Documentary There are 19 records.

per page
Showing 1 - 9 of 19 items
  • * თათული ნუცუბიძის კაბების ჩვენება (მოდელები: ნინა ფოცხოშვილი, ნატალი ბასილაია, ირი თოდრიაშვილი) * ელენე დამენია ნიუ--ორკიდან, სპეციალურად "U.F.O."-სთვის * ზურა ჯიშკარიანი

  • "ძნელია იმის თქმა, გახდა თუ არა საბჭოთა ხაზის რადიოქსელი ორუელის შთაგონების წყარო, თუმცა მის ცნობილ ნოველა "1984"-ში სწორედ ისეთი ხელსაწყოა მოხსენიებული, რომელიც ანტიუტოპიური რეჟიმის გმირებს ყველაზე განმარტოებულ სივრცეებშიც კი თან სდევს. წიგნში ასახული, ინდივიდუალური ხაზებით სახლებში შეყვანილი პირადი პროპაგანდისა და თვალთვალის აპარატები იმის დასტური იყო, რომ ორუელის 1949 წელს დაწერილი წიგნის სიუჟეტი ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში უკვე განხორციელდა."

  • როდესაც 1925 წელს ანდრე ბრეტონმა სიურრეალიზმის და მხატვრობის შესახებ საეტაპო მნიშვნელობის ტექსტი დაწერა, ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ეს მოძრაობა ვიზუალურ ხელოვნებასთან გაიგივდებოდა. გარეგანი სინამდვილის მიამიტური ასახვისგან ვიზუალური ხელოვნების გათავისუფლება იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც თანამედროვე ხელოვნების ტრანსფორმაცია გამოიწვია. სიურრეალისტების მნიშვნელოვანი წვლილი ამ ცვლილებაში იმას გულისხმობდა, რომ ისინი პირველები იყვნენ, ვინც ხელოვნებაში სიზმრისეული სამყაროს ასახვა შეიტანეს. სიურეალისტი მხატვრები ფროიდისეულ ფსიქოანალიზზე მინიშნებებს აკეთებდნენ და საკუთარი ხელოვნება არაცნობიერის, სიზმრების, ტრანსული მდგომარეობის, პოეტური აზრების და ფსიქოლოგიური ასოციაციების წარმოჩენის ასპარეზად აქციეს. _ საბჭოთა პერიოდში გამოტოვებული წლები, კულტურის ისტორია და ინფორმაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებმა ხალხმა თავის დროზე ვერ მიიღო. "გამოტოვებული 70 წელი" არის მცდელობა საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოტოვებული ინფორმაციული პლასტის აღდგენის.

  • არტარეა და IDS ბორჯომი საქართველო წარმოგიდგენთ გიორგი კალანდიას მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს რეჟისორ სანდრო ახმეტელის შესახებ.

  • "Fashion as a whole is a farce, completely. The people behind it are perverted, the styles are created by freaked out people, just natural weirdos..." (Edie Sedgwick "Ciao! Manhattan") გლიცერინი -- უფერო, ბლანტი ჰიდროსკოპიული სითხე, მოტკბო გემოთი. წარმოადგენს სუბსტანციას მალამოების და სხვა სამკურნალო ფორმების დასამზადდებლად. სუფთა სახით გლიცერინს გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი, რის გამოც გრიმიორები მას ხშირად ხელოვნური ცრემლების და ტირილის ეფექტის შესაქმნელად იყენებენ. "Fashion Beat"-ის მეოთხე გამოშვება 60-იანი წლების ცნობილი მოდელის და ენდი უორჰოლის მუზის, ედი სედგვიკის მონოლოგით არის ინსპირირებული ჯონ პალმერისა და დეივიდ უეიზმანის ფილმიდან "ჩაო! მანჰეტენო". ფილმში ედი სედგვიკი ფაქტობრივად საკუთარ თავს განასახიერებს და ღიად ლაპარაკობს მოდის სისტემაზე, რომელიც მხოლოდ სიყალბესა და ძალადობაზეა დაფუძნებული. ფილმში ჩვენ ვხედავთ ედი სედგვიკს, როგორც ამ სისტემის პროდუქტს და მსხვერპლს, ლამაზ დაავადებულ თოჯინას, რომელიც ანგრევს საკუთარ თავს და ამ ყველაფერში იმ პერიოდის ამერიკული საზოგადოება მოიაზრება. "გლიცერინის ცრემლებში" გოგოები არ ტირიან. მათი ცრემლები ყალბია. ისინი უბრალოდ მოდის მსხვერპლებს განასახიერებენ. თუმცა "Cecin'est pas une pipe".

  • პარლამენტის შენობა დღემდე შემორჩენილი სახით დამოუკიდებლობამდეც, თითქმის 40 წელი გადმოჰყურებდა რუსთაველის გამზირს, მაგრამ უმაღლესი საბჭოს ფიქტიური ხასიათის გათვალისწინებით, რეალური ფუნქცია მან სწორედ ოთხმოციანების ბოლოს შეიძინა, საიდანაც დაიწყო კიდეც შენობის ისტორიულად ყველაზე ინტენსიური ეტაპი. თაღებიანი მონოლითი იყო ის ეპიცენტრი, სადაც განვითარდა ბოლო 25 წლის ყველაზე დრამატული პოლიტიკური რიტუალები.

  • მარსელ დიუშანმა სახელი მაშინ გაითქვა, როცა თავისი ნამუშევრების სერიით არტ სამყაროზე იერიში მიიტანა. მან ხუთასწლიან დასავლურ კულტურას ზურგი შეაქცია, ხელოვნების მიღებული განმარტებები საბედისწეროდ დაანგრია. დიუშანმა უდიდესი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის ხელოვნებაზე. პირველი მსოფლიო ომის დროს, მან ბევრი თავისი კოლეგა არტისტების "რეტინალური" ხელოვნება უარყო; ხელოვნება, რომელიც მხოლოდ თვალის სიამოვნებაზე იყო ორიენტირებული. როგორც დიუშანმა თქვა, მას უნდოდა "ხელოვნება გონების სამსახურში ჩაეყენებინა". _ საბჭოთა პერიოდში გამოტოვებული წლები, კულტურის ისტორია და ინფორმაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებმა ხალხმა თავის დროზე ვერ მიიღო. "გამოტოვებული 70 წელი" არის მცდელობა საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოტოვებული ინფორმაციული პლასტის აღდგენის.

  • არტარეასა და IDS ბორჯომი საქართველოს ერთობლივი პროექტი „გენეტიკური კოდი“ წარმოგიდგენთ ალექსანდრე გაბუნიას დოკუმენტურ ფილმს რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილის შესახებ.

Showing 1 - 9 of 19 items