ვენეციაში! დროთა კავშირის აღსადგენად!
სოფო კილასონია
 
თარიღი: 19/04/2013
კატეგორია: სტატია

 

                                                                          ვენეციის ერთ-ერთ პავილიონში

 

 

ვენეციაში! დროთა კავშირის აღსადგენად!

სოფო კილასონია

 

მარინო აურიტის 1955 წელს შექმნილი ბევრისთვის უტოპიური და სრულიად არარეალისტური არქიტექტურული პროექტი „მსოფლიო ენციკლოპედიის  სასახლე" არა მხოლოდ 2013 წლის ვენეციის ბიენალეს მთავარი თემის ინსპირაციის საფუძველი გახდა, არამედ ის დღეს უკვე გამოიყურება იმ პროექტად, რომელიც ბოლო ათწლეულის მსოფლიო სამეცნიერო და არტისტული სივრცეების მთავარი დისკურსის ადეკვატურია, - ცოდნის საყოველთაობა, ინფორმაციის გახსილობა ჩვენს დროსა და გარემოში;

 

ამ დროისა და გარემოს უახლესი ტექნოლოგიებით ხელახალი შესწავლა და კვლევა; ახალი ხედვით გარემოს ცოდნისა და ინფორმაციის დაგროვება კულტურული და სააზროვნო სივრცეების გლობალიზაციის საფუძველია. ვენეციის ბიენალე კი თავისი სისტემით (სხვადასხვა ქვეყნების წარდგენა საერთო კონტექსტში) საუკეთესო ფორმატია გლობალურისა და თავისთავადის ერთად წარმოსაჩენად. ამ ამოცანების ფონზე შეეცდებიან საკუტარი ტავის წამოჩენას წელს ვენეციის ბიენალეზე ქვეყნების სახელით წარდგენილი მხატვრები. ასევე ის მხატვრები, რომლებიც მთავარი კურატორის მიერ მომზადებულ ჯგუფურ გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

წელს ვენეციის არტის ბიენალეს წელია. ბიენალეს  მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების კურატორების წრეში პატარა პრინცად წოდებული გეგმავს. ის სიმილიანო ჯონია - იტალიერი კურატორი. თემაც მისია - „ენციკლოპედიის სასახლე“, რაც ქართულად  „ცოდნის ტაძრად“ ითარგმნა. 

 

 

ვენეციის ბიენალეს მთავარი კურატორი მასიმილიანო ჯონი

 

 

ვენეციის ბიენალესა და საკუთარ ხედვა-ინტერესებზე მასიმილიანო ჯონი სხვადასხვა ბეჭდვით მედიებში საუბრობს:

 

„ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მოხდა ისე, რომ კურატორს თითქოს ავალდებულებენ თავი მოუყაროს და ასახოს მხოლოდ ის მოვლენები, რაც იმ კონკრეტულ დროს არის აქტუალური, რაც იმ მომენტში გარშემო ხდება. მე ვეწინააღმდეგები ამ მიდგომას და უფრო ძველ მოდელს ვირჩევ... მომწონს გადაძახილები წარსულისკენ. თუნდაც 70-80-იანი წლების ვენეციის ბიენალეს ისტორიას რომ ჩავხედოთ - ბევრად მრავალშრიანი იყო ექსპოზიციები. ერთად ნახავდით მიმდინარე აქტუალურ ტენდენციებს და წარსულს. კავშირები დროთა შორის საუკეთესოდ წარმოაჩენს თუნდაც ჩვენს თანამედროვეობას“.დროთა კავშირი მასიმილიანო ჯონის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ალბათ ამიტომაც ხშირად საუბრობს მისტიკის ელემენტებზე თანამედროვე ხელოვნებაში. ეს მისთვის მომავლის ნიშნებია. აღნიშნავს, რომ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „მისტიკა სიზმრებია მომავლის ტექნოლოგიების შესახებ“.

 

ამ თემას უნდა მოვაყოლოთ იტალიელი კურატორისთვის სხვა საინტერესო თემებიც. სურს ვენეციის ბიენალეს მთავარ ექსპოზიციაში დაგვანახოს ის, რაც ხშირად ტექნოლოგიებისა და ინტერნეტში გახსნილი სამყაროს მიღმა ვითარდება. ან ვითარდებოდა ინტერნეტის ეპოქამდე. ამიტომაც მიიწვია რამდენიმე ისეთი მხატვარი, რომლებიც სხვადასხვა დროს ქმნიდნენ, ხატავდენ, მაგრამ არა ფართო საზოგადოებისთვის... ისინი ამ გახსნილი ინტერნეტსივრცეების მიღმა არსებობდნენ. შემოქმედებითი ინტიმურობა არის ის, რაც ძალიან აინტერესებს და რითიც აშკარაა, რომ  ჯონი ძალიან უპირისპირდება თანამედროვე არტბაზრის ტენდენციებს, სადაც ყველაზე კარგად ეგზიბიციონიზმი იყიდება.

