Lecture There are 15 records.

per page
Showing 1 - 9 of 15 items
  • გადაცემა „ლიტერატურული წახნაგების“ დღევანდელი გამოშვების რუბრიკაა habent sua fata libelli – წიგნებს თავიანთი ბედი აქვთ. მასში გესაუბრებით იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს რომან „ფუკოს ქანქარაზე“. ეკოს თავისი მეორე რომანი ყველაზე მთავარ მხატვრულ წიგნად მიაჩნდა, რადგან არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც ინტელექტუალების მიერ ხუმრობით შეთხზული შეთქმულების თეორია, რომელიც თავზარდამცემი სინამდვილე აღმოჩნდება.

  • გიორგი დავითაშვილი - სამართლიანობა და კანონის სავალდებულოობის საკითხი სოფისტებისა და სოკრატეს შეხედულებების მიხედვით.

  • არტარეა წარმოგიდგენთ: ქუჩის აკადემია Vol 1. სანდრო ასათიანის ლექცია: "წიგნის ისტორია: ტექსტიდან ინტერაქციამდე"

  • არტარეა წარმოგიდგენთ: ქუჩის აკადემია, გაზაფხულის სეზონის დასაწყისი. ლექციის სინოპსისი: "მივესალმები ზეადამიანს", წერდა დიდი ირლანდიელი პოეტი უილიამ ბატლერ იეიტსი, "მე მას ვუწოდებ სიკვდილს სიცოცხლეში და სიცოცხლეს სიკვდილში". დეკონსტრუქცია არის მცდელობა, მოვიაზროთ არა სიცოცხლე ცალკე, გამიჯნული სიკვდილისაგან, არამედ სიკვდილთან ერთად, აქედან გამომდინარე ყველა მოულოდნელი, პარადოქსული, ირონიული და შემაშფოთებელი შედეგით. სიტყვა "დეკონსტრუქია" დღეს პოპულარულია და ხშირად ყოველდღიურ მეტყველებაშიც კი აღწევს. მაგალითისთვის, "ჰარის დეკონსტრუქცია" ჰქვია ვუდი ალენის ერთ ფილმს. ტერმინი 1960-იანების პარიზში გაჩნდა და ფრანგი ფილოსოფოსის ჟაკ დერიდას სახელთანაა დაკავშირებული. ფილოსოფიური, ლიტერატურული და პოლიტიკური თემებისა და ფიგურების განხილვის პროცესში ჩვენ შევეცდებით განვსაზღვროთ, რა (არ) არის დეკონსტრუქცია."

  • არტარეა წარმოგიდგენთ ქუჩის აკადემია Vol. 1 დავით მაკარიძე საუბრობს ონეირონავტიკაზე -- სიზმრების მართვის ხელოვნებაზე

  • ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის ლექცია გნოსტიკური რევოლუცია "ქუჩის აკადემიაში".

  • • სემუელ ბეკეტი ქართულ ენაზე. • ბიოგრაფია: წითელი პარასკევიდან – შობამდე. • ბეკეტი და ჯოისი – ირლანდია, პარიზი, დანტე, სიტყვები. • ბეკეტის გატაცებები: ლიტერატურა, სასმელი, მუსიკა, კინო, მხატვრობა, სპორტი. რაგბისტი ბეკეტი – შუამარბი, რომელიც მოგვიანებით რაგბის რეპორტაჟებს არ ტოვებდა, განსაკუთრებით ირლანდია – საფრანგეთის თამაშებს. • ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომელიც არ ასახავს ავტორის პირად გამოცდილებას. ავტობიოგრაფიულობა, რომელიც არასდროს ამოდის ზედაპირზე, როგორც პირადი ცხოვრება. • ბეკეტის ტრილოგია: მოლოი, მელოუნი კვდება, უსახელო. სხეულიდან –გაქრობამდე. • გოდოს მოლოდინში, ბედნიერი დღეები და სხვ. – თანაცხოვრება კვანძის გახსნის გარეშე. • ბეკეტი და საზოგადოების თვალი. • სემი მარტოა ქვეყანაზე. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“. მხარდამჭერი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

  • „სუფიზმი ანუ ისლამური მისტიციზმი ყველა განშტოების ისლამში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. აღიარებს აგნოსტიკური შემეცნების გზით ღმერთთან ზიარების, ღმერთში განზავების შესაძლებლობას. უკვე მერვე საუკუნის დასაწყისიდან ვხვდებით სხვადასხვა სუფიურ სექტას, რომელთაც, ცალკეული თეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, აერთიანებთ ერთიანი დოქტრინა სამყაროს, როგორც ღვთის საკრალური ემანაციის, შესახებ. სუფიების აზრით, მთელი სამყარო და ამ სამყაროში არსებული ყოველი საგანი სამყაროს შემოქმედის მატერიალური ემანაციაა, ამიტომაც ყველაფერი ღვთისაკენ ისწრაფის და საბოლოოდ იმ წერტილსვე უბრუნდება, საიდანაც თავის დროზე დროით მოცემულობაში გამობრწყინდა. სუფიზმის დამახასიათებელი ნიშანი თავიდანვე იყო უკიდურესი ასკეტიზმი, რაც საკრალური საიდუმლის თაობაზე დუმილის აღთქმასაც გულისხმობდა. სუფიები ამბობდნენ, რომ მათი მოძღვრება ,,ჰალი" იყო და არა ,,ყალი", ანუ ეს იყო მდგომარეობა, რომელიც უნდა გეგრძნო და არა - ვითარება, რომელიც სიტყვებით უნდა გადმოგეცა. ამის მიუხედავად, თითქმის ადრეული შუა საუკუნეებიდანვე არავის იმდენი არ უსაუბრია სუფიზმის, სუფიური პრინციპების შესახებ, რამდენიც თვითონ ამ მოძღვრების მიმდევრებს. მათ შორის იყვნენ სიტყვის გამოჩენილი ოსტატები, რომელთა ნაწერები დღეს მსოფლოო ლიტერატურის საგანძურად მიიჩნევა“

  • ციკლიდან "ლექციები ლიტერატურაზე" - ლევან გიგინეიშვილის ლექცია „პატრიარქის შემოდგომა და ძალაუფლების ბედისწერა“ ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“. მხარდამჭერი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

Showing 1 - 9 of 15 items