A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

გაუაზრებელი ფენომენი - ARTAREA.TV
 
 
 


გაუაზრებელი ფენომენი
ლელა ჩილინგარიშვილი
 
თარიღი: 13/03/2013
კატეგორია: სტატია

 

გაუაზრებელი ფენომენი

 

"ბავშვობა"

 

 

 

"ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ" - ეგზიუპერის ეს ცნობილი სიტყვები სასიამოვნო ასოციაციას იწვევს თითქმის ყველა ადამიანში. ბავშვობა, როგორც ყველაზე სათუთი ადგილი და დრო, უკავშირდება რაღაც ზღაპრულს, უზრუნველს, ბედნიერს და იდილიურს. მაგრამ ეს მეტაფორა რეალობაში მაინც რთული გადმოსატანია, თუნდაც ქართულ კულტურაში, რომელიც ბავშვების მიმართ განსაკუთრებით მოსიყვარულეა, რადგან მხოლოდ სიყვარულის გამოხატვის მრავალგვარი ფორმები ვერ ახერხებს მდგომარეობის გამოსწორებას. სინამდვილეში ადამიანებს ნაკლებად გვაქვს გააზრებული ბავშვობის და ბავშვების არსი.

 

ბავშვებს სიყვარულის და ეგზისტენციალური მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, აუცილებლად სჭირდებათ უსაფრთხო სივრცე, რომელიც მათ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას არ დაანგრევს. სივრცე, რომელშიც არ იქნება ხატები და მოციმციმე სურათები, აგრესია, სისხლი, პოლიტიკა და მრავალრიცხოვანი სერიალების კეთილი და ბოროტი მხარეები. ბავშვებს სჭირდებათ დაცვა მედიის ფიქტიური და ხშირად სიძულვილით სავსე რეალობისგან. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო უჭირს მას სინამდვილის და მედიისგან მიღებული სახეების, ხასიათების, ქცევების და მოქმედებების გარჩევა. მისი მიმბაძველობის უნარი აქტიურადაა ჩართული ინფორმაციის აღქმის პროცესში და რომელიმე სუპერგმირის სუპერმძლავრ საქციელზე მისი რეაქცია თავისი თავის რომელიმე გმირთან შედარებით მთავრდება. "მეც ასეთი მაგარი ვარ" ან "მეც ასეთი მაგარი მინდა ვიყო."

 

 

ამ დროს, ვინტერესდები შინაარსებით, რომლებსაც ბავშვები საქართველოში უწყვეტ სატელევიზიო სივრცეში ხედავენ და როცა მახსენდება წინასაარჩევნო ვიდეოები საპატიმროებიდან, შიშისგან ვდუმდები. რამდენმა მშობელმა იფიქრა იმ წუთებში და გამორთო ტელევიზორი ან აარიდა ბავშვი ამ კადრებს, რამდენმა მშობელმა არ გაარჩია მერე ეს თემა ბავშვების თანდასწრებით? რამდენმა მშობელმა აუხსნა ბავშვის და ბავშვობისთვის შესაფერისი განმარტებით საყოველთაოდ ტრანსლირებული გამოსვლები ამ ინციდენტების მერე?

 

რაც პატარებს პოლიტიკის და სერიალების გმირებისგან, მაღალრეიტინგული და საშინელი შოუებისგან და სიძულვილის ენით გაჯერებული გადაცემებისგან დააკლდებათ, youtube-ის დაუსრულებელი არჩევანი და კომპიუტერული თამაშების დიდი შესაძლებლობები უცებ ამოავსებენ მათ დანაკლისს. მდომარეობა აშკარად რთულია და სირთულე მარტო ამ ბავშვების მდგომარეობაში არაა. ყველაზე ძირეული პრობლემა "ბავშვის და ბავშვობის" ცნების გაუაზრებლობაშია და ამასთან ერთად განათლების სისტემის გაუმართაობაში.

 

პიზას 2006 წლის კვლევების მიხედვით საქართველო ბოლოდან მეცხრე ადგილას, სამხრეთ აფრიკის, მაროკოს, კუვეიტის და ირანის შემდეგ იდგა. 2011 წელს იგივე კვლევის შედეგად ჩვენი სამშობლო ყატართან, პერუსთან და პანამასთან ერთად იზიარებს ბოლო ადგილებს. პიზას კვლევებში მონაწილე ქვეყნები მიღებულ შედეგებს ქვეყანაში განათლების პოლიტიკის გასაუმჯობესებლად იყენებენ. რაც საქართველოს მაგალითზე არ ჩანს. ანუ ისტორიულად ვერც სალოცავი და კვლევების შედეგად ვერც განათლების ტაძრების იმედად ვერ ვიქნებით, ალბათ უფრო არასამთავრობო სექტორის, როცა ქვეყანაში არაა გამართული საგანმანათლებლო სისტემა და მშობლების ჩართულობა მასში. ანუ არ არის გააზრებული ბავშვის ფენომენი და არ განიხილება მის მიერ მედიის მოხმარების არავითარი საზიანო შედეგი. რაც უფრო კარგად ერკვევა ბავშვი კომპიუტერულ თამაშებში, უგებს მშობლებს და მეგობრებს, უფრო მეტი აღფთოვანებით ვამბობთ, "ვაიმე, რა თაობა მოდის". ჩვენ ვფიქრობთ როცა ბავშვი კარგად ერკვევა ახალ მედიებში, ეს პროგრესია, ცივილიზაციაა და ევროპის გავლენაა. და ამ დროს ევროპაში ბავშვებს ძმები გრიმების ზღაპრებს არ უკითხავენ, რადგან ამ ზღაპრებში, როგორც ბევრ სხვა ზღაპარში, ყურადღების და ეფექტის მოსახდენად, ერთი მეორეს ან ჭამს, ან ფატრავს, ან იმონებს და ორმოში აგდებს. ტელევიზორს რაც შეეხება, ევროპის ყოველდღიურობის ფონი არავითარ შემთხვევაში არაა აღრიალებული ტელევიზორი და განსაკუთრებით კადრები, რომლებიც ბავშვებისთვის კი არა დიდებისთვისაც ზედმეტად ძალადობრივია.

