Lecture There are 15 records.

per page
Showing 10 - 15 of 15 items
  • ლექციის თემა: ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“ ლიტერატურული გავლენები რატომ იკრძალებოდა და იკრძალება ლიტერატურული ნაწარმოებები პარიზი - ხელოვანების თავშესაფარი ლექცია რიგით მეშვიდეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“, მხარდამჭერი კი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

  • ირმა ტაველიძე - მწერალი, მთარგმნელი. ნათარგმნი აქვს მიშელ უელბეკის წიგნები: "პლატფორმა", "სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები", ასევე - ქეთი ქანთარიასთან ერთად - პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს "აქ და ახლა"; არის ავტორი მოთხრობების კრებულებისა: "ავტობიოგრაფია ფრანგულად" და "აღმოსავლეთის გამოგონება". ლექციის თემა: ფრანკოფილის ვნებანი: ჯულიან ბარნსის „ფლობერის თუთიყუში“ • მეტაფიქციური ნარატივი. სიცხადე და მისტიფიკაცია - მხატვრული და დოკუმენტური პროზის ზღვარზე. წიგნის სტრუქტურა. • გუსტავ ფლობერი, როგორც რომანის ცენტრალური ფიგურა. სამი ნარატივი და ნარატორი, რომელიც ავტორის ალტერ ეგოს არ წარმოადგენს. პერსონაჟების მოგზაურობა: „მადამ ბოვარის“ პერსონაჟები ჯულიან ბარნსის წიგნში. • ავტორის ცხოვრება და ბიოგრაფების ინტერპრეტაცია. ლიტერატურული კრიტიკის თემა. ისტორიული სიმართლის ძიებისას განცდილი მარცხი. • ობსესია ლიტერატურულ ტექსტში. ლიტერატურით შეპყრობილთა თავშექცევა. ფრანკოფილი მწერლის მოგზაურობა დროსა და სივრცეში. • თუთიყუშის გამოცანა. ლექცია რიგით მეოთხეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“, მხარდამჭერი კი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

  • ლექციაზე განიხილება მხატვრული ლიტერატურის განვითარება რეჟიმის დროს. 1. როგორ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი. 2. ავტორების ბედი 3. ნაწარმოებების ბედი 4. რეჟიმის პერიოდის ნაწარმოების გმირები 5. რატომ იქმნება კარგი ლიტერატურა განსაკუთრებით მძიმე რეჟიმებისა და კატაკლიზმების დროს. ლექცია რიგით მეხუთეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“, მხარდამჭერი კი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

  • თემურ კობახიძე (პროფესორი) დაიბადა 1956 წელს. იგი 1975 წლიდან მუშაობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივესიტეტში, სხვადასხვა პოზიციებზე. მისი ლექცია ეხება 1920-იანი წლების პარიზის ცნობილ წიგნის მაღაზიას ”შექსპირი და კომპანია” ("shakespeare and company"), მის უნიკალურ სალიტერატურო წარსულს და XX საუკუნის ევროატლანტიკურ კულტურულ სივრცეში მის მდიდარ ტრადიციათა გაგრძელებას. საუბარი აგრეთვე ეხება ზოგადად ევროპისა და ამერიკის ცნობილ წიგნის მაღაზიებს, წიგნებით ვაჭრობის მაღალ კულტურას და იმ ცნობილ პიროვნებებს, ვინც ამ ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი და ამ გზით შეჰქონდათ წვლილი ევროპისა და ამერიკის თანამედროვე კულტურული გარემოს ჩამოყალიბებაში. ლექცია რიგით მესამეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“, „არტარეა“ და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

  • მერაბ ღაღანიძე დაიბადა 1961 წლის 12 იანვარს, თბილისში; ფილოლოგი, რელიგიის ისტორიკოსი, თეოლოგი; ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი; ასწავლიდა საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში; ამჟამად მუშაობს თავისუფალ უნივერსიტეტში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და ესეისტური ნარკვევები ლიტერატურის, კულტურის, რელიგიის შესახებ; არის ას ორმოცდაათზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის ექვსი წიგნის ავტორი. ლექცია რიგით მეორეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“, „არტარეა“ და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

  • ასტრიდ ლინდგრენი ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერალია. მის წიგნებზე არანაკლებ საინტერესოა მწერლის ცხოვრება. ლინდგრენის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრობს დავით გაბუნია - დრამატურგი და მთარგმნელი. ეს გახლავთ პირველი ლექცია ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან „ლექციები ლიტერატურაზე“. პროექტის ორგანიზატორები არიან „დიოგენე“, „არტარეა“ და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

Showing 10 - 15 of 15 items