artarea TV სულ 345 ჩანაწერი

ქვეკატერგორიები

per page
ნაჩვენები 10 - 18 სულ 345
  • მამუკა ჯაფარიძე საველე აკადემია ეკოლოგიური მეურნეობა და ხელოვნება შინდისი 2012 "სულ მეფიქრება, რომ ყველაფერი სინამდვილეში ძალიან მარტივადაა. ჩვენი ცნობიერება დაბინდულია ათასი წვრილმანით. სამყაროს მარტივი ბალანსი და წესრიგი კი თითქოს ჩვენს თვალწინაა. ალბათ ეს სიმარტივეა რთულად აღქმადი. ეს ვიდეო-ესსე ეხება შემოქმედების, კრეატივის ექსპორტს ხელოვნების კონტექსტიდან და მის იმპორტს ბიომეურნეობაში. თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სასწავლო კურსი, "ეკოლოგიური მეურნეობა და ხელოვნება", შესაძლებელი გახდა შინდისში მამუკა ჯაფარიძის და ანთეა ნიკოლსონის რეზიდენციაში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით. კურსის მთავარი მიზანი და ამოცანაა ბუნების და ადამიანის დამაკავშირებელი არხების ტექნიკური შეკეთება. ცხადია, რომ კავშირი ადამიანის გადაჭარბებული დომინაციის შედეგად არის დაზიანებული, ამიტომაც ბუნებრივია, რომ კონტაქტის აღდგენა სწორედ ჩვენი სამუშაოა. კურსი ვერ შედგებოდა, რომ არა მამუკა ჯაფარიძის, როგორც შემოქმედის, უკიდეგანო ბოისიანური და ფენომენალური მსოფლმხედველობა. როგორც იქნა, ფუკუშიმას ტრაგედიის შედეგად მთელი კაცობრიობა დაფიქრდა, რომ პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა ყველას ეხება. მთელს მსოფლიოში დაიწყო ატომური ენერგიის გაუქმების შესახებ მუშაობა".

  • როდესაც 1925 წელს ანდრე ბრეტონმა სიურრეალიზმის და მხატვრობის შესახებ საეტაპო მნიშვნელობის ტექსტი დაწერა, ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ეს მოძრაობა ვიზუალურ ხელოვნებასთან გაიგივდებოდა. გარეგანი სინამდვილის მიამიტური ასახვისგან ვიზუალური ხელოვნების გათავისუფლება იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც თანამედროვე ხელოვნების ტრანსფორმაცია გამოიწვია. სიურრეალისტების მნიშვნელოვანი წვლილი ამ ცვლილებაში იმას გულისხმობდა, რომ ისინი პირველები იყვნენ, ვინც ხელოვნებაში სიზმრისეული სამყაროს ასახვა შეიტანეს. სიურეალისტი მხატვრები ფროიდისეულ ფსიქოანალიზზე მინიშნებებს აკეთებდნენ და საკუთარი ხელოვნება არაცნობიერის, სიზმრების, ტრანსული მდგომარეობის, პოეტური აზრების და ფსიქოლოგიური ასოციაციების წარმოჩენის ასპარეზად აქციეს. _ საბჭოთა პერიოდში გამოტოვებული წლები, კულტურის ისტორია და ინფორმაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებმა ხალხმა თავის დროზე ვერ მიიღო. "გამოტოვებული 70 წელი" არის მცდელობა საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოტოვებული ინფორმაციული პლასტის აღდგენის.

  • "არტ სინდრომი" წარმოგიდგენთ დავით კაკაბაძის გამოფენის ვირტუალურ ტურს, გიამბობთ თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე გთავაზობთ სალომე მაჩაიძის გამოფენას 3D ფორმატში.

  • რატი ამაღლობელის ვიდეობლოგი

  • 4 ყველაზე პოპულარული მეთოდი უკვდავების მისაღწევად ისტორიაში, მეცნიერებასა და პოპ-კულტურაში.

  • CES Records-ს მეორე გამოშვების Run Run (CES002) ინსტალაცია TAF • Tbilisi Art Fair 2019-ის ფარგლებში.

  • არტარეა და IDS ბორჯომი საქართველო წარმოგიდგენთ გიორგი კალანდიას მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს რეჟისორ სანდრო ახმეტელის შესახებ.

  • იაპონელი არტისტი, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ცხოვრობს... მისი ნამუშევრები კი 5 000 000 $ იყიდება

ნაჩვენები 10 - 18 სულ 345