 

სამწუხაროდ, ვერ მივაგენი სტატისტიკას ან კვლევებს, რომლებიც ბავშვების მედიის მავნებელი გავლენისგან დაცვაზე მუშაობს და რაც მთავარია მათი მშობლების ინფორმირებისთვის რაიმე სტრატეგიას ამუშავებს. არადა ეს საშინლად აუცილებელია, ავუხსნათ დედას და მამას, რა მავნებლობა მოაქვს ტელევიზორს, ინტერნეტს და კომპიუტერულ თამაშებს ბავშვებისთვის. ავუხსნათ ყველაზე ცუდი მაგალითებით. რადგან, სწორედ მშობლები უკრავენ ტაშს ბავშვებს, რომლებიც მედიისგან მიღებულ შინაარსებს გაუაზრებლად იმეორებენ. სწორედ მშობლები იცინიან გონებამახვილ ბავშვზე, როცა ისინი ფილმის საკუთარ ინტეპრეტაციას ყვებიან, ფილმისას, რომელიც 16 წლის ასაკიდანაა ნებადართული და შეიცავს 16 წლამდე ბავშვებისთვის არასასურველ კადრებს და შინაარსებს. სწორედ მშობლები უღებენ მას ვიდეოს და ტვირთავენ youtube -ზე, რომ სხვებმაც იცინონ და იხალისონ, მათ ენამოსწრებულ პატარაზე. ენაცვალოს მამა, რომელიც უღებს და დედა, რომელიც გულშემატკივრობს...

 

 

 

ბავშვების და ბავშვობის ფენომენის უგულვებელყოფა და უფრო მეტიც, მასზე ძალადობის ფაქტებით სავსეა კაცობრიობის ისტორია, როგორც უკვე ვთქვი, ბავშვობის, როგორც ზღაპრული პერიოდის რომანტიზირება, ჰუმანისტურ ეპოქაში წარმოდგენების და ფასეულობების თავიდან გადამუშავებამ განაპირობა. როგორც "ბავშვობის ფენომენის" პირველი მკვლევარი ფილიპ არიესი წერს, კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში საშინლად ეპყრობოდა ბავშვებს. ამ პრობლემაზე ქრისტიანობამ და მისი ცენტრალური სიმბოლოს - იესოს, როგორც ჩვილის ხატებამ, ასევე ბავშვის, როგორც უცოდველის და ანგელოზის გამოსახვამ - დიდად ვერ იმოქმედა. ბავშვებს ამუშავებდნენ, აწამებდნენ და საშინლად ეპყრობოდნენ მოზარდები საუკუნეების განმავლობაში.

 

თუმცა ჩვენს სინამდვილეს და მომავალს ასეთი მძაფრი მაგალითები ამ ინტენსივობით აღარ ახასიათებს, მაგრამ ინეტერნეტის, ტელევიზიის, სმარტფონების და ტაბლეტების ერა, სხვა საშიშროებას უმზადებს ბავშვობის ფენომენთან მოპყობის არცოდნას. თუ მშობელმა არ იცის, რა სახის ინფორმაციას შეიძლება ეცნობოდეს მისი შვილი მედიების საშუალებით, რჩება ბავშვი ისეთ სამყაროში, სადაც მან ძალიან ადვილად შეიძლება ნახოს წამების, მკვლელობის, გაუპატიურების და ძალადობის ფოტოები და ვიდეოები. ბავშვი აფსოლუტურად დაუცველია ისეთი თემებისგან და შინაარსებისგან, რომლებმაც მისგან ძალიან ადვილად შეიძლება მონსტრი ჩამოაყალიბონ. ეს უარეს შემთხვევაში და უკეთეს შემთხვევაში საქმე გვექნება აგრესიულ, გონებაგაფანტულ ან აპათიურ ბავშვებთან, რომლებთაც ხშირად უძილობა და შიშები აწუხებთ, რომელთა გონება მოციმციმე სურათების ექსტრემალურ ცვლას სწორად ვერ ამუშავებს და მედიის ენა და გამოსახულება მას სამყაროს მცდარ აღქმას აჩვევს.

 

თუმცა ინფანტილურობა და რაციონალური აღქმის დაცინვა ალბათ უცხოც არაა ჩვენთვის, ჰოდა როგორც ჩვენ გვგონია, რომ ყველა პრობლემა ერთი ან მეორე მთავრობის ბრალია, რომ ჩვენ ყოველთვის რაღაც უსამართლობის მსხვერპლები ვართ და ვტკბებით საკუთარი თავის და მდგომარობის სიბრალულში, ასევე ეგონებათ ჩვენს შვილებს, რომ მედია სამყარო პარალელურია ჩვენს რეალობასთან და ზოგჯერ უფრო დამაჯერებელიც. ბოლო-ბოლო 20 წელია თუ სწორად ვერ ვითარდები, ერთ ვირტუალურ თამაშს მაინც მოიგებ და რაღაც პერიოდი დაივიწყებ, რომ განწირული ქვეყნის შვილი ხარ.

 

 

@ ლელა ჩილინგარიშვილი

 





A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0