 

ვენეციის ბიენალეზე მუშაობის დაწყებამდე მასიმილიანო ჯონი გუანჯოუს ბიენალეს კურატორი გახლდათ. მის მიერ შერჩეული თემა ასევე წარსულის მოგონების ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. კონკრეტულად - პორტრეტები მათი, ვინც გვახსოვს და გვიყვარს. პორტრეტები - დაკვირვება იმაზე თუ როგორ გვახსოვს. იტალიელი კურატორი აღნიშნავს, რომ „პორტრეტის ჟანრს, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად არ დაუკარგავს სიცოცხლე. „დღესაც კი ტელეფონებით ვუღებთ საყვარელ ადამიანებს ფოტოებს და ხშირად ვუყურებთ მათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის გამოსახულებას ჯერ ისევ აქვს საოცარი მაგიური ძალა და მნიშვნელობა.“  

 

მასიმილიანო ჯონი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე კურატორია, იმ კურატორებს შორის, რომელიც ჩვენს დროში დიდ ფესტივალებს ხელმძღვანელობენ. რა გამოვა ამისგან 3 ივნისს გამოჩნდება, როდესაც  ვენეციის ბიენალე დღეების ათვლას დაიწყებს.

 

რა გააერთიანებთ 2013 წელს ვენეციაში თავმოყრილ ქვეყნებს? ანდა სად არის კავშირი განსხვავებული ისტორიის, გამოცდილების, ტრადიციიების, ყოფისა და პოლიტიკური ვითარების მქონე ერებს შორის? ალბათ მასიმილიანო ჯონიც დამეგვეთანხმება (ამის საშუალება რომ ჰქონდეს...), რომ ერთობის დანახვა მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც ერთიანდება მათი ცოდნა, ანუ მათი ისტორიული მეხსიერება და გამოცდილება. მაგრამ რა ქმნის ცოდნას?

 

2013 წლის ივნისში საქართველო კვლავ წარსდგება ვენეციის ვიზუალური ხელოვნების ბიენალეზე. ამ ყველაზე ძველსა და ტრადიციულ სახელოვნებო ფესტივალზე მონაწილეობისთვის საქართველო როგორც სახელმწიფო 2006 წლიდან ზრუნავს, თუმცა ქართველი არტისტები და კურატორები ძირითად თუ პარალელურ პროექტებში ბიენალეზე მანამდეც მონაწილეობდნენ.

 

 

ქართველი არტისტი გიო სუმბაძე

 

 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ვენეციის 55-ე ბიენალეზე საქართველოს წარადგენს პოლონელი კურატორი იოანა ვარშა, რომელსაც რამდენიმე პროექტი თბილისში უკვე აქვს განხორციელებული და კარგად იცნობს ადგილობრივ არტისტულ წრეს.

 

მართალია, კონკრუსში გამარჯვებული მისი საკუროტორო წინადადება წარმოადგენდა ერთს  - „ევრორემონტები - უკანასკნელი 20 წლის სოციალური და პოლიტიკური ალიაქოთი საქართველოში" და ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პროექტს ჰქვია „კამიკაძე ლოჯია“, მაგრამ ისიც ცნოვილია ჩვენთვის, რომ მეორე პირველის ერთ-ერთი მიმართულებაა. ერთ-ერთი ნამუშევარი თავდაპირველად მოაზრებულ ნამუშევრებს შორის დაწინაურდა და მთავარ კონცეფციად იქცა. ამ ნამუშევრის ავტორი გიო სუმბაძე იქნება. იდეა ქართელებისთვის გასაგებია. მაგრამ უცხოელებისთვის შეეცდებიან რომ გასაგები გახადონ. აუხსნიან დაახლოებით ასე: „მხატვარი გიო სუმბაძე იკვლევს არქიტექტურულ დანამატებს.  გამოფენის ამოსავალი იდეა იქნება არაფორმალური არქიტექტურის შექმნა, დომინანტურ სტრუქტურებზე უარის თქმის მანიფესტაცია იმისთვის, რათა გააერთიანოს დროებითი თავისუფლება, ადგილობრივი თვით-გამორკვევა და საბჭოთა ინფრასტრუქტურულ მემკვიდრეობაზე კვლავ მიმდინარე მშენებლობის პროცესის გაცნობიერება. გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს არაფორმალობათა უჩვეულო რიგი, თავდაყირა გადაწყვეტები და თვით-ორგანიზაციის კონცეფციის ხასიათი ქართულ ხელოვნებასა და არქიტექტურაში.“

 

თემა საინტერესოა, თუმცა რამდენად საინტერესოდ უპასუხებს მას გამოფენა ვიზუალურად - ამაზე არტარეაზე მოგვიანებით დაიწერება მაგრამ ბოლოსთვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პავილიონი, რომელსაც ექნება კამიკაძე ლოჯიის ფორმა, უმასპინძლებს  ჯგუფი ბულიონის, ნიკოლოზ ლუთიძის, თეა ჯორჯაძის, გელა პატაშურის, ეი არაკავასა და სერგეი ჩერეპნინის ჯგუფურ გამოფენას.