თბილისის წიგნის ფესტივალზე პრემია „საბას“ ფინალისტები დასახელდება
არტარეა
 
თარიღი: 23/05/2012
კატეგორია: სიახლეები

 

ხვალ, 24 მაისს, 14:30 საათზე, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე თიბისი ბანკი გამოაცხადებს ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელ ფინალისტებს.

კერძოდ, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, 24-27 მაისს დაგეგმილია „საბას“ფინალისტების გამოცხადება და წარდგენა რამდენიმე ნომინაციაში:

24 მაისს, 14:30 სთ -

· „საბას“ ფინალისტების გამოცხადება ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ და შეხვედრა ფინალისტ კონკურსანტებთან

26 მაისი, 14:00 სთ

· „საბას“ ფინალისტების გამოცხადება ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“ და შეხვედრა ფინალისტ კონკურსანტებთან

27 მაისი, 14:00 სთ

· „საბას“ ფინალისტების გამოცხადება ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“ და შეხვედრა ფინალისტ კონკურსანტებთან

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, მათი ფინალისტების დასახელება მოხდება ივნისში, „საბას“ დაჯილდოვებამდე 2 კვირით ადრე (შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური ლიოტერატურული პრემია „საბა“, სულ, 9 ნომინაციაში გაიცემა).

გთხოვთ მობრძანდეთ!

მის: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, წერეთლის გამზ. 118 (თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი)