A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

ხ უ ლ ი გ ნ ე ბ ი - ARTAREA.TV
 
 
 


ხ უ ლ ი გ ნ ე ბ ი
ლელა ჩილინგარიშვილი
 
თარიღი: 17/04/2013
კატეგორია: სტატია

 

ხ უ ლ ი გ ნ ე ბ ი

 

დღეიდან მინდა მოგიყვეთ ხულიგნებზე, რომლებმაც სამყარო უკეთესობიკენ შეცვალეს.

 

ხულიგნებზე, რომლებიც არღვევენ საზოგადებრივ წესრიგს, არ ითვალისწინებენ დამკვიდრებულ წესებს და გეგმებს, გამუდმებით ანგრევენ და რევოლუციას უწყობენ მამებს, დედებს, ბებიებს, სახლებს და სხვა არსებულ და არარსებულ ბარიერებს.

 

სულ ერთია, ვინ რა დროს და როგორ. მთავარია არსებულით უკმაყოფილება, რომელიც მზადაა მოსპოს, ისე, რომ ხელი არ აუტოკდეს და გული არ შეუკრთეს.

 

ხულიგნობისთვის მთავარია ნგრევა და ნგრევის სურვილი, დანარჩენ შემთხვევაში დამყაყება გარანტირებულია.

 

ნგრევის სურვილი, რომელიც საქართველოშიც არსებობს, მგონია, რომ გახურებას და მოტივაციას საჭირობებს, და თუ ვინმეს რაღაც ერთ მცირე ბიძგს მისცემს ეს თემა, გამეხარდება.


რისთვის? იმისთვის, რომ ამ cut copy paste-ის (ამოჭრა, დაკოპირება, ჩასმა) პრინციპით გამრავლებულმა თაობებმაც როდესღაც რაღაც შეცვალონ.

 

შვილები აღუდგნენ მშობლებს, დახიონ მათი ხატები და მოიფიქრონ საკუთარი.

 

მე ვეცდები კონკრეტულ ხულიგნებზე და ხულიგნობებზე ფიქრით და წერით, მათი უარყოფითი მხარეების მიღმა, ხულიგნობის, როგორც რევოლუციონერობის აუცილებლობაზე შევაჩერო იმ ადამიანების ყურადღება, რომლებიც ჩემს ბლოგში  საკუთარ მარცვალს ეძებენ.

 

 

ამერიკელი ხულიგნები 50-იანებიდან

 


1920-იანი წლებში ისახება, 30-იან წლებში მწიფდება და 40-იან წლებში სკდება ბირთვი სახელად Rock ’n’ Roll-ი, იგივე ხულიგნების რელიგია. Rock ’n’ Roll-ი როგორც ცხოვრების, ჩაცმის, ცეკვის, სიმღერის და სიყვარულის სტილი. 1950-იანი წლებიდან ის აჯგუფებს ახალგაზრდებს სხვდასხვა კლასებიდან - ბურჟუაზიული მორალის, კათოლიკური აღზრდის, უცხოს მიმართ შიშის, სახლზე და ოჯახზე მიჯაჭვულობის, დადგენილი ნორმების და სქესების და მათი საზოგადოებისთვის მიღებული როლების  წინააღმდეგ.


Rock ’n’ Roll-ი უპირისპირდება 1919/20იანი წლების დეპრესიის შედეგებს, ამერიკელების ეჭვებს, ეგზისტენციალურ შიშებს, სიძულვილს აფრიკელების და ებრაელების მიმართ. მისი სამშობლო არაა ის ამერიკა, რომელმაც ოდესღაც წარმოშვა კუ-კლუს-კლანი. ამიტომაც ის მღერის თავისუფლებაზე, სახლიდან წასვალზე, სხვდასხვა კანის ფერის, რელიგიის და კლასის თანატოლებთან ერთად სიყვარულის და სექსის ტკბილ-მწარე წუთებზე, და ყველაფერ ამას ძალიან უბრალო ენით, ისევე, როგორც ქანთრის და ბლუზის მომღერლები. მუსიკალურად ის მშვენივარდ ეწყობა ამრიკის "ოქროს ოციანებს" და მათ ნაყოფს, აფრიკელების ბეპოპ-ჯაზს, ბლუზს და მუშათა ფენიდან წამოსულ მუსიკალურ ტრადიციებს. თუმცა უფრო მეტი რითმულობა და ტემპერამენტი როკენროლს ბევრად უფრო რევოლუციურად აქცევს, ვიდრე ჯაზს, ბლუზს და ქანთრის.


