიტმოტივად უდევს ამ ნამუშევარს, რომელსაც სხვადასხვა ცნობილი ადამიანი დაესწრო (გლენ გულდი, სოფია ლორენი, ჟან კოქტო..). აქ წარმოდგენილია სიტყვები და იდეები, რომელიც დაკავშირებულია ბრიუსელთან.

 

 

5) მოდა

სტეფან ვანფლეტერენი

2009

სტეფან ვანფლეტერენის ნამუშევარი Gare de l’Ouest-ის სადგურზე მოდას ეძღვნება. მისი ფოტონამუშევრების მოდელები პროფესიონალი მოდელები როდი არიან, არამედ ბრიუსელში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და მუშაობენ. ისინი თავიანთი მომხიბვლელობის და სილამაზის, ინდივიდუალური ხასიათის წყალობით შეარჩიეს. ეს “დროებითი მოდელები” წამყვანი ბელგიელი დიზაინერების - ოლივერ სტრელის, ქრისტოფ კოპენსის, მარინა იეს, ანემი ვერბეკეს, ჟან-პოლ ნოტის, დელვოს თუ სხვათა მიერ შექმნილ სამოსში არიან გამოწყობილი.

 

 

 

6) მორბენალი ქალი

რაულ სერვე, პიერ ვლერიკი

1985

ეს ნამუშევარი ორ ხელოვანს შორის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ჩვენ 35 მილიმეტრიანი ფილმის ევოლუციის თვითმხილველი აღმოვჩნდებით, თუ როგორ დინამიკურად ვითარდება და ამოძრავდება ხოლმე კადრები.