Literature & Books There are 66 records.

per page
Showing 64 - 66 of 66 items
  • თემურ კობახიძე (პროფესორი) დაიბადა 1956 წელს. იგი 1975 წლიდან მუშაობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივესიტეტში, სხვადასხვა პოზიციებზე. მისი ლექცია ეხება 1920-იანი წლების პარიზის ცნობილ წიგნის მაღაზიას ”შექსპირი და კომპანია” ("shakespeare and company"), მის უნიკალურ სალიტერატურო წარსულს და XX საუკუნის ევროატლანტიკურ კულტურულ სივრცეში მის მდიდარ ტრადიციათა გაგრძელებას. საუბარი აგრეთვე ეხება ზოგადად ევროპისა და ამერიკის ცნობილ წიგნის მაღაზიებს, წიგნებით ვაჭრობის მაღალ კულტურას და იმ ცნობილ პიროვნებებს, ვინც ამ ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი და ამ გზით შეჰქონდათ წვლილი ევროპისა და ამერიკის თანამედროვე კულტურული გარემოს ჩამოყალიბებაში. ლექცია რიგით მესამეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“, „არტარეა“ და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

  • მერაბ ღაღანიძე დაიბადა 1961 წლის 12 იანვარს, თბილისში; ფილოლოგი, რელიგიის ისტორიკოსი, თეოლოგი; ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი; ასწავლიდა საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში; ამჟამად მუშაობს თავისუფალ უნივერსიტეტში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და ესეისტური ნარკვევები ლიტერატურის, კულტურის, რელიგიის შესახებ; არის ას ორმოცდაათზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის ექვსი წიგნის ავტორი. ლექცია რიგით მეორეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“, „არტარეა“ და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

  • ასტრიდ ლინდგრენი ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერალია. მის წიგნებზე არანაკლებ საინტერესოა მწერლის ცხოვრება. ლინდგრენის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრობს დავით გაბუნია - დრამატურგი და მთარგმნელი. ეს გახლავთ პირველი ლექცია ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან „ლექციები ლიტერატურაზე“. პროექტის ორგანიზატორები არიან „დიოგენე“, „არტარეა“ და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

Showing 64 - 66 of 66 items