Theme

ნინია კაკაბაძის ვიდეობლოგი

Theme There are 6 records.

Showing 1 - 6 of 6 items
  • ნინია კაკაბაძის სტუმარია ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი. გადაცემის პირობითი სათაურია "რწმენა და ცოდნა'', ხოლო საუბრის მთავარი თემა რუმინელი კინორეჟისორის ქრისტიან მუნჯიუს ფილმი "გორაკებს მიღმა", რომელიც რეალურ ამბავს ეფუძნება.

  • ზღაპარი დიდებისთვის, იმის გასახსენებლად, რომ ისინიც ოდესღაც ბავშვები იყვნენ. ზღაპარი ბავშვებისთვის, რათა მათ არასოდეს დაივიწყონ ბავშვობა. ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი" არტარეას და ლისი დეველოპმენტის ერთობლივი პორექტის ფარგლებში. კითხულობს მერაბ ნინიძე.

  • ნინია კაკაბაძე და სალომე ასათიანი (რადიო ''თავისუფლების" კორესპონდენტი და კულტურის სოციოლოგი) საუბრობენ ამერიკელი ავტორის, ლაიონელ შრაივერის, წიგნზე სახელწოდებით "კევინზე გვაქვს სალაპარაკო" (We Need to Talk About Kevin), რომლის მიხედვითაც 2011 წელს შოტლანდიელმა რეჟისორმა, ლინ რემსიმ, ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

  • მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსი, უნგრელი კინორეჟისორი იშტვან საბო, სტუმრად ნინია კაკაბაძის ვიდეობლოგში "თემა".

  • ორჰან ფამუქი - "უმანკოების მუზეუმი". ნინია კაკაბაძის სტუმარია გიგა ზედანია.

  • მარკიზ დე სადის რომანი "სოდომის 120 დღე" და პაოლო პაზოლინის ფილმი "სალო, ანუ სოდომის 120 დღე" - ამ ორი ნაწარმოების გარშემო ნინია კაკაბაძე და გიორგი მაისურაძე საუბრობენ თემაზე "წამების ვნება".

Showing 1 - 6 of 6 items