ცალკე ფენომენია ამ მუსიკის რიტმებზე ცეკვა. ტყავის ქურთუკიანი და ფეხებგაჩაჩხული სიველურე და ვულგარულობა ამ დროს კიდევ ერთ ტაბუდადებულ თემასაც მოქმედებისთვის აღაგზნებს. ელვის პრესლი, Rock ’n’ Roll-ის 21 წლის მეფე, ყველაფერთან ერთად სექსსიმბოლო ხდება და Rock ’n’ Roll-ი ვნების პირველყოფილი ინსტიქტების სტიმულატორი.

 


Rock ’n’ Roll-ი ევროპაში მოდის

 


ამერიკელი ხულიგნების კულტურულ გადაბარგებას ევროპაში, გეორგ თრესლერის კულტფილმი "ხულიგნები" (გფრ. 1956) საინტერესო ვიზუალიზაციას უკეთებს. თუმცა არსებობს უმარავი სხვა წიგნიც და ფილმიც, რომელიც ამ თემას ეხება, მაგრამ Rock ’n’ Roll-ის გერმანული სტარტის ქართველებისთვის გასაცნობად, მაინც თრესლერის "ხულიგნები" ვარჩიე.  რატომ? იმიტომ, რომ ამ ფილმის შინაარსი ძალიან რელევანტურია ხულიგნების მცნებასთან და საქართველოს უახლეს წარსულთან, ტოტალიტარული რეჟიმის, ომის, ძველის და ახლის გადაფასებასთან. ფილმი ჰყვება თაობაზე, რომელიც თავისი წარსულის გადამუშავებას ცდილობს და მათ შვილებზე, რომლებთაც არც თავიანთი მშობლები მოსწონთ და არც მათი ბურჟუაზიული ფასეულობები. თან ეს ფილმი კარგი ილუსტრაციაა იმისთვის, თუ რატომ უნდა გავხდეთ ჩვენც ხულიგნები. და რა ხსნაა ხულიგნობაში განსაკუთრებით დიდი კატაკლიზმების შემდეგ, სულიერი და მატერიალური წესრიგის აღდგენის პროცესში.


ფილმი აღწერს მდგომარეობას, გერმანიის "ნულოვანი" 1946-წლიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, როცა დასავლეთ გერმანიაში ეკონომიკური სასწაულის სახელით დგება კონრად ადენაუერის ერა. "მარშალის გეგმით" მიღწეულ ეკონომიკურ აღმასვლას ერწყმის "დასავლეთიზაციის", "ამერიკანიზაციის" პროცესები. საპარლამენტო დემოკრატია, სოციალური საბაზრო ეკონომიკა და მათი შედეგი: სამომხმარებლო საზოგადოების ჩამოყალიბება. რა ემართება ამ დროს შეშინებულ ხალხს? ომს და შიმშილ გამოვლილ ადამიანს უნდა რომ იყიდოს და ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი და უკეთესი. ჰქონდეს და ჰყავდეს, ჰქონდეს და ჰყავდეს, ჰქონდეს და ჰყავდეს, ჰქონდეს და ჰყავდეს, ჰქონდეს და ჰყავდეს... ქონა ყოლის ამბებში, ისევე როგორც ჩვენთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლი, სახლის მოწყობილობა, მანქანა და ტანსაცმელი, იმისთვის რომ ადამიანებს კონკრეტული სტატუსის სიმბოლოებმა, თავი (სამომხმარებლო) საზოგადოების სრულყოფილ წევრებად აგრძნობინონ. საგნები უფრო და უფრო მეტად განსაზღვრავენ ადამიანს და ახდენენ მათ კლასიფიცირებას. ისინი, ვისაც აქვს მდიდრული სახლი და მანქანა და ისეთი, ვისაც არა აქვს ეს ყველაფერი. თან კაპიტალიზმი რის კაპიტალიზმია, თუ ლუზერებისთვის პარალელური სამყარო არ აშენდა?


ფილმის მთავარი ხულიგანი, 19 წლის უსაქმური რევოლუციონერი ფრედი (ჰორსტ ბუხოლცი) - სწორედ ეკონომიკური სასწაულის დროს ლუზერი ოჯახის ფსიქო-სოციალურ შედეგს, მათ იმედგაცრუებულ მემკვიდრეს წარმოადგენს. ფრედი თავისი ცხოვრების სტილით მშობლების შემგუებლობას პროტესტს უცხადებს. უარს ამბობს მათგან მოთმინებით და შრომით ნაშოვნ ფულზე. მას სურს თავისი ჩქარი და უკანონო ფული. ამისთვის ის მზადაა გახდეს კრიმინალი, რაც სამწუხაროდ ამბოხიდან და ხულიგნობიდან სულ რამოდენიმე ნაბიჯზეა. ფრედის არ მოსწონს საკუთარი დედა, რომელიც დესპოტი მამის შიშით თავის ცხოვრებაში ვერაფერს ცვლის. ამიტომაც, ის გაურბის თავისი მშობლების აჩრდილებს და მაგალითებს. ის ირჩევს ცხოვრების თანამგზავრად გოგოს, რომელიც ასევე სწრაფი გამდიდრების და ფუფუნების საგნების სურვილითაა ატანილი, და ამისთვის სრულ მზადყოფნაშია გახდეს კრმინალი. ის არ მუშაობს და გეგმავს ფოსტის მანქნაზე თავდახმას. მისი ოპერაცია საბოლოოდ ძალიან ცუდად მთავრდება. თუმცა, მთავარი ამ შემთხვევაში ისევ Rock ’n’ Roll-ია, რომელიც ფრედის ნამდვილად გულით და სისხლით დააქვს.

 


ამ ფილმში ჩანს, რომ გერმანული Rock ’n’ Roll-იც გათავისუფლებულია შიშებისგან უცხოს მიმართ. ფრედის ბანდაში მხოლოდ ფუფუნებაზე მეოცნებე ბიჭები და გოგოები არ არიან. მასთან მეგობრობს ასევე მარიო, რომელსაც აქვს მდიდრული ბინა, ჰყავს მოსამსახურე, აქვს ამ მოსამსახურესთან რომანი. მარიოს მოსწონს შოტლანდიური ვისკის საბანაო ხალათით წრუპვა და დანარჩენ ხულიგნებთან ერთად შავბნელი საქმეების დაგეგმვა, იმიტომ რომ ეს რომანტიულია და საინტერესოა, ვიდრე მისი ბარი - ძვირიანი სასმელებით და სავარძელი - შავთეთრი ზოლებით. ანუ ამ შემთხვევაში ახალგაზრდებს, მდიდრებს და ღარიბებს აერთიანებთ პროტესტი კონსერვატორული ფასეულობების მიმართ. აქაც მთავარია ნგრევა, სულერთია ვის რა აწუხებს. თან ცოტა ალბათ მოდაც, Rock ’n’ Roll-ის სტილი მის პოპულარობასთან ერთან მომგებიანი სამომხმარებლო ნიშა ხდება.


უკან რომ დავბრუნდეთ, ფრედი და მარიო, ორივენი მიუხედავად სხვდასხვა კლასებისა დგნან მარცხენა მხარზე, რომელიც აჯგუფებს ახალგაზრდებს, ხულიგნებს, დაუმორჩილებლებს, მეოცნებეებს და ქუჩის ადამიანებს და მათ უპირისპირებს მათივე მშობლების თაობას: შუა ასაკის, დამჯერე, კომფორმისტ, კათოლიკე, კონსერვატორ, რაციონალურ, სახლის მყუდროებისთვის დისციპლინირებულ ადამიანებს.


თავიანთი მშობლებისგან განსხვავებით, მემარცხენე, წესრიგის დამრღვევ ახალგაზრდებს იფარებს ქუჩა, მუდმვი მოქმედების, ხმაურის, სიცოცხლის და დინამიკის სიმბოლო, ღია და საზოგადო. თავისუფლების შეგრძნება ქუჩაში უფრო დიდია, და აკრძალვები უფრო ნაკლები. შემოუსაზღვრელობა და ღიაობა აქცევს ქუჩას ჯერ დებოშისთვის და მერე დანაშაულისთვის საუკეთესო სივრცედ. ნგრევის სურილს არა აქვს ეთიკური წესები და ახალგაზრდებისგან ზომიერების დაცვა რთულია. თუმცა ფაქტია, რომ მოჩხუბარი, მოცეკვავე და ტყავის ქურთუკიანი ხულიგანი გაცილებით სიმპატიურია, ვიდრე დამჯერე და მშობლების საამაყო შვილების არმია.


