მწერალთა სახლი - შეხვედრა ანა კორძაია-სამადაშვილთან View larger

მწერალთა სახლი - შეხვედრა ანა კორძაია-სამადაშვილთან

New product

აღწერა

2014 წელს ანა კორძაია-სამადაშვილის რომანი „ვინ მოკლა ჩაიკა" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიის „წლის საუკეთესო რომანი" გამარჯვებული გახდა. ანა კორძაია-სამადაშვილი ავტორია მოთხრობების კრებულისა „ბერიკაობა", „მე, მარგარიტა", რომანის „შუშანიკის შვილები". მისი პუბლიცისტური წერილები და მოთხრობები ქვეყნდებოდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში" და გაზეთ „24 საათში". ანა კორძაია-სამადაშვილი, როგორც დებიუტანტი ავტორი, ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებული 2003 წელს, პრემიის დაარსებისთანავე, გახდა. საღამოს უძღვება მწერალი დავით გაბუნია და საუბარი ანასთან მიმდინარეობს როგორც მის ბოლო რომანზე, ასევე ავტორის მთელ შემოქმედებაზე. საქართველოს მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia http://on.fb.me/R7wXKu

სხვა სერიები