ფრედისნაირმა ხულიგნებმა და Rock ’n’ Roll-მა განაპირობა ის, რომ გერმანულმა კულტურამ და ხელოვნებამ მიიღო ეს სუბკულტურა და გაითავისა მისი აზრი, შეუქმნა მას სცენა და იზრუნა მის განვითარებაზე. ამიტომაც ჰამბურგში 60-იან წლებში თავის კარიერას იწყებენ The Beatles, თითოეული წევრი 30-ი მარკის ჰონორარზე კვირაში ორი დღე მღერის ცნობილ სტარ-კლუბში და აღვიძებს და აგიჟებს დავარცხნილ და დაუთოებულ ახალგაზრდებს, რომლებიც 60-იანებში Rock ’n’ Roll-ს გადაურჩნენ.


და რაში სჭირდება ქართველ ახალგაზრდობას ეს ხულიგნობის ისტორიები, ან უბრალოდ ხულიგნობა, როგორც პროტესტის ფორმა?


იმისთვის, რომ ამბოხი მოუწყონ სახლს, თავისი "ტროიკებით", სერვისებით, ანტიკვარებით და "შკატულკებით", ჩინური ჭურჭლით და ყავის ლიქიორებით, ოქროს და ბრილიანტის სამკაულებით, ალმასიანი და ოპალიანი ბაღჩა ბეჭდებით. რომლებიც შეიძლება ლომბარდში დევს მშობლების ან შვილების ვალების გამო. თუმცა ეს შვილები და ეს მშობლები არ არიან არც მეამბოხეები და არც სიახლის მომტანი დამანგრეველები. ესენი უბრალო მომხმარებლები არიან და ვერ ბედავენ ამბოხი მოუწყონ მშობლების მოთხოვნებს, თუნდაც სწავლასთან და ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით და არ ფიქრობენ, თუ რატომ არ უნდა დაემგვანონ მათ. ამიტომაც, ჩნდებიან ისევ თაღები და რემონტები, ყანწები და ღიპები, მადონას სერვისები და ჩინური თეფშები და სისტემა მშვენივარდ მუშაობს მხოლოდ სამი ოპერაციით cut copy paste.


კარგი იქნება, თუ მიხვდებიან შვილები, რომ ხულიგნობა ნიშნავს საკუთარი თავისუფლების დაცვას იმ სახლის და ოჯახის ინსტიტუციისგან, რომელშიც მამები ივიწყებენ სიახლის ვნებას და ცხოვრობენ საუკუნოვანი ინერციით.


ყველა კარგი და მშვენიერი სიმყუდროვე ხულიგნისთვის სასაცილოა. იმიტომ რომ ხულიგანს არ სურს დამყაყება იმ ნაფეხურებში, რომლებიც მისმა ბაბუებმა დატოვეს. ხულიგანი ანგრევს და ნანგრევებს ტოვებს, წიგნებს წვავს, შიშვლდება და ხტება წყალში.


სამყაროს ჰყავს ხულიგნები ლიტერატურაში, მხატვრობაში, კინოში და ცხოვრებაში. ამ საშესავლო სტატიის მერე მინდა მოგიყვეთ ისეთ განსაკუთრებულ ხულიგნობებზე და ხულიგნებზე, როგორებიც არიან მარტინ კიპენბერგი, მაურიციო კატელანი, ჯულიან ასანჟი, სლავოი ჟიჟეკი, მაიკლ მური და სხვა და სხვა კეთილი მავანები.


მანამდე კი გადავაგდოთ სერვისის თითოეული ფინჯანი ფანჯრიდან, მივაყოლოთ ჩვენი მშობლების დარიგებები და დავიძაბოთ რა მოხდება.

 

 


 

ლელა ჩილინგარიშვილი





A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0